კლუბიდან ვბრუნდებით ,მანქანაში ვსხედვართ და წვიმიან გზას მივუყვებით, ჩვენი საყვარელი მუსიკის ფონზე-
ცალი ხელი ჩემს ბარძაყზე უდევს და ცერა თითით ნელა მეფერება.
მომწონს მისი ყურება მაშინაც კი როდესაც მთელი ყურადღება გზისკენ აქვს მიმართული.
საჭეს პროფესიონალივით ამოძრავებს.
მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლებს ვხედავ როდესაც თავს ჩემსკენ აბრუნებს და მიღიმის.
ცალი ხელით მის შავ, ფაფუკ ,საშუალო ზომის თმას ვეხები და თითებს ვხლართავ, ვიცი რომ სიამოვნებს როცა ასე ვაკეთებ.
ტუჩებს ილოკავს და კმაყოფილი მიღიმის.
მოულოდნელად ჩემს მხარეს არსებულ ფანჯარას დაბლა წევს და წვიმის წვეთები სხეულზე მხვდებიიან, ორივე ვიცინით, მისკენ უფრო ახლოს ვიწევი და ლოყაზე მოწყვეტით ვკოცნი.
ჩვენ არ ვართ შეყვარებულები, არ დაგვირქმევია ურთიერთობისთვის სახელი, თუმცა ეს საჭირო არც არის. უბრალოდ ვგრძნობ რომ ჩემი ადამიანია და დარწმუნებული ვარ ისიც ასე ფიქრობს.
-დღესაც ულამაზესი იყავი,ისევე როგორც ყოველთვის.
-ანუ მოგეწონა ჩემი კაბა რომელსაც ერთი კვირა ვარჩევდი -ვიცინი.
-ყველაფერს იხდენ ლი-მეღიმება როცა ასე მომმართავს,-ულამაზესი ხარ ამ კაბაში, ვაღიარებ ცოტა ეგოისტურად ვიქცეოდი კლუბში, რადგან ვხედავდი როგორ გიყურებდა ყველა მამრი ღიმილით.
-უნდა მიეჩვიო-ჩავიცინე და თმა ავუჩეჩე.
მოულოდნელად მანქანა გააჩერა.
-რატომ გავჩერდით?
-უნდა მივეჩვიო?
-ჰმ-ჩამეცინა მის ასეთ რეაქციაზე,- არ უნდა ღიზიანდებოდე როცა უცხო მამრები მიყურებენ, პასუხს ვერ მოსთხოვ, ამის უფლება არც გაქვს..
-გეყოს,თორემ ვატყობ ძალიან გავბრაზდები, მე ყველაფრის უფლება მაქვს.
-თავადაც იცი რომ ასე არაა.
-რატომ? იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული არ გქვია?
-უბრალოდ წავიდეთ.
-არსად წავალთ, მინდა რომ მიპასუხო...თვლი რომ არ უნდა ვღიზიანდბოდე?
ისეთი საყვარელი იყო როცა ასე აკვირდებოდა ჩემს თითოეულ სიტყვას...მგრძნობიარე და ეჭვიანი, პატარა ბავშვივით რომელსაც სასურველი სათამაშო არ უყიდეს.
მის თაფლისფერ თვალებს ეტყობოდათ იმედგაცრუების პატარა ლაქები ჩემი სიტყვების გამო.
მართალია... ჩემი შეყვარებული არ არის, თუმცა აქვს უფლება იეჭვიანოს ასეთ მომენტებში და ამასვერ გააკონტროლებს.
არ ვიცოდი რა მეპასუხა, დავიბენი და თავი დავხარე,შემდეგ კი უბრალოდ მისკენ მივიწიე და რაც ძალა მქონდა მოვეხვიე.
თავი კისერში ჩამირგო,ღრმას ვსუნთქავდით, ხარბად ვისუნთქავდი მისი ოდეკოლონის სუნს, ზურგზე მისი თითები ვიგრძენი ,როგორ მედერებოდნენ, გავინაბე და სხეული მოვადუნე.
-უბრალოდ ზოგჯერ საკუთარ თავზე ვბრაზობ, მინდა რომ არავის მივცე უფლება შენთან მოახლოვების.
-მე არავინ მინდა, ეს ხომ იცი.
-ვიცი.
-კარგია-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-მეორე ლოყა?
მეორე ლოყაზეც ვაკოცე.. მუსიკა დამთავრდა და ახლა მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა არღვევდა სიჩუმეს.
-ჩვენს ხის სახლში წავიდეთ?-მკითხა მან.
-წავიდეთ.
მე და დემე თხუთმეტი წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, თავიდან საუკეთეესო მეგობრები ვიყავით და ნელ-ნელა ეერთმანეთისადმი სიმპათიები გაგვიჩნდა, ხის სახლი თხუთმეტი წლის ასაკში მაჩვენა ,მითხრა რომ როცა მოწყენილი იყო იქ მიდიოდა და იმის შემდეგ მეც ხშირად დავდიოდი.
ბევრჯერ ერთმანეთსაც გადავყრილვართ და ერთად გაგვიითენებია.
მანქაა გაჩერდა და წვიმის მიუხედავად მაშინვეგადმოვედი, მთლიიანად გალუმპულები შევედით ჩვენს საყვარელ პატარა ხის სახლში, სადაც ხის ავეჯი იდგა, მხოლოდ ერთი საწოლი და პატარა მაგიდა, კედელზე თაროებიც მივაშენეთ ,თუმცა ჩამონგრეულა..
-მომნატრებია აქაურობა.
-მეც-დავეთანხმე და საწოლზე ჩამოვჯექი.
-მოიცადე..-პატარა კომოდიი გამოაღო და იქედან ღვინის ბოთლი აიღო, გამიკვირდა.
-ეს როდის იყიდე?
-ძველია, მაგრამ დაძველებული ღვინო უფრო გემრიელია ხომ იცი.
-რათქმაუნდა , ჭიქებიი?
-არ გვაქვს-მხრები აიჩეჩა.
-რიგრიგობით დავლევთ.
სმა დავიწყეთ და ხასიათზე მოვედით, ერთად ვიწექით გვერდიგვერდ, ის ჩემს სველ თმას ეთამაშებოდა მე კი მის თითებს, ორივე ვდუმდით.
-ლილე არ ვიცი რა გაქვს ასეთი, არ შემიძლია შენსგარდა სხვაზე ფიქრი.
-მეც იგივეს თქმა შემიძლია შენზე.
-ეს ნორმალურია?
-მგონი კი-ჩავიცინე და მისკენ გადავბრუნდი.
-ღვინო აღარ არის ხომ?
-არა.
-შენს ტუჩებზე დარჩენილა ცოტა-ეშმაკურად ჩაიცინა.
ტუჩები გავილოკე და გავიღიმე.
ჩემსკენ მოიწია უფრო ახლოს და ცხვირი ცხვირზე მომადო, გული ამიჩქარდა.
მის ხელზე ჩემი თმისსამაგრი შევნიშნე, რომელიც ადრე ვაჩუქე.
-ეს კიდევგქვს?
-რათქმაუნდა..ლილე
-გისმენ დემე.
ლოყაზე მომეფერა და ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სახეს შეისწავლიდა.
-ვიცეკვოთ.
-ახლა? თავბრუ მეხვევა-გავეკრიჭე.
-ცოტაახანს, მოდი-ადგა და ხელები ჩამკიდა, შემდეგ კი წყნარი მუსიკა ჩართო და ცეკვა დავიწყეთ, მის მხარზე მედო თავი და ლამის მიმეძინა, ის კი ნელა ირხეოდა.
ხელი ჩემს წელზე მოეხვია და ცდილობდა მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ჩემთან.
-ახლა დამეძინება-ვთქვი და თვალები დავხუჭე.
-დაგეძინოს.. მე კი მძინარეს გიყურებ და დავტკბები.
-როგორც ყოველთვის.
-თუმცა არც ისე ხშირად.
-ხო...
თვალებს ვახელ, ისჩემს გვერდით წევს და ძინავს, მეკი ფეხი მის წელზე მაქვს მოხვეული და მასთან ძალიან ახლოს ვარ.
ვცდილობ ფეხი ჩუმად გადავდო თუმცა ღრმად სუნთქავს და შემდეგ თვალებს ახელს.
-გაიღვიძე პრინცესავ?
-კი.
-ჯერ კიდევ ღამეა, დაიძინე.
-ვეღარ ვიძინებ დემე.
-ზღაპრის მოყოლას ნუ მთხოვ-ადრე ვთხოვდი ხოლმე.
-არ მინდა ზღაპარი.
თავი ძალიან ახლოს მოაქვს ჩემს სახესთან და ყურთან მკოცნის.
-ასე რატომ აკეთებ.
-უცბად მომინდა მეკოცნა.
-უცნაურია.
-სულაც არა.
-კარავი გავაკეთოთ!-ასე ვეძახდი როცა თავზე გადასაფარებელს ვიფარებდით.
ჩაეცინა და თავი დამიქნია, საბაანი გადავიფარეთ და შიგნით მობილურის ფანარი ჩავრთეთ..
სუსტ განათებაშიც კარგად ვხედავდი მის ლამაზ ნაკვთებს და შევსებულ ტუჩებს.
მოულოდნელად მოიწია , ახლოს მიმიზიდადა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყნენ.
ეს იყო ყველაზე სათუთი და ამაღელვებელი გრძნოვა რაც კი აქამდე განმიცდია, მან პირველად მაკოცა და აქამდე არც არავის უკოცნია.რამდენიმე წამი ვიყავით ასე შემდეგ კი უკან გავწიე თავი და თვალები ავარიდე, მან გაიღიმა და ხელით სახეზე მომეფერა.
-ბოდიში თუ გეწყინა ლი, დავივიწყოთ.
-კარგი.
კარგი? ამას ვერასდროა დავივიწყებ...
წამით სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ერთდროულად შევხედეთ ერთმანეთს და სულელებივით სიცილი დავიწყეთ.
-რაო? დავივიწყოთო?-თქვა და უფრო ახლოა მოიწია, მთელი სახე დამიკოცნა და ისევ ტუჩებს დააცხრა-არასდროს-ამოიბუტბუტა და თმაში შემიცურა ხელები.
-არასდროს.
-მინდა რომ დღეიდან ჩემი გერქვას და ეს ხის სახლი მხოლოს ჩვენი იქნება.
-მეც იგივე მოთხოვნა მაქვს-ვუთხარი და კისერზე მოვეხვიე.
-მიღებულია მის.
-ძალიან კარგი.
საბანში გავეხვიეთ და ასე დაგვეძინა.
-----
Vote vote vote 😊😁❤საშემოდგომო საყვარლობა იმეჯინი გამოვიდა მგონი😊
YOU ARE READING
Imagines
Fanfictionაქ დაიდება იმეჯინები,(მოკლე მოთხრობები),სხვადასხვა სტილის და ჟანრის.❤💫