წამლების სუნით დამძიმებულს , მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა . სხეული რაღაც საშინელს გლოვობდა და თვალების დახუჭვისას მასში კიდევ ერთი ნაწილი კვდებოდა .
ვერც გაიაზრა როგორ ჩაავლეს ხელი და კედელს მიახეთქეს . ცეცხლში ჩაკარგულ ყავისფერ თვალებს და მის გაბრაზებულ სიტყვებსაც შორიდან აღიქვამდა. მუშტი რომ მოუქნია თავის შეკავებაც კი ვერ შეძლო . არ ადარდებდა , სადღაც უწონადობას შორის გაჭედილს მისი სხეულიც დაეტოვებინა და გაფუჭებული ფირივით ატრიალებდა განვლილს გონებაში .
დაჭრილი ცხოველივით იღრიალა გონებაში კვლავ რომ გაისმა ანინეს " ჩემი შვილი" .
რაღაც ჩაწყდა .
რაღაცას გამოემშვიდობა . რაღაცამ დატოვა .საყრდენად ქცეული ხელები რომ მოშორდნენ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა , ვერც გახეთქილი ტუჩი და გაწითლებული თვალი აღიქვა .
სინდისის ქენჯნა ყველაზე დიდი განაჩენია დაკარგული სულისთვის . ცხოვრების ყველაზე მწარე შურისძიება .
რაღაცამ მოაფხიზლა , რაღაც უფრო დიდი ტკივილი აღიქვა .
მის გვერდით მუხლებზე ჩამომდგარ ქალს გახედა და მისი მდგომარეობის გააზრებისას დანაწევრდა . ხელები რომ მოხვია და ბავშვივით მიიკრა გატყდა .
იცოდა არ ჰქონდა ასე ყოფნის უფლება .
იმდენი გამბედაობაც არ ჰქონდა ქალისთვის ეპასუხა მე ვარ თქვენი შვილის ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზიო ..
არაფერი ჰქონდა .ნუგეშის ერთადერთი ძალაც რომ გამოეცალა ხელიდან , იმ კაცს გახედა რომლის ქალიშვილთანაც ყველაზე მეტი დააშავა .
ხელი რომ ჩაავლო და ფეხზე დააყენა მიხვდა , იცოდა დამნაშავე თავად რომ იყო . ჯეისონი არ იყო კაცი რომელიც მარტივად აპატიებდა .
ჯერ კიდევ ელოდებიდა მის შეცდომას და ქალიშვილის სახლში დაბრუნებას .- აზრზე მოდი - კედელს მიაყდნო და თვალებში ჩახედა - ფეხზე რომ დადგები პასუხს ჩემი ქალიშვილის გამო მერე მოგთხოვ ! შემომხედე - სახეზე წაუჭირა ხელები და შეანჯღრია - ახლა რომ დანებდე სამუდამოდ შეგიძულებს - განგაშივით გაისმა მისი სიტყვები .
![](https://img.wattpad.com/cover/268711449-288-k492859.jpg)
YOU ARE READING
ყოფილი
Storie breviხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...