Fall morning🍂🍁(1)

12 1 4
                                    

შემოდგომის სუსხიანი, ცივი დილაა.
მის ხელების სითბოს მკვეთრად ვგრძნობ, ჩემს წელზე მოხვეულს.
ფანჯრიდან ფერადი ფოთლები მოჩანს, აქა-იქ მიმოფანტული.
ვიზმორები და მისკენ ვბრუნდები,მშვიდად სძინავს...
ლოყაზე ვკოცნი,შემდეგ თვალის უპეებზე და ძლიერად ვეხუტები.
ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია მის გვერდით გაღვიძებაზე.იმაზე,რომ პირველი,გაღვიძებისთანავე საყვარელი ადამიანის სახე დამენახა და არა თეთრი ჭერი.
უცნაურად მშვიდი დილაა.
მის სუთქვის ხმას ვუსმენ, საბანს ვუსწორებ და ახლა ორივე გახვეულები ვართ რბილ, თბილ ქსოვილში.
თვალებს ნელ-ნელა ახელს და მაშინვე იღიმის,როგორც კი მხედავს.
-ისევ ადრე გაგეღვიძა პრინცესავ?-მეკითხება და ყურზე თმას მიწევს.
-ხო, იმდენად მიჩვეული ვარ რომ უქმე დღეებზეც ასე ადრე მეღვიძება.
-ცოტა ხანს ვიწვეთ, მინდა ასე გიყურო...შემდეგ კი რაღაც გეგმები გვაქვს.
-რა გეგმები?
-ვიფიქრე გავისეირნებდით და ცხელ შოკოლადს დავლევდით.
ყოველთვის ვვოცნებობდი რომ ურთიერთობაში მყოლოდა პარტნიორი,რომელიც ოდნავ მაინც ემსგავსებოდა წიგნების ან ფილმის იდეალურ მამრებს... მაგრამ ის ბევრად უკეთესია. ყოველთვის იცის რა გამიხარდება.
-კარგი იდეაა-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
მკლავები ძლიერად მომხვია და თვალებში ჩამხედა.
რამდენიმე დღით მოვწყდით ქალაქს და ტყის კოტეჯში ვატარებთ დროს, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ვგრძნობ როგორ აცურებს ხელს წელიდან დაბლა და საჯდომზე მეხება, თან ეშმაკურად მიღიმის.
-რაიმე გინდა?-ვეკითხები,ისე თითქოს არ ვიცოდე.
-ვფიქრობ რომ კი.
-და რა?
-მინდა რომ მთლიანად შეგიგრძნო.
-ამისთვის ნებართვა გჭირდება?
-სულაც არა, ამიტომ..-ყელში ტუჩებს მაწებებს და ნაზად მკოცნის.
მისი კოცნა ახლა განსაკუთრებით ფაქიზი და ვნებიანია.
თვალები მეხუჭება და ბოლომდე შევიგრძნობ ამ სიამოვნებას. პარალელურად კი თმაზე ვეფერები.
საჯდომზე ხელს მიჭერს,რაზეც კვნესა მხდება.
მოსწონს,რომ ჩემზე ასე ზემოქმედებს. მე კი მომწონს,რომ შეუძლია გამაგიჟოს და ამ სამყაროს მომწყვიტოს.
კოცნას აღრმავებს,უკვე ვგრძნობ,რომ კანი მეწვის.
მის ზემოდან ვექცევი და ახლა მე ვკოცნი ვნებიანად,სახეზე,ყელში..ის კი საჯდომა ჯიუტად არ უშვებს ხელს.
საღამურს სწრაფად მხდის და ახლა ის ექცევა ჩემს ზემოდან.
-დილაადრიანაც კი როგორი ლამაზი ხარ,ნეტავ იცოდე.
-ამბობენ რომ ბედნიერი ქალები ლამაზი ქალები არიან.
-ფაქტი სახეზეა.
მკოცნის და საცვალსაც მხდის, თავად კი უკვე შიშველია. მისი სასქესო ორგანო ფეხებს შორის მედება და სახეზე მთლიანად ვწითლდები. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ისეთივე რეაქციები მაქვს,როგორც პირველ ჯერზე.
-ლი, ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ანდრო.
თავიდან ცოტათი მაწვალებს, შემდეგ კი მოულოდნელად შემოდის ჩემში.ერთბაშად ვგრძნობ ტკივილს და სიამოვნებას.
მის ყურთან ვკვნესი და ეს უფრო მეტად უბიძგებს იმისკენ,რომ თავისი ძალები გამოამჟღავნოს.
ნელ-ნელა ტემოს უსწრაფებს, სიამოვნებისგან ვითიშები,მაგრამ ბიძგები საშუალებას არ მაძლევს მოვდუნდე.
წამებში მუცელზე მაწვენს და ახლა ასე აგრძელებს ჩემში შემოსვლას.
მის თითებს ვუყურებ,ცალი ხელით კისერზე მეჭიდება, ცერა თითს პირში ვიდებ და ვცდილობ თვალებში ვუყურო. ვიცი,რომ ეს აღაგზნებს.
თამამდება და უფრო ძლიერად მავსებს,მეც უფრო ხმამაღლა ვკვნესი.
-მიდი პატარავ,ვერავინ გაიგებს-მეუბნება და უფრო ხმამაღლა ვკვნესი.
-გიჟი ხარ-მეცინება და შემდეგ ისევ კვნესას ვაგრძელებ.
მეც ძლიერად ვეხეთქები და ვგრძნობ,მალე პიკს მივაღწევ.
-ცოტაცც-ვყვირი და თავს ბალიშში ვრგავ.
უფრო უხეში ხდება, საჯდომზე მირტყამს და ღრმად შემოდის ჩემში.
-მტკივა..
ვგრძნობ როგორ ვაღწევ პიკს,ისიც ჩემგან გამოდის და მისი რეაქციებით ვხვდები,რომ თავადაც გაათავა.
-ბოდიში თუ ძალიან გატკინე-მეუბნება და ლოყაზე მეფერება.
-არც ისე ძალიან.
-საუკეთესო ხარ ლი-ზურგზე მკოცნის.
-შენც ანდრო-ვხვნეში და საწოლზე მთლიანი ტანით ვეშვები.
ცოტა ხანში ორივე ვთანხმდებით,რომ ერთად მივიღებთ შხაპს და ასეც ვიქცევით.
როცა ერთად ვართ შხაპს მარტო არასდროს ვიღებ.
ცხელი წყლის წვეთები სხეულზე საშინლად მსიამოვნებს.ისევე როგორც მას.
მეფერება და თან მბანს,მე კი მას ვქაფავ.
ბოლოს ტუჩებში მკოცნის და მეხუტება, შემდეგ კი პირსახოცში პატარა ბავშვივით მახვევს და ასე გავდივართ აბაზანიდან.
-ჩავიცვათ და აქვე ერთ კაფეში წავიდეთ, საუკეთესო ცხელი შოკოლადი აქვთ.
-წავიდეთ-ვუთხარი ღიმილიანი სახით.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
-ანდრო.
-გისმენ.
-ნამდვილად გამიმართლა შენში.
-ეს მე გამიმართლა პრინცესავ,რომ
მყავხარ.-ამჯერად შუბლზე მკოცნის-ჩემი ფეხსაცმელები მისაღებშია,არა?
-კი,იქ არის.
-წავალ,ჩავიცვამ,იქ დაგელოდები.
ოთახიდან გადის,მე კი ჩემს სამოსს ვიცვამ და ვემზადები.
უკვე გასვლას ვაპირებ როდესაც საწოლზე დადებულ მის მობილურს ვამჩნევ, ვიღებ რომ წავუღო, რა დროსაც შეტყობინება მოდის უცხო ნომრისგან.
"როდის ბრუნდებით?ოდნავადაც არ მოგენატრე?"
სახიდან ფერი გადამდის და ხელი მიკანკალებს...
—-
მეორე ნაწილსაც მალე დავდებ👀🍁

ImaginesWhere stories live. Discover now