* * *

747 62 0
                                    

ახლანდელი დრო:
თეჰიონის pov:
მიუხედავად იმისა,რომ ერთი წელი გავიდა.ჯონგუკის მონატრება მკლავს,მანადგურებს.ხანდახან თითქოს ფიქრები მასზე სადღაც ჩაილექება,მაგრამ შემდეგ ისევ მტკივნეულად მახსენებს თავს.მეგონა შევძლებდი,მეგონა გადავლახავდი და დავივიწყებდი,მაგრამ ვერ შევძელი ძალა არ მეყო.იაპონიაში გავფრინდი.თითქოს დამავიწყდა, მაგრამ დაბრუნებისთანავე ამ პატარა ყუთმა ყველაფერი შემახსენა.ისევ ისე მტკივა როგორც ერთი წლის წინ,თითქოს ახლახანს მოხდა.
   ჯონგუკის უკანასკნელი წერილები აღარ წამიკითხავს.აღარ მინდოდა,ეს კიდევ უფრო მტკენდა.მათ არ ვკითხულობდი,ერთ დღეს კი უბრალოდ შეწყვიტა მათი გამოგზავნა.
ახლახანს წაკითხულმა ჯონგუკის უკანასკნელმა წერილმა ყველაფერი შესცვალა.გონება გამინათდა.ისევ დამიბრუნა ბედნიერება.მაგრამ მაინც ისევ შევძლებთ ბედნიერები ვიყოთ?თუ ისევ დამაგვიანდა?
   ჯონგუკის უკანასკნელი წერილი:
"გამარჯობა თეჰიონ.პირველ რიგში გეტყვი,რომ ეს ჩემი უკანასკნელი წერილია და მეტს აღარ გამოვგზავნი,რადგან პასუხებს არ ვიღებ.
  ყველაფერი ისე შეიცვალა,შეიძლება ძალიან გაგიკვირდეს,მაგრამ მე და ელენა არ დავქორწინებულვართ.მამამისმა გადაიფიქრა და სხვას გააყოლა ცოლად.ჩვენ გავკოტრდით.დედაჩემი და მამაჩემი ჩინეთში წავიდნენ სამუშოდ.მაგრამ მე დავჩი ისევ ველი,რომ ერთად ვიქნებით.ისევ ისე მიყვარხარ და რომ არ მოგატყუო შენს გამო დავჩი.არ ვიცი ეს ფუჭი ოცნებაა თუ არა,მაგრამ თუ ამ წერილს წაიკითხავ.იქნებ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა.მე შენ დაგელოდები თეჰიონ...
სიყვარულით შენი "პატარა ვარსკვლავი"

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.სიბნელეში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე მიმეწერა.და მაინც თუ ეს შანსია ღმერთო გთხოვ მოგვეცი უფლება ბედნიერები ვიყოთ.მოლბერტსა და დაუსრულებელ ნახატს გავხედე,წერილი გადმოვიღე და ჯონგუკს მივწერე.

წერილი:
"შენი ნახატი არ დავასრულოთ?"

წერილი უცნობისგან                                                 (დასრულებული)Where stories live. Discover now