* * *

1K 58 5
                                    

ერთი წლის წინ:
  ჯონგუკის pov:
თვალებს ვახელ.ვხედავ,თეჰიონის ლამაზ პატარა სახეს,რომელზეც მზის სხივები ეფინება და ამ სცენაზე ავტომატურად მეღიმება.მისკენ ვიწევი და სახეზე ნაზად ვეფერები.მის ლამაზ კულულებს ვეთამაშები.თვალს ახელს და მიღიმის.
_დილა მშვიდობისა,პატარა ვარსკვლავო(თეჰიონი)
ჩემსკენ იწევა და შუბლზე ნაზად მკოცნის.
_დილა მშვიდობისა,ჰიანგ(მე)
თეჰიონი ჩემსკენ იწევა და მიხუტებს.თავი მის მკერდზე მიდევს.ძალიან ბედნიერი ვარ.თავს დაცულად ვგრძნობ.ყველაფერი მავიწყდება როცა მასთან ვარ,თითქოს სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყო.თითქოს არცერთი პრობლემა არ მქონდეს.მაგრამ მეშინია,მეშინია, რომ ამ სიზმრიდან გამოფხიზლება მომიწევს.მეშინია,რომ ერთხელ ისევ რეალურ სამყაროში მომიწევს გაღვიძება.მინდა,სამუდამოდ გაგრძელდეს.მინდა,სამუდამოდ თეჰიონის მკლავებში ვიყო.მინდა, ყოველთვის მასთან გავიღვიძო.მინდა, ვუყვარდე,სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდე...ცრემლი ჩამომივარდა და თეჰიონის მკერდზე დაეცა.ვერ შევიკავე.ვცდილობდი,მაგრამ მაინც ამეტირა.სწრაფად მოვიწმინდე,მაგრამ თეჰიონმა შეამჩნია და ჩამომხედა.
_ტირი?რა გჭირს?(თეჰიონი)
_მიყვარხარ თეჰიონ,დამპირდი დამპირდი,რომ სულ ჩემთან იქნები დამპირდი,რომ არ გამიბრაზდები და არ შემიძულებ(მე)
_რა სისულელეა.რატომ უნდა შეგიძულო?მეც მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები და გპირდები, რომ ამას ვერაფერი შეცვლის(თეჰიონი)თეჰიონის სიტყვებმა დამამშვიდეს,წეხანდელი ფიქრები გამიქარწყლეს.
თეჰიონს ვუღიმი,ნაზად ვკოცნი ტუჩზე და ვდგები.
საუზმე უნდა მოვამზადო თორემ ეს არაფრის გამკეთებელია.შიშველი სხეულის დასაფარად,მხოლოდ თეჰიონის თეთრ პერანგს მოვკიდე ხელი და მოვიცვი.უკნიდან მწველი მზერა ვიგრძენი,როცა შიშველი ავდექი,თუმცა დავაიგნორე და სამზარეულოსკენ წავედი.
   შუა კეთების პროცესში ვიყავიზ როცა უკნიდან თბილი შეხება ვიგრძენი.თეჰიონი ნაზად მეფერებოდა.ცხვირით ჩემს კისერში ღრმად სუნთქავდა,ხანაც მკოცნიდა.
_ჩემო სიცოცხლევ(თეჰიონი)
_დამაცადე საჭმლის გაკეთება(მე)გაბრაზებულმა,ბუზღუნით ვუთხარი.უარი არ ესიამოვნა.უფრო მიმიკრა სხეულზე, რის გამოც ჩემი შიშველი უკანალი მის ორგანოს მიეხეთქა.ნაზად ამოვიკვნესე და ჩემი საქმე განვაგრძე,რთული იყო,მაგრამ არ ვნებდებოდი.ერთი ხელით უკანალზე მეფერებოდა,მეორეთი კი მკერდზე.ვერაფრით გავაჩერე,ერთხელ ტაფაც ვუთავაზე.
  სუფრა გავაწყვე.თეჰიონი ძვლივს მოვიგლიჯე სხეულიდან,რომ სუფრას შემოვსხდომოდით.ჩემი კალთაში ჩასმა და ისე ჭამა სურდა.
_ყველაფერი ძალიან გემრიელია,ანუ მზარეული ნამდვილად შენ იქნები, როცა დავქორწინდებით(თეჰიონი)ამ ირონიულად გადაკრულმა ერთმა სიტყვამ თითქოს სხეულში ყველაფერი ჩამწყვიტა.გულმა ცემა შეწყვიტა.თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერი გაჩერდა.ვეღარც მომღიმარ თეჰიონს ვხედავდი.მეტირებოდა, მეტირებოდა,საშინლად მეტირებოდა.მინდოდა მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო.მინდოდა მისთვის მეთქვა,მაგრამ არ შემეძლო.ვერ გაუძლებდა ჯობდა მარტო გადამეტან ეს ტკივილი და მას ტკბილად ეცხოვრა ჩემთან, თუნდაც დაშორებამდე.მინდა ეს რამდენიმე დღე ბედნიერი იყოს.
_ჯონგუკ...ჯონგუკ,კარგად ხარ?(თეჰიონი)
_რაა...ხო კი კარგად ვარ(მე)
_რამდენიმე წუთია გეძახი(თეჰიონი)
_ქორწილი,რომ თქვი გამეხარდა და ჩვენს მომავალზე დავფიქრდი,ამას მართლა შევძლებთ?(მე)
_შევძლებთ პატარავ,ჩვენ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვიქნებით(თეჰიონი)ისეთი შეგრძნება მჩებოდა თითქოს თავისი სიტყვების თვითონაც არ სწამდა.
_თუ დაასრულე,ავალაგოთ და ვიბანაოთ(თეჰიონი)
_ამმ...ერთად?(მე)
_ხო რა იყო,რამე უნახავი დამჩა და გრცხვენია?(თეჰიონი) დამპალი...
  სუფრა ავალაგეთ.თეჰიონმა ხელი ჩამკიდა და სააბაზანოსკენ წამიყვანა.რამდენჯერმე გავჩერდი.რამაც თეჰიონის გაბრაზება გამოიწვია.ხელი გამიშვა,დოინჯები შემოირტყა და ტუჩი წინ გამოსწია.სიცილი დავიწყე.
_რა საყვარელი ხარ(მე)ამაზე უფრო გაბრაზდა.ჩემს ფეხებთან სწრაფად დაიხარა და ბეჭზე გადამიკიდა.ერთი ორი უკანალზეც შემომარტყა,სანამ სააბაზანომდე მიმიყვამდა.მე,რა თქმა უნდა,ხელებს ვურტყავდი.
ჩვენი ჩხუბი დამთავრდა.თეჰიონმა პერანგი გამხადა და სააბაზანოში ჩამსვა.წყალი მოუშვა.თვითონაც გაიხადა და ჩემს უკან მოთავსთდა.ფეხები ფართოდ გამაშლევინა და თავისები ჩემსაში ახლართა.მეც მივენდე.თავი მის ფართო მკერდზე მივდე და გავინაბე.თეჰიონმა ჩემი დაბანა დაიწყო ,ჯერ თმის,ნაზად ეხებოდა ჩემს თავის კანს.მისი შამპუნის სუნი ვიცანი თავზე ასეთივე ასდიოდა.შემდეგ ტანზე გადავიდა.ინტიმურ ადგილებს არ ეხებოდა რაც შეღავათი იყო.თეჰიონმა ჩემი გაქაფვა,რომ დაასრულა მოვტრიალდი,ჩემი დაჭერა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.წყლით თამაში გადავეყვიტე.ისე გადავიწიე მისკენ თითქოს კოცნას ვაპირები.ისიც მოიწია,წყალს ხელი დავარტყი  და ამოისხა.მე გავიწიე,თეჰიონს კი სახეში მიესხა.სიცილი დავიწყე, ძალიან ხმამაღლა ვიცინოდი.
_ოჰჰ შე ცუღლუტო,მაგ კოცნას მაინც მივიღებ(თეჰიონი)თქვა გაბრაზებულმა თეჰიონმა დ ჩემსკენ წამოვიდა.ეცინებოდა.ხელები ჩემს უკან მოათავს და მაკოცა...ცოტა ხანში ისევ უკან გაიწია და წყალი ამომასხა.
ჩვენი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა.თუმცა,საბოლოოდ მივხვდით,რომ ბავშვები არ ვართ და წყლიდან ამოვედით.
  წასასვლელად მოვემზადე.მეტი დრო აღარ მქონდა დღეს მამამ ჩემი და ელენას პაემანი დაგეგმა.
_უნდა წავიდე თეჰიონ(მე)თეჰიონი აივანზე იდგა და პირსახოცებს ფენდა.თავისი საქმე,რომ დაასრულა შემოვიდა.
_ვერ გაგიშვებ.მინდა სულ ჩემთან იყო(თეჰიონი)მითხრა და მომეკრო.
_საქმე,რომ არ მქონდეს არ წავიდოდი,მაგრამ მამა გაბრაზდება(მე)
_კარგი,იცოდე ხვალ ისევ მოხვალ(თეჰიონი)თავი დავუქნიე და კარისკენ წავედი.ნაზი კოცნა მაჩუქა სანამ გამივიდოდი და თავზეც მომეფერა.
კარის ზღუდეს გადმოვაბიჯე თუ არა რეალურ სამყაროში დავბრუნდი.ცივ სამყაროში.სადაც პრობლემების გარდა არაფერია.ელენა,მამა,თეჰიონი ეს სამი ადამიანი მუდმივად ჩემს ტვინში ტრიალებდა და მოსვენების საშვალებას არ მაძლევდა.მამას ამას ვერ გავუკეთებ,მაგრამ ვერც თეჰიონს ვერ ვატკენ გულს.
არ ვიცი რა გავაკეთო...

წერილი უცნობისგან                                                 (დასრულებული)Where stories live. Discover now