* * *

1.2K 83 0
                                    

ერთი წლის წინ:
  თეჰიონის pov:
ჯონგუკი,ჯონგუკი,ჯონგუკი.ვერ ვიძინებ.გამუდმებით ამ სახელს ვიმეორებ.ათასობით ფიქრი მიტრიალებს თავში,მასთან დაკავშირებული.ნეტავ როგორია,ისევ პატარა და საყვარელია?ან იქნებ გაიზარდა და დაიკუნთა. წლები გავიდა ის ხომ კაცია.რომ არ მოვეწონო?იქნებ აღარ მოგვეწონოს ერთმანეთი.ეს შიში მკლავს.გამუდმებით თავში მიტრიალებს და მოსვენების საშვალებას არ მაძლევს.იქნებ სულ არ დამთანხმდეს,ან შეეშინდეს.საათს დავხედე, დილის 6 საათი იყო. მზე უკვე ამოსვლას იწყებდა და ფანჯრიდანაც ნელ-ნელა შემოდიოდა მისი სხივები.ჩიტები აჭიკჭიკდნენ,როგორც ჩვევიათ ხოლმე,გაზაფხულზე.მიყვარს ეს დრო,თითქოს ყველაფერი ცოცხლდება.მეც ასე ვარ, თითქოს ჯონგუკის სახელის გაგონებამ სიცოცხლე კვლავ დამიბრუნა,მიძინებული გული ააძგერა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნა.
   თვალს ვახელ.საათს ვნახულობ,11 საათია. ჩამძინებია,თვალებს ვისრეს და საწოლიდან ვდგები.
  ჯონგუკი.ჯანდაბა დამავიწყდა.სწრაფად გარეთ გავრბივარ, რომ საფოსტო ყუთი შევამოწმო.კიბეები როგორ გავიარე არც კი მახსოვს,ისე სწრაფად ავღმოჩნდი საფოსტო ყუთთან.ხელი კანკალით გავწიე.თვალები დავხუჭე და საფოსტო ყუთი გამოვაღე.თვალები ნელა გავახილე, ჯერ შევიხედე, შემდეგ ხელი შევყავი და კარგად დავათვალიერე.არაფერი დამხვდა.ჯონგუკს არ მოუწერია.
   არაუშავს ალბათ მერე მოვა წერილი,ან არ ჩქარობს პასუხს.დაიცადე თეჰიონ ყველაფერი რიგზეა,ის მოვა, აუცილებლად მოვა,ვაწყნარებდი ჩემს თავს,თუმცა, ეს საერთოდ არ მშველოდა.
   სახლისკენ დანაღვლიანებული მივდიოდი როცა სახლის მეპატრონეს შევეჩეხე.
  _რა მოხდა თეჰიონ ფერი არ გადევს(ჰარა(სახლის მეპატრონე)
_ ამმ,წერილი ხომარ გინახავთ საფოსტო ყუთში?(მე)უხერხულად შევიშმუშნე და თავი მოვიფხანე.
_არა უნდა მოგწერონ?(ჰარა)ღმერთო ეს ქალი,რა ჩაკირკიტება იცის,ჭორიკანა.გავიფიქრე, მაგრამ თავი დავუქნიე.
_კი,თუ ნახავთ დამიძახეთ(მე) წამოვედი მის პასუხს არ დავლოდებივარ.თავი მომაბეზრა უკვე.
სახლში ავედი და გაუსწორებელ საწოლში ისევ შევგორდი.შემდეგ ზურგით დავწექი და ჭერში ყურება დავიწყე.რატომ ჯონგუკ?სად ხარ?ჩემთან შეხვედრა არ გინდა?
  ისევ ეს აზრები ჯანდაბა თავი ამტკივდა უკვე.ვდგები და სააბაზანოში შევდივარ.
ერთი საათის შემდეგ იქედან მხოლოდ ხალათის ამარა გამოვედი.ჩაცმა დამეზარა,მაინც სულ მარტო ვარ.ყავისთვის წყალი დავადგი და საჭმლის კეთება დავიწყე.უბრალოდ რამიონს გავიკეთებ სხვა რამის კეთება მაინც არ ვიცი.მუსიკა ჩავრთე, ხან ვცეკვავდი,ხან ვღიღინებდი.ყავის ჭიქით ხელში.სიმართლე გითხრათ ჯონგუკი სულ გადამავიწყდა...
   კარზე ზარია.ალბათ წერილი მოვიდა და მეპატრონემ ამომიტანა.გავიფიქრე და სწრაფად გავიქევი კარისაკენ.არც შემიმოწმებია ისე გავაღე.
მეპატრონე ქალის მაგივრად ხელში ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი შემჩა.ჩემზე ოდნავ დაბალი,გრძელი თმა აქვს და ულამაზესი შავი თვალები,რომელიც თითქოს სიყვარულით მიცქერენ.მანაც ზუსტად ისე ინტერესით ამათვალიერ ჩამათვალიერა როგორც მე.ღმერთო, თითქოს კარგ ფორმაში ვიყო.ხალათის ამარა გაბუძგული სველი თმით და ყავის ჭიქით ხელში.კარში როდემდე უნდა ვიდგეთ,გავიფიქრე და ბიჭს ვუთხარი.
_გამარჯობა?ვინ ხართ?(მე)
_ამმ...მე...მე...ჯონგუკი ვარ ჰიანგ(ჯონგუკი)

წერილი უცნობისგან                                                 (დასრულებული)Where stories live. Discover now