ზოდიაქო : სხვა

448 46 66
                                    

დაკითხვის ოთახში ზეინი მარტოდ მარტო ზის.

ჯერ კიდევ ვერ გაანალიზა ის თუ რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა აქ, ან ვის გამო აკეთებდა ამას.

ჰელენი?

თავისი გრძნობები?

თუ არის კიდევ სხვა რამ რის გამოც არაერთი სიცოცხლე შეიწირა.

მთელი დღის განმავლობაში მასთან ხან ნაილი ხან დევიდი მიდიოდა და ერთიდაიმავე შეკითხვებით კიდევ უფრო მეტად აგიჟებდნენ მას.

იცოდა რაც ჩაიდინა

იცოდა რაც გაუკეთა სრულიად უდანაშაულო ადამიანს.

გოგონას რომელიც მას მიენდო

მასთან იმაზე სასტიკი იყო ვიდრე ვინმესთან ოდესმე.

იმის გარდა რომ რამდენჯერმე გააუპატიურა სცემა კიდეც.

მაგრამ არის რაღაც რაც აწუხებს.

მართალია ბუნდოვნად მაგრამ ახსოვს რომ იმ ოთახში მარტო არ იყო.

კიდევ იყო ვიღაც.

უყურებდა მას თუ როგორ ექცეოდა უდანაშაულო ქალს.

არაფერს აკეთებდა, უბრალოდ იდგა და სანახაობით ტკბებოდა.

უკვე გვიანი იყო.

ყველა მშვიდად იყო იმ იმედით რომ მკვლელი დააკავეს.

დევიდის კაბინეტში შეკრებილებმა მთელი საღამო სიჩუმეში გაატარეს ექსპერტის დასკვნის მოლოდინში.

- მკვლელი დავიჭირეთ _ სიჩუმე ჰელენმა დაარღვია _ იმ პატიმარს რას უზამთ... ლუის?!

იკითხა და ნაილს გახედა.

- ლუის დევნა არაფერს მოგვცემს, არასოდეს იზამს ისეთ რამეს რაც ჩვენ დაგვაზარალებს.

დარწმუნებით თქვა ნაილმა.

- ცოტა ფსიქოპატია _ ჩაილაპარაკა ოლივიამ და ოთახში სიარული განაგრძო.

ლუის ხსენებამ მას წინა ღამე გაახსენა და სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now