ზოდიაქო : მოწმე

452 45 34
                                    

დილით ლუკასის ტირილი მაღვიძებს.

ბალიშიდან თავს ვწევ და საწოლიდან მთელი სხეულით ვიწევი ისე რომ თვალებს არ ვახელ.

- იწექი პატარავ მე მივხედავ.

ლოყაზე მკოცნის და საწოლიდან დგება

არ მინდა ვაწყენინო და ამიტომ ვერაფერს ვეუბნები როცა ლუკასსთან ახლოს ყოფნა უნდა.

მასზე ისე ზრუნავს.

საღამოს მისთვის ახალ ახალ ზღაპრებს იგონებს დილით კი თავისივე ხელით უმზადებს საჭმელს.

ორი დღე უჩვეულოდ გავიდა იმის შემდეგ რაც ნაილი ეიპრილის მკვლელობაში დავადანაშაულე.

უჩვეულოში კი იმას ვგულისხმობ რომ გვამი არ გვიპოვნია.

გუშინ მთელი განყოფილება ფეხზე იდგა. ყოველ წამს ელოდებოდნენ როდის გამოჩნდებოდა ახალი ნაწამები გოგონა თუმცა მსხვერპლი არსად ჩანდა.

საწოლიდან ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. როცა უკან ვბრუნდები მისაღებიდან ნაილის ყვირილის ხმა მესმის.

სწრაფად მისაღებში გავდივარ. ლუკასი არსად ჩანს ნაილი კი ფანჯარასთან დგას თმა აჩეჩილი.

- რა მოხდა ნაილ ?

ხმა არ ამოუღია. მასთან მივედი.

მხარზე შევეხე.

სწრაფად მობრუნდა და ხელი მოიქნია ჩემს მოსაშორებლად.

უკან დავიხიე. განრისხებული იყო.

არაფერი მითქვამს მისთვის. მასთან მივედი და მკერდზე თავი მივადე, ხელები წელზე მოვხვიე. სუნთქვაა დაუმშვიდდა და მხრებზე მომეხვია.

- დევიდმა სახლთან დაცვა დააყენა.

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა.

- მაგის გამო ხარ ასე?

- არა ჰელენ, მას ჰგონია რომ მე იმავეს ვაკეთებ.. ჰგონია რომ ისევ ვკლავ..

მოიცა ? რა ?

ხმა ვერ ამოვიღე. ნაილმა თავზე მაკოცა.

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now