გადის დღეები
კვირები
თვეები
ზოდიაქო დავიწყებას ეძლევა
მაგრამ არა ყველასთვის.
თოვლიან ბალახზე თეთრი ვარდებით საფლავებს შორის გოგონა იკვლევს გზას.
ერთ ერთ საფლავთან ჩერდება.
საფლავის ქვას ეხება და ღრმად სუნთქავს.- მაპატიე ზეინ. _ ხმადაბლა ამბობს ჰელენი და რამდენიმე ცრემლი მის ლოყებზე იკვლევს გზას.
ზეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე გავიდა, უკვე ზამთარიც მალე გაივლის ჰელენი კი აქ ყოველ კვირას მოდის. თავს დამნაშავედ გრძნობს მაგრამ არის კიდევ რაღაც.
რა არის ეს?
მას შემდეგ რაც მას ბრალი დასდეს ნაილმა ლუკასი წაიყვანა.
ზეინის სიკვდილის შემდეგ კი საქმე დაიხურა რადგან ის იყო ერთადერთი ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რა თქმა უნდა ჰელენის შემდეგ.ზეინის სიკვდილის მერე მკვლელობები შეწყდა.
ოლივიამ კი მხოლოდ ჰელენს უთხრა ნამდვილი მკვლელის ვინაობა.
ყველაფერი თითქმის დალაგდა, სარას ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დასდეს და დააკავეს, დევიდმა კო თანამდებობა დატოვა, მიუხედავად იმისა რომ ქალაქში სიმშვიდეა ჰელენი მაინც არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
იცის რომ ადრე თუ გვიან ლიამი დაბრუნდება, ის მათ თავს არ დაანებებს.
მაგრამ რას დაუშავებს?
ლიამი ხომ მის გვერდით იყო, მას შემდეგ რაც ლუკასი დაიბადა, მასზე ზრუნავდა მაგრამ ჰელენი ვერასდროს იფიქრებდა რომ ლიამი ამ ზღვარს მიაღწევდა.
ის ხომ ასეთი კეთილი და მომთმენი იყო, ყოველთვის ესმოდა მისი და ეხმარებოდა როცა ჰელენს სჭირდებოდა.
ჰელენმა დაკარგა შვილი რომელიც ფსიქოპატი მკვლელისგან ჰყავს.
ბევრი ფიქრობდა რომ ლუკასის დაბადება შეცდომა იყო თუმცა ჰელენსეს წამითაც კი არ უფიქრია.
YOU ARE READING
13 Z O D I A C 🔞
Fanficსასტიკი მკვლელი 'ცამეტი' რომელიც ქალაქს შიშის ზარს სცემდა წლების შემდეგ ისევ უბრუნდება თავის საქმიანობას ?! ❗❗❗❗❗❗❗ გაფრთხილება ❗❗❗❗❗❗❗❗ "" 13-ის მეორე ნაწილი, რომელშიც იმაზე მეტი ძალადობა და უსამართლობა იქნება ვიდრე პირველ ნაწილში, ასე რომ არ თქვ...