ზოდიაქო: ახალი სისხლი

487 44 74
                                    

- შ- შენ? ჩემი სახელი საიდან იცი?!

გოგონა შიშით უკან იხევს. ბიჭი მისკენ იწევს და გოგონას საშუალება ეძლევა დაინახოს ახალი სისხლი მამაკაცის ტანსაცმელზე.

- ჩემთან ერთად მოდიხარ! _ მკაცრი ტონით ამბობს მამაკაცი. ოლივია ისევ უკან იხევს. მამაკაცი მასთან ახლოს მიდის და მის მკლავს თითებს მჭიდროდ ახვევს _ არაფერს დაგიშავებ!

მშიდი ხმით ამბობს მამაკაცი და ოლივიას უბიძგებს რომ მას გაჰყვეს. რამდენიმე უშედეგო გაბრძოლების შემდეგ ოლივია მიხვდა რომ სეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა, მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იქ მოკვდებოდა თუ სადმე სხვაგან. მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა, მტკიცებულებები სწორედ ისე გაქრებოდა როგორც თვითონ. კიდევ ერთხელ უხეშიად უბიძგა მამაკაცმა მას, ისიც ხმის ამოუღებლად გაჰყვა.

განათებულ ქუჩაზე მხოლოდ ორი ადამიანის ფეხის ხმა ისმოდა. სიჩუმეს ოლივიას აჩქარებული სუნთქვა არღვევდა.

რამდენიმე სართულიან შენობას მიადგნენ რომლის ერთი სართული ჩაბნელებული იყო. დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას რომ ახლა ოლივია იმ მამაკაცის ფანჯარას უმზერდა რომელიც მას სადარბაზოსკენ ექაჩებოდა.

გოგონა მორჩილად მიჰყვება მას და ცალი ხელით მკერდზე საქაღალდეს ისე იკრავს თითქოს ცდილობს რომ ეს ფურცლები, რომელიც მან უკვე ბევრჯერ წაიკითხა, საკუთარი სხეულის ნაწილად ექცია.

კიბეები აიარეს და შიშით შეაბიკა მამაკაცის ბინაში. მამაკაცმა მას ხელი გაუშვა და კარი ხმაურით ჩაკეტა.

ოთახში სინათლე აინთო. ოლივიას წინ დიდი საწოლი იდგა, სამზარეულოს დიდი სივრცისგან დაბალი კედელი ჰყოფდა რომელიც ბარის მაგიდას ჰგავდა და ორი მაღალი ნაცრისფერი სკამი იდგა მასთან. მის მოპირდაპირედ კი მინის მიღმა სააბაზანო იყო.

გოგონამ სივრცე მოათვალიერა. ვერც კი შენიშნა როგორ გამოსტაცა მამაკაცმა საქაღალდე ხელიდან.

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now