* * *

1.5K 87 6
                                    

     ჯონგუკის pov:
_არა თეჰიონ... არა თეჰიონ...არა...
გავიღვიძე ისევ იგივე სიზმარი ვხედავ მას.ჩემს სიყვარულს,თეჰიონს.ვხედავ,როგორ ტრიალდება და მიდის.ვხედავ, მის თვალებს, რომლებიც,ძველებურად აღარ მიყურებენ.საშინლად ცივ თვალებს,რომლებიც,თითქოს მეუბნება"მეზიზღები,ჯონგუკ".
  ჩემი ბრალია.ყველაფერი ჩემი ბრალია...
ერთი წელი გავიდა.ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მოსუწერია.ჩემთვის კი ყველაფერი მოკვდა.ცხოვრებამ აზრი დაკარგა,მის გარეშე.არ უნდა გამეშვა,არ უნდა მიმეცა მისთვის წასვლის საშვალება.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა გავაანალიზე, რომ დებილივით ჭერს მივჩერებოდი.ოთახს თვალი მოვავლე,აქეთ-იქით დაყრილი ნოტები და ტანსაცმელი,ჩამოფარებული ფარდები.როიალი,რომელზედაც საუკუნის მტვერი დევს.ცრემლები მოვიწმინდე და ისევ თბილ საბანში გავეხვიე.მას შემდეგ არ დამიკრავს რაც თეჰიონს დავშორდი.ერთი წელი გავიდა,მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს ის წვიმიანი დღე, როცა თეჰიონის სურნელი ბოლოჯერ შევისუნთქე.

წერილი უცნობისგან                                                 (დასრულებული)Where stories live. Discover now