* * *

1.3K 87 0
                                    

ერთი წლის წინ:
თეჰიონის pov:
  "* * *" სამი ფიფქი."* * *" სამი ფიფქი ნეტავ ვინ უნდა იყოს.ფიქრები არ მასვენებს მთელი დღეა მასზე ვფიქრობ.
_"მომენატრე"?
  ვინ უნდა იყოს? მას ვიცნობ?მაგრამ მე არავინ მყავს,ვის უნდა მონატრებოდა ობოლი ბავშვი, რომელსაც არავინ ჰყავს?ნეტავ ისევ მომწერს?

სახლში როგორც კი მივედი საფოსტო ყუთი შევამოწმე. წერილი ისევ მივიღე "* * *" სამი ფიფქისგან ვერ მოვითბინე სახლში ავვარდი და მაშინვე გავხსენი.

წერილი:
"გამარჯობა,ალბათ არც კი გახსოვარ.მაგრამ მე ძალიან მომენატრე.დღე არ გასულა შენზე, რომ არ მეფიქრა.ალბათ დაგაბნიე ჩემი წინა წერილით.დიდხანს ვყოყმანობდი მომეწერა თუ არა,შენც ძვლივს გიპოვე.გამბედაობა არ მეყო, რომ პირდაპირ შეგხვედროდი.ვიცი, გიყვარს იდუმალი რაღაცები.ასე, რომ ეს ყველაზე კარგი იდეა იყო რაც კი მომივიდა.ბევრს არ ვილაყბებ.იმედი მაქვს გაგახსენდება პატარა ბიჭი,ბავშვთა სახლიდან,შავი თმითა და ორი დიდი კიკინით, რადგან მე მართლაც ძალიან მომენატრე"

პატარა ბიჭი ორი დიდი კიკინით ბავშვთა სახლიდან?
_ჯონგუკ?
ჯონგუკი ნამდვილად ისაა.მისი შავი კიკინები დღემდე მახსოვს.მისი სურნელი,რაღაც საოცრება იყო.მისი ნახვა მინდა,მინდა ვნახო როგორ გაიზარდა.ის პატარა, ცანცარა, საყვარელი ბავშვი,რომელიც სულ იღიმოდა და კუდში დამყვებოდა.ყველაფერს მიჯერებდა, თუნდაც ტყუილებს.ჩემთან რამდენჯერმე ეძინა რადგან ეშინოდა და მას ვუყვარვარ?ჯანდაბაა...ჯანდაბა არა ისიც გეია?მე ეს მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გავაანალიზე.ის აუცილებლად უნდა ვნახო.ჩემი გრძნობები უნდა ვუთხრა.
როგორ ვნახო?უნდა მივწერო მაგრამ...რა მივწერო?
ბარათი გადმოვიღე.დაახლოებით ხუთი წუთი  მაგიდაზე სახით დამხობილი ვიყავი,როცა მოლბერტს გავხედე და დავწერე ის რაც პირველად მომაფიქრდა.

წერილი:
"შენი დახატვა მსურს"

წერილი უცნობისგან                                                 (დასრულებული)Where stories live. Discover now