Good moments...💭

172 8 5
                                    

წინასწარ გეტყვით ფიკი არის მძაფრი წასაკითხი, მორალი კი აქვს ის, რომ კარგი მომენტები, რომლებიც გადაგვხდენია და ჩვენს გონებაში არიან აუცილებელია, ზოგჯერ გადამრჩენელიც კი.
რადგან სწორედ მათ გამო ღირს ცხოვრება.

----
აბაზანაში ვდგავარ, სარკის წინ.
ეს კედლები ძალიან ცივია.
ისევე როგორც ჩემი სხეული, ვუყურებ საკუთარ ანარეკლს და მეშინია.
ჩემი თავის მეშინია ცხოვრებაში პირველად.
ჩაშავებული ,ამოღამებული თვალები, რომლებშიც ცრემლები დაშრნენ.
გალურჯებული ,ზუსტად ჩემივე სვიტრის ფერი ტუჩები.
აწეწილი თმა, აკანკალებული ხელები და გაყინული მზერა.
გონებაში რამდენიმე საშინელი კადრი მოძრაობს გამუდმებით, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა  ,რომ მინდა სამართებელს,რომელიც ვენასთან მაქვს მიტანილი მთელი ძალით ჩავაჭირო ხელი.
რა იქნება მერე?
მიპოვნიან გარდაცვლილს და რა..ვის დასწყდება გული?
დრო გადის სანამ მე ასე ვდგავარ და ისევ ის კადრები მიტრიალებენ გონებაში.
***
"საღამო იყო, ჩემი ველოსიპედით ვსეირნობდი როგორც ყოველთვის, ერთიდა იგივე გზას გავდიოდი და შინ ზუსტად ათ საათზე ვბრუნდებოდი.
ახლა ღამის პირველი საათია.
და მე ალბათ სულ რაღაც 20წუთია ვდგავარ სარკის წინ.
მე მარტო ვარ, არავინ მყავს,მეურვეები რომლებიც ვერ მიტანენ, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, რომლებთაგანაც ზოგი ნარკოტიკზეა შემჯდარი, ზოგი პურის ფულს მეძავეობით შოულობს.
მაგრამ არასდროს ავყოლილვარ მათ.
დღეს კი მათზე  მეტად ბინძური მგონია თავი.
მივდიოდი ჩემთვის ველოსიპედით ,უკვე შებინდებული იყო, ნაცნობ ქუჩებს მივუყვებოდი, როცა შევნიშნე მანქანა,რომელიც უკან მომყვებოდა.
წყეული შავი მანქანა, ფარებ ანთებული.
სიჩქარეს მოვუმატე, სუნთქვა გამიხშირდა, შიშმა შემიპყრო, ვცდილობდი იმ მომენტში კარგ რაღაცაზე  მეფიქრა, თუმცა კარგი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა.
იქნებ ამას გადავერჩინე.
უფრო ვუმატე სიჩქარეს  როცა მანქანა გვერდით ამომიდგა, ვცდილობდი არ გამეხედა, "არ გაიხედო ემა, არ გაიხედო"...ვეუბნებოდი ჩემს თავს.
და მაინც, ჩემი მზერა მის თვალებს შეხვდა.
მის მრისხანე, ჩაშავებულ თვალებს.
მშიერი ცხოველის მზერა ჰქონდა, საშიში და მუქი თვალებით.
კანკალმა ამიტანა, ფეხებს ვეღარ ვიმორჩინებდი,ის კი იცინოდა,იცოდა მალე დავიღლებოდი და დინჯად მომყვებოდა მანქანით.
მობილური ამოვიღე ჯიბიდან და სწორედ ამ დროს გააჩერა წყეული მანქანა ჩემს წინ.
მაშინ მივხვდი, რომ ხვალ დილით გარდაცვლილი გოგონას სხეულს იპოვნიდნენ და ეს გოგო მე ვიქნებოდი.
ხშირად მსმენია მეგობრებისგან აქ მოსიარულე "პედოფილ ნაბიჭვრებზე", მაგრამ ამ მომენტამდე ჩემი თავი ძლიერი მეგონა.
ვცდებოდი.
და ამიტომაც ვყვები ამ ისტორიას, მინდა თქვენ მაინც გქონდეთ ძალა და არა ილუზიები, რომ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ , ეს სამყარო უამრავი ნაგავითაა სავსე ,რომლებისთვისაც ბუნკერიც კი არაფერია.
მანქანიდან წამებში გადმოვიდა , მე გავრბოდი, გავრბოდი ქოშინით, რაც კი შემეძლო სწრაფად, უკვე დაღლილი ფეხებით...
მეშინოდა, ვტიროდი და უკან მიხედვაშიც კი არ ვკარგავდი დროს, ამ სირბილში ვერც კი გავიაზრე ისე აღმოვჩნდი შუაგულ ტყეში, სადაც არანაირი დასახლება არ იყო.
ბნელ ტყეში ვიყავი, უამრავ ხეს შორის და ერთადერთი რაც შემეძლო დამალვა იყო, მაგრამ ის ჩემს უკან იდგა.მისი სუნთქვა მესმოდა.
-ტყუილად იღლი თავს გოგონა- მისი ხმა ექოდ გაისმა, გული შემეკუმშა, თვალები ერთმანეთს დავაჭირე და უხმოდ გადმომცვივდა ცრემლები.
დაბლა დავიხედე, ხის ტოტი შევამჩნიე,რომელსაც წვეტი ჰქონდა, რამდენჯერმე წარმოვიდგინე როგორ ჩავარჭობდი თვალში ,თუმცა რთული აღმოჩნდა ჩანაფიქრის განხორიციელება.
უშედეგოდ...მის მკლავებში აღმოვჩნდი, ხელები რაღაც თოკით შემიკრა, ღრიალი მოვრთე, ფეხებს ვიქნევდი, ძალა მელეოდა...
პირი ამიკრა და მხოლოდ თვალების გახელა შემეძლო, მიწაზე ვიწექი და ნაწვიმარი ბალახის სუნს ვგრძნობდი.
ჩემთან დაიხარა და თავისი ბინძური ტუჩები მომაწება ყელზე.
ავკანკალდი, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, შიშთან ერთად ზიზღს ვგრძნობდი და ყველაფერ ცუდს რაც კი შეიძლება იგრძნოს ადამიანმა.
ვიცოდი ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი მეკივლა.
მოულოდნელად ხელში ამიყვანა  რაც კი ძალა მქონდა ვცდილობდი თავი გამენთავისუფლებინა..თუმცა უშედეგოდ  ჩემზე ხუთჯერ ძლიერი მკლავები ჰქონდა.
მანქანაში ჩამსვა.
-მოისვენე კახპავ, თორემ აქვე დაგაჭედებ ტყვიას შუბლში-იარაღი ამითამაშა და საფეთქელთან შემახო.
ცრემლები მდიოდა და ვეღარაფერზე ვფიქრობდი.
იმ არაკაცმა გამაშიშვლა..
და მეხებოდა, თავისი ბინძური ხელებით.
ყველაზე სუსტ არსებად, არარაობად ვგრძნობდი თავს.
ვცდილობდი მისი სახე დამემახსოვრებინა,რომელიც ნიღბის გამო არ ჩანდა, ძალიან ვცდილობდი რომ თუკი ცოცხალი გადავრჩებოდი პასუხი  ეგო.
მტკენდა, უხეში იყო.
მციოდა და სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ის კი განაგრძობდა ჩემს შეხებას და პირუტყვივით იქცეოდა.
-ნაზი ხარ,მომწონს..-მიჩურჩულებდა ყურში.
არ ჩერდებოდა.
მინდოდა მალე დასრულებულიყო ეს, თვალებს ვეღარ ვახელდი ტკივილისგან.
ცრემლებისგან დაცლილი, ძალაგამოლეული , ჩალურჯებული სხეულით დამტოვა რომელიღაც ხესთან, ხელებ შეკრული...
მინდოდა მოვეკალი.
-კარგი იყავი პატარავ, იცოდე თუ ვინმესთან რამე წამოგცდება შემდეგში აუცილებლად მიიღებ ტყვიას შუბლში.
რამდენიმე წამში მისი გამოსახულება ბუნდოვანი გახდა, ბოლოს საერთოდ ვეღარ ვხედავდი, მანქანის ხმა გავიგე და გავითიშე.
თვალები რომ გავახილე შუაღამე  იყო, მეუცხოვა , ის გარემო სადაც ვიყავი,ბალახის სუნიც, ცაზე ვარსკვლავებიც, ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, აღარაფერი მელამაზებოდა.თითქოს ხელახლა დავიბადე და ვგრძნობდი რომ სასტიკ სამყაროში მოვხვდი.
ხელებს დავხედე, რომლებიც მთლიანად დალურჯებული მქონდა, იქვე ახლოს შუშის ბოთლის ნამსხვრევები შევამჩნიე, დიდი წვალების შემდეგ ხელები გავიხსენი, ძალას ძლივს ვატანდი...
ცოცხალი ვიყავი, მაგრამ ეს არ მეგონა რეალური, მე მკვდარი უნდა ვყოფილიყავი.
პირიდან სახვევი მოვიხსენი, თუმცა ვერცერთი სიტყვა ვერ ვთქვი, ხმა არ მქონდა..
ბოლოს ფეხებიც გავინთავისუფლე და დაღლილი ხეს მივეყუდე.
რამდენიმე წამი ვცდილობდი ძალების აღდგენას, მივხვდი აქ ჯდომაში დამათენდებოდა და ის პირუტყვი შესაძლოა ისევ გამოჩენილიყო.
არც კი მახსოვს როგორ წამოვდექი და გზამდე მივხოხდი, შემდეგ გამვლელ მანქანებს ვუქნევდი ხელს და ერთმაადამიანმა გამიჩერა.
შუა ხნის ქალი იყო."
-ღმერთო ჩემო რა გჭირს ,კარგად ხარ?-მეკითხებოდა ის..წყალი მომაწოდა და მაშინვე დავლიე-გოგონა, რა მოხდა?
ვერ ვიღებდი ხმას.
-ახლავე საავადმყოფოში წავალთ.
ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო უკვე.
დიდ თეთრ შენობასთან გავჩერდით ,თვალებში ისევ დამიბნელდა, ვეღარ ვსუნთქავდი, მახსოვს როგორ გადმოვედი მანქანიდან და იქვე ჩავიკეცე.
გონს რომ მოვედი ექთანი მადგა თავზე და ის კეთილი ქალი აქ რომ მომიყვანა.
ქალს თბილად გავუღიმე.
ექთანმა მთავარ ექიმს დაუძადა და ათასი კითხვა მომაყარეს, თუმცა ხმას ისევ ვერ ვიღებდი.
არ მინდოდა არაფრის თქმა
არც კი მქონდაამის ძალა..
-კარგი დაისვენოს და შემდეგ გავაგრძელოთ-უთხრა ექიმმა ექთანს და ორივე გავიდნენ.
მედა ის ქალი დავრჩით.
-შვილო, მართალია არ გიცნობ, მაგრამ ასეთს რომ გიყურებ გული მტკივა, შენხელა შვილიშვილი მყავს და ...იქნებ მითხრა რა მოგივიდა? რა მოხდა?
ხელზე ხელი დავუდე და ისევ გავუღიმე.
-საუბარი არ შეგიძლია?
თავი გავაქნიე.
-აი ,კალამი და ფურცელი გამომართვი, ჩემი ნუ შეგეშინდება, შეგიძლია მენდო, გპირდები კარგად იქნები.
თვალებიდან ამდენი ხნის შემდეგ რამდენიმე ცრემლი გადმომცვივდა.
კალამს და ფურცელს დავხედე , შემდეგ ქალს დავუწერე ჩემი სახელი,ის რომ მარტო ყოფნა და დაძინება მერჩივნა ,რომ არ ენერვიულა .
მითხრა მოსაცდელში დაგელოდებიო, ჩემდა გასაკვირად შუბლზე მაკოცა, საბანი გამისწორა და პალატიდან გავიდა.
მე კი დრო ვიხელთე, ყველაფერი დავწერე, კაცის აღნაგობაც შეძლებისდაგვარად, ყველა დეტალი რაც მახსოვდა, შემდეგ ძლივს წამოვდექი, ძალაგამოცლილი და ამ ცივ სააბაზანოში შემოვედი.
ვდგავარ ახლა სამართეებლით ხელში და ვფიქრობ, რომ ასე ჯობს, მე არავინ მყავს, ვინც სახლში მისულს მხარში დამიდგება და გამიგებს.
მე გამკიცხავენ, ჩემი მეურვეები, რომლებიც პატარაობიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე.
ჩემი მეგობრებიც ვერაფერს იღონებენ.
ვის რაში უნდა გამოვადგე?!
ან რა არის ჩემი ცხოვრება?
ანარეკლს კიდევ ერთხელ ვუყურებ, შემსეგ სამართებელს და ნელ-ნელა ვაჭერ ხელს, კანში ჩადის და იქედან ბროწეულისფერი სისხლი ამოდის,ტკივილს ვგრძნობ ,რომელიც არაფერია იმ ტკივილთან შედარებით რაც მომაყენეს.
თვალებს ერთმანეთს ვაჭერ და კიდევ უფრო ღრმად ჩავდივარ სამართებლით კანში.
რამდენიმე წამში ძლიერ თავბრუს ხვევას ვგრძნობ, ჩემს ხელს ვუყურებ, ცისფერი სვიტრი წითელი სისხლითაა შეღებილი, სისხლის გუბე დგას ძირსაც.
გამოსახულება ბუნდოვანი ხდება.
თვალები მეხუჭება.
პულსი მინელდება, გულისცემის დაბალი ხმა ყურებში მესმის.
და ახლა , როცა თვალებს ვხუჭავ გონებაში მიტივტივდება ცხოვრების ერთადერთი კარგი მომენტი, ის ქალი,რომელმაც ჩემი გადარჩენა სცადა,რომელმაც საბანი გამისწორა, სულ ცოტა სითბო მაჩუქა, მხოლოდ ის მახსოვს...
რა იქნებოდა მეტი კარგი მომენტი რომ მქონოდა გასახსენებელი?
იქნებ გადავერჩინე...
უცნაური შეგრძნება მეუფლება.
სხეული მიმძიმდება და მოწყვეყით ვეცემი ცივ იატაკზე.
თვალებიდან ბოლო რამდენიმე ცრემლი მომდის, შემდეგ კი ისმის  ქალის განწირული კივილი და ყველაფერი შავდება.
მე გარდავიცვალე.
-----
Vote არდაგავიწყდეთ

1108word.
ძალიან დიდხანს ვწერდი..❤

ImaginesWhere stories live. Discover now