ფიქრი დავიწყე იმაზე თუ სადამდე მოვედი, რამდენი რამ შეიცვალა, რა კარგი იქნებოდა ამას ჩემი მშობლებიც რომ მოსწრებოდნენ, მენატრებიან... უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი შევტრიალდე და ლიამი დავინახე ყავით ხელში.
- კარგად ხარ?_ მკითხა და გამიღიმა.
-მგონი ჰო.
-აიღე_ მითხრა და ყავა გამომიწოდა.
-მადლობა პეინო.
-არაფრის იზი. რაზე ფიქრობდი?
-მშობლებბზე_ ვუთხარი და თვალებში ჩავხედე .
- და რა მოუვიდათ მათ?_ მკითხა და წარბი აწია
-ავტოკატასტროფა.
-ბოდიში იზი, ვიზიარებ მესმის რას ნიშნავს მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა, როდესაც მეგანი დავკარგეთ ეს უბრალოდ ენით აღუწერელი ტკივილი იყო. მე მეგანი და ნაილი ოჯახივით ვიყავით, მეგანის დაკარგვამ კი გაგვანადგურა.
-ვწუხვარ_ ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე.
-ნაილს ძალიან უჭირს მაგრამ თავისი დადებითი ხასიათით უოველთვის მალავს ამას.
-მესმის მისი მაგრამ როდესაც კარგი მეგობრები გყავს ისინი ამ ტკივილს შველიან.
-ჩემო ტკბილებო_ გავიგეთ უკნიდან ნაილის ხმა.
-ნაილ იმედია ჩვენ შეჭმას არ აპირებ_ თქვა ლიამმა და სიცილი დავიწყეთ.
-ლიამ ცუდი ხუმრობა იყო, და ხო იზი, შენ რა მისკენ ხარ? მრწყინა... _ თქვა და პატარა ბავშვივით გაბუტული სახე მიიღო.
-ნაილ შენ რა მებუტები?_ ვუთხარი და ჩავეხუტე -გინდა რამე გემრიელი ვჭამოთ?
-ოხ იზი, როგორ იცი ხოლმე რა თქმა უნდა გაპატიებ და რა ვჭამოთ?
-უკაცრავად რომ გეჭრებით მაგრამ ჯერ საქმეები გაქვთ ასე რომ სანამ მუშაობას არ მორჩებით მანამდე ვერსად წახვალთ._ თქვა ლიამმა და სერიოზული სახე მიიღო.
-კი მაგრამ... _მე და ნაილმა ერთად წამოვიძახეთ.
-არა!_ დამთავრება არ გვაცადა ლიამმა.
-ოხ კარგი!_ ვთქვით ბოლოს და საქმეს დავუბრუნდით. ლუისთან მივდიოდი, რათა სამოსი ჩამეცვა, როცა წინ ის სამი ალქაჯი გადამიდგა.
-მისმინე პატარა იმბეცილო_ დაიწყო ჯოზიმ, ეს ისაა ჰარის ჩაგდება რომ უნდა ხელში მაგრამ არაფერი გამოსდის. -შენ რა გადაწყვიტე ჰარი წამართვა? აქ რამდენიმე დღეა მოხვედი და არ მოგცემ უფლებას მისი თავი წამართვა. შენ რა მშობლებმა არ გასწავლეს რომ სხვის ნივთებს არ უნდა შეეხო?_ ამაზე საშინლად გავბრაზდი
-ეხლა მომისმინე ჯოჯოხეთის მაშხალავ, პირველი, ჰარი ნივთი არ არის მითუმეტეს შენი, მეორე, არავის ვართმევ ჰარის და მესამე და ყველაზე მთავარი, ჩემს მშობლებს თუ კიდევ ახსენებ ვფიცავ შენი ღამის კოშმარი გავხდები. ზუსტად იმ დროს მოგიღებ ბოლოს როცა არ მოელი, ასე რომ აღარ გაბედო ჩემთან საქმის დაჭერა. _ვუთხარი და მის ახლოს დავდექი თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ შევაშინე -გასაგებია?_ ვუთხარი და წარბი ავწიე.
-შემეშვი_ მითხრა და სწრაფი სვლით დატოვა იქაურობა, ის ორიც მას გაყვა. ვერ ვიტყვი რომ არ მეწყინა როცა ჩემი მშობლები ახსენა, გული მეტკინა, არ ვიცი დღეს რა მჭირს უბრალოდ მენატრებიან. ლუისთან მივედი და სამოსი ჩავიცვი, შემდეგ კი ჰარისთან წავედი გამუდმებით შენიშვნებს მაძლევდა
-იზაბელ თუ შეიძლება გაიღიმე.
-კარგი რა ჰარი ვიღიმი რა გინდა ვერ ვხვდები.
- შენი აზრით ეგ ღიმილია? ბუნებრივი ღიმილი მჭირდება და არა ყალბი რადგან სწორედ შენი ბუნებრიობის გამო მომეწონე.
-იცი რა არის დღეები როცა ადამიანს არ შეუძლია გაღიმება და თუ ეს ღიმილი არ მოგწონს სხვა იპოვე, რადგან მე მივდივარ_ ვთქვი გასახდეში შევედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და წამოვედი. მოტოზე დავჯექი და სახლის გზას დავადექი. რა მჭირს არ ვიცი უბრალოდ მონატრებისგან, გული საშინლად მტკივა, ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ წავიდოდი, ასე რომ სანაპიროზე გადავწყვითე წასვლა, თანაც უკვე საღამოვდებოდა და ცოტა გულსაც გადავაყოლებდი. ამ ადგილას მე და ჩემი მშობლები ხშირად დავდიოდით. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედი მოტო იქვე გავაჩერე და ჩემი საყვარელი ადგილისკენ ავიღე გეზი. მიწაზე დავჯექი, ყურსასმენები გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და გარემოს დავუწყე ყურება. მზე ნელ-ნელა იძირებოდა წყალში. წყალი ისეთი წყნარი იყო, როგორც ზაფხულის სიო. მზის უკანასკნელ გაელვებას ველოდი, ბოლოს ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე, აღარ შემეძლო ეს ტკივილი ჩემში ჩამეკლა, ალბათ ტირილის მიზეზი მარტოობაც იყო, ვტიროდი რადგან არავინ იყო ვინც ჩამეხუტებოდა, იმ ადამინებმა დამტოვეს ვისი ჩხუტებაც მამშვიდებდა, მეგონა თუ ვიტირებდი გულიდან ეს ტკივილი გაქრებოდა, რომელიც ასე ძალიან მაწუხებდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, კვლავ მტკიოდა.უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი, მივტრიალდი და კვლავ ის მწვანე თვალები დავინახე. თვალები, რომელიც გაზაფხულს მაგონებდა, ყურსასმენები მოვიხსენი და კვლავ მზეს დავუწყე ყურება.
-ჰეი კარგად ხარ? _მკითხა ჰარიმ
-არა ჰარი ცუდად ვარ, ძალიან ცუდად. მონატრებისგან გული დაფლეთილი მაქვს, ხანდახან ვეღარ ვუძლებ ამ ტკივილს_ ვთქვი და კვლავ ავტირდი, როგორ მინდოდა ახლა ჩამხუტებოდა.... უეცრად ჰარიმ ხელები მომხვია და მეც თავი მის კისერში ჩავრგე, კვლავ ეს გამაბრუებელი სურნელი...
-არ იტირო კარგი? მე შენს გვერდით ვიქნები, არასდროს დაგტოვებ, მართლა გეუბნები, არასდროს წავალ._ ეს მითხრა და თითქოს დავმშვიდდი ასე ჩახუტებულები ვიყავით. დაღლილობისგან ძილი მომერია, მაგრამ ჰარის სიტყვები მაინც გავიგე.
- რატომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი არიე_ თქვა და თავზე მაკოცა, ალბათ ეგონა მეძინა. მინდოდა მეპასუხა მაგრამ დაღლილობისგან ისე მეძინებოდა ვერაფერი ვუპასუხე...
YOU ARE READING
In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛
RomanceOne Direction Georgian fanfiction🌟 ∆∆ ისტორიის მთავარი გმირი, იზი მარსელი ფოტო მოდელად დაიწყებს მუშაობას,სადაც გაიცნობს ჰარი სტაილსს... მას რთული წარსული აქვს, მაგრამ ბედნიერი მომავალი ელის, რომელშიც რა თქმა უნდა გარკვეული სირთულეები იჩენს თავს...