ბარის დახლზე ათამაშებულ თითებს დაჰყურებდა და ყოფილი ცოლის ცივი ხმა ყელში უჭერდა საცეცებს . მხარზე აცეკვებული ფალანგები ცდუნების საწამლავს ნელ-ნელა უვრცელებდა სხეულში .
ვისკში შერეულ ყინულს დააკვირდა , თანდათან რომ კარგავდნენ ფორმას და ისე ერეოდნენ ახალ სითხეს საკუთარ რაობას ივიწყებდნენ .
ასეთი იყო ადამიანიც ? ალბათ , ჰგავდა . ისიც ხომ სოციუმში მოხვედრისას , ბრბოსთან გაიგივებული ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავდა საკუთარ პიროვნებას .
- ეს ქალი მაგარი კა*პაა - უკმაყოფილოდ ამოაბრუნა ტუჩები ქერათმიანმა და მკერდით მიეკრა მხარზე . ირონიულად ამოიფრუტუნა გაუგებარი სიტყვები ჰარიმ და ვისკი მოსვა.
- შენზე მეტი ? - ისე მოულოდნელად გაისმა ქალის დამცინავი ხმა , ხველება აუტყდა თვალებგაფართოებულს .
- როგორ ბედავ !
- მარტივად , მითუმეტეს იმის გათალისწინებით რომ კაცი რომელიც გვერდით გიზის ჩემი ყოფილი საქმროა .. და იმ ქალის ქმარი შენ რომ თვალში არ მოგდის - ინტერესით მომზირალ ბარმენს გახედა და შეკვეთა მისცა. ჰარის რომელიც მის თვალიერებაში იყო გართული ზედაც არ უყურებდა და კეკლუცად უღიმოდა მისით მოხიბლულ ბარისტას .
- აქ რატომ ხარ ბრია ?
- ჟურნალისტი ვარ , ჰარი .. სადაც ახალი ინფორმაციაა , მეც იქ ვარ - ისე მოსვა სითხე თვალი არ მოუშორებია ცისფერთვალება ბიჭისთვის . იცოდა ამით აღიზიანებდა და იწვევდა მწვანეთვალებას - თან წარმოიდგინე შენი ყოფილი ცოლი და საცოლე ერთ ჭერ ქვეშ , ერთმანეთის პირისპირ .. სკანდალია ! - აღფრთოვანებულმა ამოთქვა და სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე იკბინა .
- ჰარი , ეს ქალი ..
- შენ კიდევ აქ ხარ ? - ცივი მზერით გადმოხედა ჯერ კიდევ ჰარის ხელზე მოთავსებულ თითებს . არ უნდოდა , ამითვის არ იყო მაგრამ გრძნობა რომელიც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა უსიამოვნო ტალღებს უვრცელებდა სხეულში .
![](https://img.wattpad.com/cover/268711449-288-k492859.jpg)
YOU ARE READING
ყოფილი
Nouvellesხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...