ზოდიაქო : ზოდიაქო

365 33 62
                                    

ახალბედა ჟურნალისტის ცხოვრება ყოველდღე ყავითა და ახალ სტატიაზე ფიქრით იწყებოდა, ახლა კი ცარიელ მაგიდასთან ზის და თავის თავში მიზეზს ეძებს.

განა თავად იცის რა მიზეზს?

მას უბრალოდ სურს ნახოს ადამიანი რომელიც თავად გააგდო წინა ღამით.

არ აქვს არანაირი მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ იმ ადამიანმა მთავარი მტკიცებულება გაანადგურა, ჟურნალისტს მასთან აღარაფერი ესაქმება.

თუმცა რაღაც მაინც არის, რაღაც რაც ჟურნალისტ გოგონას აიძულებს ხელში ჩანთა აიღოს და ისევ მასთან გაემართოს.

ნესტიან ქუჩაზე სწრაფი ნაბიჯებით მიდის და ფიქრობს იმაზე, თუ რას ეტყვის ლუის როდესაც მის კარზე დააკაკუნებს.

უკვე მესამედ დგას ამ კართან, მაგრამ გული მაინც ცუდს უგრძნობს.

მაინც ბედავს და კარზე აკაკუნებს.

კარს ლუი უღებს, ოლივიას დანახვისას სახეზე სიამოვნება დაეტყო და მაცდურად ჩაიღიმა.

- მოგენატრე?

ოდნავ ბოხი ხმით იკითხა და ოლივია სხეულზე ისე აიკრო მოძრაობაც კი არ შეეძლო.

- აქ ამისთვის არ მოვსულვარ ლუი!

ლუიმ ის შეათვალიერა.

- მაშინ კარი იქით არის!

ლუიმ თვალით ანიშნა და ცალი ფეხით კარი მიხურა.

ჟურნალისტმა არც კი იცის აქ რა უნდა.

განა ასე მოეწონა ლუის შეხება რომ მზად არის მასთან სრულიად უმიზეზოდ მივიდეს?

ლუის ტუჩებს მხარზე გრძნობს, სხეულიდან ჟაკეტს ნელა აშორებს და სახეს ისევ ოლივიას ყელში მალავს.

ყრუ კვნესა დასცდა გოგონას ბაგეებს რამაც ლუიზე უფრო დიდი გავლენა იქონია და სხეულში წარმოქმნილი იმპულსის გამო ოლივიას ყელში კოცნა დაუტოვა.

- ლუი.. _ ოდნავ წამოიკვნესა ოლივიამ _ ხომ იცი აქ რატომაც ვარ?

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now