თავი XV

288 15 2
                                    

Please vote 💜

∆∆

რაღაც ხმა მაღვიძებს როდესაც საბოლოოდ ვფხიზლდები ვაანალიზებ რომ ჰარიზე ჩახუტებულს მძინავს ჰარი კი ფოტოებს იღებს
- დილამშვიდობისა გოჭო დილით მისი ხმა განსაკუთრებით ლამაზი იყო თავს მაღლა ვწევ და მის მწვანე თვალებში ვიკარგები როდესაც ვხვდები რომ მასთან ზედმეტად ახლოს ვარ
სწრაფად ვშორდები და შორიდან ვაკვირდები. ღმერთო რა ლამაზია! კარგი რა იზი რეებზე ფიქრობ ფიქრების გასაფანტად ჰარის ვკითხე
-რას აპირებ დღეს?
-თუ დღის დასაწყისს გავითვალისწინებთ, ალბათ კარგი დღე მექნება.
-კარგი..-გამეღიმა
-მე სამზარეულოში ვიქნები.
-კარგიი მე მოვწესრიგდები და ჩამოვალ_ დღეს რატომღაც მინდა რომ ლამაზად ვიყო.
     ცოტა ხანში როცა მოვრჩი ჩემს თავზე"ზრუნვას" სამზარეულოში ჩავედი, სადაც ისეთი სურნელი ტრიალებდა ალბათ დანაყრებულსაც მოშივდებოდა.
-ბლინები!
-რა იყო გოჭო, გიყვარს?- მომიახლოვდა და ცხვირზე მიჩქმიტა თავი უცნაურად ვიგრძენი(არვიცი ეს შეასწორე თუ არასწორია)
-კი მიყვარს თან ძალიან
-მეც. კარგი მოდი ეხლა ვჭამოთ და მერე წავიდეთ.
    გემრიელად მივირთვით და წასასვლელად მოვემზადეთ. მანქანაში სიჩუმის დარღვევა მე მომიწია.
-ჰარი, დილით ტელეფონით რას აკეთებდი?
-ისეთს არაფერს- ჩაიცინა
დრო ვიხელთე და ტელეფონი ავიღე, გალერეაში შევედი და წარბის აწევით შევხედე ჰარის
-სერიოზულად მხოლოდ ეს ვუთხარი
ჰარი ისევ იღიმოდა. მივხვდი ჩხუბს აზრი არ ქონდა ასე რომ მუსიკას ავუწიე და "little things"-ის ჰანგებზე ულამაზესი ბუნებით ვტკბებოდი სახლში მალევე მივედით, ღიმილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ოთახში ავედი და ჰარისთვის განკუთვნილ საჩუქარზე დავიწყე ფიქრი. თავში საოცარი აზრი მომივიდა. ნაილს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე, დეიდას ტორტის რეცეპტი გამოვართვი. რა გამოვა არ ვიცი . ნაილი მალევე მოვიდა, დეიდა გავაცანი და ჩვენს საქმეს შევუდექით. სიმართლე გითხრათ ტორტი არ მიყვარს, თუმცა ალბათ ჰარის მოეწონება. დავიწყეთ: ჯამში ჩავყარეთ საჭირო პროდუქტები, ავთქვიფეთ და გამოსაცხობად გავამზადეთ.
-მგონი რაღაც გამოგვივა.
-დიდი იმედი მაქვს-ვთქვი და ორივემ სიცილი დავიწყეთ. ვერ აგიღწერთ სამზარეულოში რა ხდებოდა და ჩვენც მთლიანად ფქვილით ვიყავით დასვრილები.
-კარგი ნაილ, დეიდას დავუძახებ კრემი ერთად გააკეთეთ. მე რაღაც საქმე მაქვს და უნდა გავიდე. ხო, მართლა ტორტი ლამაზად მორთეთ და სანამ დეიდა ჩამოვა აქაურობა ცოტა მიალაგე.
-იცი, მგონი შენგან კარგი უფროსი დადგება-გავიცინეთ. წინსაფარი მოვიხსენი, ხელ-პირი დავიბანე და მოლში წასასვლელად მოვემზადე. მოტოზე დავჯექი და გზას გავუდექი. ცოტა ხანში დანიშნულების ადგილზე ვიყავი. აქსესუარების მაღაზიაში შევედი და დათვალიერება დავიწყე: ალბათ ბევრი საათი ექნება, ამიტომ საათი გამოვრიცხე;სამაჯურებს ვათვალიერებდი როცა თვალი ბეჭდების კოლექციისკენ გამექცა და მგონი ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა.

In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛Where stories live. Discover now