ანუ ახლა მომიწევს მთელი ერთი საღამო ჰარისთან ერთად გავატარო... წარმოდგენაც კი მაშინებს, არა ამას ვერ გადავიტან." რა გჭირს იზაბელ?" ვკითხე საკუთარ თავს მაგრამ პასუხი არ იყო. არა მასთან ერთად თუ გავატარებ საღამოს გული გამისკდება. არ ვიცი, უბრალოდ როცა ვხედავ რა სისულელეებს ვიძახი. ამ ფიქრებში რაღაცას შევეჯახე რაღაცას არა ვიღაცას მაღლა ავიხედე და ლიამი დავინახე.
-ლლიამ როგორ გავხდე ცუდად?_ ვკითხე და პასუხს დაველოდე ლიამმა წარბი აწია და ხელი შუბლზე მომადო.
- იზი სიცხე გაქვს? რა კითხვებს სვამ?
-სიცხე კარგი იდეაა_ვთქვი და გავიქეცი ისე რომ ლიამს არც კი დავემშვიდობე. როდესაც სტუდიაში შევედი ჰარის მოვკარი თვალი და მასთან მივედი.
-ჰარი ვწუხვარ მაგრამ დღეს შენთან ერთად ვერ წამოვალ სიცხე მაქვს._ ვთქვი დ რამოდენიმეჯერ დავახველე ამაზე გაიღიმა და ჩემკენ დაიწყო სვლა, მომიახლოვდა და ტუჩები შუბლზე მომაწება. დავიბენი, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, დავიბენი, მაგრამ მალევე მომშორდა.
-არამგონია. კარგად ხარ, თან ცხეელიც არ ხარ_ მითხრა და კვლავ ფოტოების თვალიერებას შეუდგა .
-ჩემს მოტყუებას ჯობია ტანსაცმელი მოიზომო და გამოხვიდე სამუშაო გვაქვს.
-იცი რა შენც შეგეძლო ჩემი ტემპერატურა ხელით შეგემოწმებინა._ ვუთხარი და ხელი შუბლზე მივიდე.
-ძალიან მარტივია_ დავამატე ბოლოს
-ვიცი_ ეს ისე თქვა ვითომც არაფერიო.
-მაგრამ მინდოდა შენი აჩქარებული გულის ხმა გამეგო._ მითხრა და თვალი ჩამიკრა
-საზიზღარო._ ვუთხარი და გასახდელისკენ ავიღე გეზი ტანსაცმელი მოვიზომე და კვლავ ჰარიისთან დავბრუნდი.
უამრავი ფოტო გადამიღო და ყველა ფოტოზე ჰარის პრეტენზიებს ვისმენდი.
-ჰარი აღარ შემიძლია იცი რა დამღლელია აქ დგომა?_ წამოვიძახე შუა გადაღებისას.
-ნუ წუწუნებ._ მითხრა და ფოტოს გადაღებისთვის მოემზადა მე კი ზურგით დავდექი
-რას აკეთებ იზაბელ?_ მკითხა გაოცებულმა
-პროტესტს ვაცხადებ! დავიღალე. იცი რა? ახლა შენ დადგები აქ, მე კი ფოტოებს გადავიღებ._ვთთქვი და მისი სიცილის ხმა გავიგონე.
-ანუ გინდა ფოტოები გადამიღო? კარგი._ ასე მარტივად დამთანხმდა იმედია რამე ოინი არ ექნება ჩაფიქრებული. მისკენ წავედი და ფოტოაპარატი ავიღე, შემდეგ ჰარის მომზადებას დაველოდე. ყველა ფოტოზე პრეტენზიას გამოვთქვამდი მისი წვალებით ვერთობოდი.
YOU ARE READING
In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛
RomanceOne Direction Georgian fanfiction🌟 ∆∆ ისტორიის მთავარი გმირი, იზი მარსელი ფოტო მოდელად დაიწყებს მუშაობას,სადაც გაიცნობს ჰარი სტაილსს... მას რთული წარსული აქვს, მაგრამ ბედნიერი მომავალი ელის, რომელშიც რა თქმა უნდა გარკვეული სირთულეები იჩენს თავს...