ისევ ლიფტის კართან იდგა , ამჯერად სახლში ბრუნდებოდა გრეიფუტების გარეშე და სუნთქვას აყოლებდა თითოეულ აკრძალულ ემოციას .
მხრით ჰარის მხარს ეხებოდა და თინეიჯერი გოგოსავით უჩქარდებოდა აღელვებულს გული .
სიჩუმეს არცერთი არღვევდა .
თითქოს , ორივე საკუთარ ფიქრებში გაჭედილიყო და ამას ჰარის მკლავებში მოქცეული ჩაძინებული იზაბელაც უწყობდა ხელს .
- როდის ვილაპარაკებთ , ევა ?
- რაზე ? - ვითომ არაფერიო ისე გახედა და ლიფტში შევიდა .
- იმაზე რაც მითხარი .
- რისი მოსმენა გინდა ? - ნერვებმოშლილმა რამდენჯერმე დააჭირა ღილაკს ხელი და ლიფტის დახურვაც შეყოვნდა .
- რაც უკვე მითხარი .
- არ იცი რომ მიყვარხარ ? ჩემი შვილის მამა ხარ სხვა თუ არაფერი - ჯიუტად იყურებოდა ღია სივრცისკენ . სებასტიანის გამოსახულება რომ დალანდა მუხლებში სისუსტეც იგრძნო ჰარის მოსალოდნელი რეაქციის გამო .
- ევა , შემომხედე - ნაზად მოკიდა ლოყაზე ხელები და მისკენ გაახედინა . რაღაც პანიკის მაგვარი რომ დაინახა თავიდან გაუკრვიდა , მაგრამ შემდეგ ლიფტში შემოსულმა პიროვნებამ მაშინვე აპოვნინა ახსნა , მთელი სხეული დაეჭიმა და ეჭვიანობას რომელიც მთელ გულს უღრნიდა ვერაფერი მოუხერხა .
- გამარჯობა - აშკარად დაიბნა ჰარის დანახვისას სებასტიანი , მაგრამ ირონია არ დაუკარგავს. ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი . ეტყობოდა კიდეც , როგორ ართობდა შექმნილი სიტუაცია - როგორ ხარ ეველინ?
- გამარჯობა - ლოყებაწითლებულმა გახედა , დაჟინებულ მზერას გრძნობდა რაც მთელს სხეულს უღელვებდა - კარგად , შენ როგორ ხარ ?
- კარგად ..საყვარელია - ბავშვზე მიუთითა ევას და მტრულად მომზირალ ჰარის გახედა . მის მზერაზე ჩაიცინა - ცუდად დავიწყეთ .
YOU ARE READING
ყოფილი
Short Storyხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...