მძიმედ სუნთქავდა და ფანჯრის მინაზე ჩამოშვებულ წვეთებს თვალებს აყოლებდა . საშინელი სიმარტოვისა და უსუსურობის შეგრძნება არ ტოვებდა . საკუთარი თავის მიმართ ზიზღსაც გრძნობდა .
უნდოდა რამე დაემსხვრია , ეყვირა , შინაგანი ტკივილი გამოეთავისუფლებინა მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა . იცოდა აზრი არ ჰქონდა , მაინც ვერ დაიცლებოდა .
პალატის კარის ხმაზე არ განძრეულა , თავად მოუტანა შემოსულმა გრილი წვიმის სურნელი და აკანკალებული ნაბიჯებით დაიძრა მისკენ .
თავიდან ყოყმანობდა , ვერ გაეგო მოეხვია თუ არა საწოლში მყოფისთვის ხელები , მაგრამ შემდეგ განვლილმა წლებმა და სულიერმა კავშირმა სიმამაცე მისცა .
ნაზად შემოაჭდო თითები და გაზაფხულივით გაუვრცელა სითბო სხეულში .
ახლადამოსული ყვავილებივით აყვავდა თანადგომა კლერის სულში და პატარა ბავშვივით ატირდა მეგობრის მკლავებში .
- არ შემეძლო .. - განწირულ ამოხავლებას უფრო გავდა ძვლივს ამოთქმული სიტყვები - ჩემი შვილი .. ჩემი ..
- სულ შენთან იქნება ..
- ჩემი შვილი მოვკალი ამაზე უარესს რას გამაკეთებინებენ ? - მჭიდროდ ჩასჭიდა თითები და ბგერებს ამოაყოლა განცდილი ტკივილი . დამამშვიდებელის მოქმედებამ და ემოციურმა ფონმა მალევე წაართვა ძალა ქალს და მეგობრის მკლავებში ჩაძინებული გადაეშვა მორფეოსის სამყაროში .
ნელა დაატარებდა ფალანგებს სახეზე და ცრემლებს უშრობდა მეგობარს . კარის ხმაზე სებასტიანს გახედა და წამოიწია .
- როგორაა ? - მწვანე თვალებს ვერ აშორებდა ქალს და მზერით ეფერებოდა შორიდან .
- არვიცი ამას როგორ გადაიტანს .. სიტყვებიც არ მაქვს .. არაფერი მაქვს რომ დავამშვიდო .. - თვალები აემღვრა და კარს ჩაეჭიდა .
- მასთან ხარ და ეს საკმარისზე მეტია .
- შენ როგორ ხარ ?

YOU ARE READING
ყოფილი
Short Storyხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებზე შერჩენილი ლაიმის წვეთები ნელა გაილოკა და თვალები დახუჭა . - ამის დედაც .. - ოდნავ ამოიღრინა ჰარიმ და მისკენ მიიზიდა . უხეშად აამოძრავა მ...