- აღარასდროს შემეხო - ხელები კრა , მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა ჰარის მყარი სხეული. საკუთარ უსუსურობაზე ნერვები მოეშალა .
- ევა , პატარავ .. - თითებით შეუმშრალა ნამიანი ლოყები და ლამაზი ნაკვთები შეუთვალიერა .
- ამას არ ვიმსახურებ .. - პატარა ბავშვივით გააქნია ჰარის ხელებში მოქცეული სახე და აწითლებული ტუჩებიც ბავშვივით გამობურცა - აღარც ევა დამიძახო ..
- ნუ ბავშვობ , შენ ჩემი ევა ხარ - ლოყაზე მიაკრა ტუჩები და მისი სურნელი შეისუნთქა - სულ იქნები ...
- სხვა გიყვარს .. და ახლა ღალატობ .. და მე ვინ ვარ საერთოდ - თმებში შეიცურა თითები , თითქოს საბოლოოდ გამოერკვა აგონიიდან და გონებამაც სწრაფად დაიწყო მუშაობა - ხელები გამიშვი ..
- უბრალოდ დაბნეული ვარ .. - მხარზე ჩამოადო თავი და ტუჩებიც მიაკრა . სხეულის საპასუხო რეაქციაზე გაეღიმა - შენ სულ მიგებდი ევა , ახლაც გამიგე - მისი სურნელით გაბრუებულმა ამოთქვა .
- ეს არასწორია .. გამართლება არ აქვს .. არ მინდა ამის გაგება და არც ის მინდა გამომიყენო - მხარზე ჩამოდებულ თმებში შეუცურა თითები და კულულებით თამაში დაიწყო .
- აქ არ უნდა ჩამოვსულიყავი - თავისთვის ამოთქვა და ევას შეკრული სუნთქვაც იგრძნო . მოდუნებულს ადვილად კრა ხელი და შესასვლელისკენ დაიძრა . სწრაფად აედევნა უკან და მარტივი მოძრაობით აიკრა სხეულზე - ევა არ მინდოდა ..
- ჩვენ დავსრულდით ჰარი ! მაშინ როცა აქედან წახვედი და წარსულის ნანგრევებში ქექვას მოეშვი ! დახმარება გინდოდა ? მიიღე ! - ხელი კრა მკერდზე და მოიშორა - არაფერია დასაბნევი , არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს და შეეგუე! - კიდევ ერთხელ დაარტყა მკერდზე და სწრაფი ნაბიჯით შევიდა შენობაში .
ამჯერად , მის ნაბიჯებს არც არავინ ასდევნებია .სუნთქვაშეკრულს კლუბის დამხუთავ გარემოზე უსიამოვნოდ გასცრა სხეულში .
მშვენივრად იცოდა სასმლით არცერთი პრობლემის მოგვარება რომ არ შეიძლებოდა , მაგრამ შემთვრალ გონებას ვერაფერს უხერხებდა . ალბათ რომ დაფიქრებულიყო გაგიჟდებოდა კიდეც . არ ჰგავდა მისი საქციელები ჩვეულებრივს და ფხიზელს აშკარად შეახსენებდა სინდისი ამას . თუმცა სიფხიზლემდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო .
![](https://img.wattpad.com/cover/268711449-288-k492859.jpg)
YOU ARE READING
ყოფილი
Short Storyხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...