ზოდიაქო: დასასრული

218 29 8
                                    

არსებობს მოგონებები, რომლის გახსენებაც არ გვინდა, რომლის თავიდან მოშორებას დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობთ და ბოლოს როდესაც გვგონია ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ, მოგონებები ისევ გვახსენებენ თავს.

სწორედ ისე, როგორც ჰელენს. მანქანაში იჯდა და იმ სახლისკენ მიდიოდა, სადაც მისი ცხოვრება შეიცვალა. იქ სადაც ჯოჯოხეთი დატრიალდა მის თავს, მაგრამ ახლა წარსულზე უფრო მწარე ფიქრები უტრიალებდა თავში.

რას ჩაიდენდა ლიამი?!

ის უდანაშაულო ადამიანებს აწამებდა და ახლა როცა ლუკასი მას ჰყავდა შესაძლოა თვალიც არ დაეხამხამებია ისე მოეკლა პატარა არსება, რომელიც იმ ადამიანის სამყარო იყო ვინც მისი ცხოვრების სიყვარული გახლდათ.

მაგრამ ზოგიერთი მოგონება უნრალოდ არსებობს და მის შესახებ არ ვიცით.

იმ ღამით როცა ცამეტი ჰელენთან დაბრუნდა ჰელენმა ის სახლიდან გააგდო და მას შემდეგ არ უნახავს.

რა ახსოვდა ჰელენს?

როგორ მისდევდა ნაილი მას, როგორ გააუპატიურა და როგორ მიაყენა სხეულზე ჭრილობები.

იყო ეს მოგონება რეალური? თუ ჰელენმა "შეცვალა" ის იმისთვის რომ თავი მშვიდად ეგრძნო?!

მას მხოლოდ ლუკასის გადარჩენა უნდოდა და სხვა რამეზე ვერ ფიქრობდა მიუხედავად ყველაფრისა.

ნაილმა პატარა, ხის, სახლის წინ მანქანა მკვეთრად გააჩერა და ორივე სწრაფად შევიდნენ სახლში.

კართან შეჩერდნენ როდესაც იატაკზე სისხლიანი ნაფეხურები დაინახეს.

ნაილმა ხელში იარაღი მოიმარჯვა და ჰელენის წინ დადგა.

ცდილობდნენ ოთახამდე ჩუმად მისულიყვნენ მაგრამ ჰელენი ჩქარობდა.

უნდოდა თავისი შვილი რაც შეიძლება მალე მოეშორებინა ლიამისთვის.

ნაილი ოთახის კარს ნელა აღებს და სავარძელში მჯდომ ლიამს, რომელსაც ხელში ლუკასი უჭირავს, იარაღს უმიზნებს.

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now