- აქ რას აკეთებ ? - მაგიდას დაეყრდნო სიმყარის შესანარჩუნებლად და დამცინავად მომზირალს დააკვირდა .
- არ მიყვარს როცა ჩემს მომავალს , ჩემს გარეშე წყვეტენ ! - ფეხი ფეხზე გადაიდო და ვიწრო ქვედაბოლოც უფრო დაშორდა მუხლებს - სასმელი გაქვს ?
- ახლა არ არის შესაფერისი დრო ..
- ჩემს საქმროსთან იწექი და შესაფერის დროს შენ არ უნდა არჩევდე მგონი !
- ბრია , მომისმინე ..- ყელში ჩაუწყდა მომავალი სიტყვები სინათლე წამიერმა სიბნელემ რომ შთანთქა და გამოსახულების აღქმაც გაძნელდა .
- ეს რა .. - ფეხზე წამოდგა დამფრთხალი ბრიაც და ეველინთან მანძილი შეამცირა .
- აქაა - აკანკალებულმა ამოთქვა და ტელეფონი გაანათა რაიმე ნივთის მოსაძებნად რაც თავდაცვაში დაეხმარებოდა .
- რას აკეთებ ? თუ კი მძარცველია წესით პოლიციაში უნდა ვრეკავდეთ იცი ? - გაფართოებული თვალებით უმზერდა და ჟღალთმიანისგან მომავალი შიში მის სხეულშიც მყარად იდგამდა ფესვებს . ევამ გატეხილი ნამსხვრევებიდან ერთ-ერთი თითებში მოიქცია და ადრენალინის გამო გამოჟონილი სისხლის წვეთებიც ვერ აღიქვა.
- ვერ მოასწრებენ ...კიდევ უნდა მოვძებნოთ რამე ..- ყურადღება არ მიუქცევია დაბნეული ბრიასთვის კარისკენ შებრუნდა და მოულოდნელობისგან ტელეფონი გაუვარდა ხელიდან .
იატაკზე დაშვებულმა სინათლემ სიბნელის ხორცხშესხმულ ბოროტებას სხივები შესძინა და ასახული კონტური თვალსაჩინო გახადა .
მოულოდნელობისგან წამოიყვირა და ვერც გააცნობიერა როდის დანამა სახე მისმა ცრემლებმა . ოდნავ დამფრთხალ , მტრულად მომზირალ ბრიას გახედა მათ სხეულებს შორის მანძილი რომ შეემცირებინა და შესაშური სიმშვიდით უმზერდა დამხვდურს .
- ეს ვიღა ჯანდაბაა ? - გვერდულად გადახედა გაფითრებულს და თვალი ისევ გამოსახულებას გაუსწორა .
YOU ARE READING
ყოფილი
Krótkie Opowiadaniaხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...