მობილურს ვაწვდი თუ არა ქურთუკის ჯიბეში დებს, წინ მიმიძღვის ღიმილიანი სახით და მანქანაში ვსხდებით.
ჯანდაბა. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს.
ვფიქრობ ვკითხო თუ არა რაიმე, რა მოვიმოქმედო, ამდენი ფიქრისგან კი ვღიზიანდები.
-ლი რაიმე მოხდა?
-არაფერი,თავი მტკივა ოდნავ.
-დარწმუნებული ხარ? მოდი წამალი ვიყიდოთ, წესით აქვე აფთიაქი უნდა იყოს.
-არ მინდა.
-არ გინდა?რატომ მპასუხობ ასე ცივად?-თან საჭეს მართავს და ცდილობს გზას და მე ერთდროულად გვიყუროს.
მობილურის ხმა ისმის და კიდევ ერთი შეტყობინება მოსდის. ეკრანს უყურებს თუ არა სახეზე წითლდება.
სიმწრის ღიმილი დამთამაშებს სახეზე.
-ვინმე გელოდება?-ვეღარ ვითმენ და ვეკითხები.
-რა სისულელეა.
-სულაც არა. თავს ნუ იტყუებ...
მანქანას წამებში ამუხრუჭებს და სადღაც შუა გზაზე გაჩერებულები ერთმანეთს ვუყურებთ. მის სახეზე უამრავი ემოცია იკითხება,განსაკუთრებით კი შიში.
-მესიჯი ნახე არა?-მეკითხება და თავს ხრის.
-ვნახე. ვინ არის?ტყუილების გარეშე ანდრო.
-ის... ამანდაა
-ამანდა?შენი მეორე შეყვარებული? თუ "უბრალოდ მეგობარი?"
-ჩემი ცოლია.
ამ სიტყვების გაგება და ჩემი გაქვავება ერთი იყო.
არ მჯეროდა.
არ მჯეროდა რომ კაცი,რომელიც გვერდით მეჯდა ექვსი თვის მანძილზე მიმალავდა და ტყუილში მამყოფებდა.
არ მჯეროდა,რომ ყველაფერი უბრალოდ თამაში იყო.
-გაიმეორე-ვეუბნები.
გულის რევის შეგრძნება მეუფლება.
-ჩემი ცოლი,ის...
-ჯანდაბა! წყეულიც იყოს ის დღე როცა გაგიცანი ანდრო! როგორ შეგეძლო...
ვცდილობ მანქანიდან გადავიდე,მაგრამ კარს კეტავს.
-ლი გთხოვ,მომისმინე და მერე სადაც მეტყვი იქ წაგიყვან.
-გააღე ეს წყეული კარი! სახლში მინდა-ვცრი კბილებში და ზიზღით ვუყურებ.
ვიცოდი, რომ მეტკინებოდა.
რომ შეუძლებელი იყო ასეთი იდეალური ყოფილიყო ყველაფერი.
თითქოს ზღაპრის ბოლო გვერდი გაფაიფურცლა დიდი წარწერით"დასასრული".
-მე შენ მჭირდები-მეუბნება და ხელს ხელზე მადებს.
წამებში ვიშორებ. თავს მუხლებში ვრგავ და პატარა,დაუცველი ბავშვივით ვტირი.
-გჭირდები-ვიმეორებ-და არა გიყვარვარ. გჭირდები,რადგან მიიღო ის,რასაც ალბათ შენი ცოლისგან ვერ იღებ,არა?
-ლი...
-ნუ მეძახი ასე,არც კი გაბედო შემეხო. ახლავე წამიყვანე სახლში.შენ კი ცოლთან დაბრუნდი. არ ვიცი როგორ უყურებ თვალებში, რა ნამუსით, მაგრამ მე ვიცი,რომ შენი დანახვა აღარ მინდა!ამას არ ვიმსახურებდი.
-შენთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ,რატომ არ გესმის?...ამანდას და მე არფერი გვაკავშირებს იმის გარდა,რომ ხელი გვაქვს მოწერილი.
-როგორ ვერ ვხვდებოდი. ამიტომ იკავებდი თავს ურთიერთობის გასაჯაროვებისგან.გული ყოველთვის მკარნახობდა,მაგრამ.. სულელი ვიყავი.
-მაპატიე. გპირდები ყველაფერს დავალაგებ და ჩვენ..
-სიტყვა"ჩვენ" თავიდან ამოიგდე!
...
იმ დღიდან ორი კვირა გავიდა.
ეს ორი კვირა ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში.
აღარ მახსოვდნენ არც მეგობრები. არც სამსახური. არც ოჯახი.
ჩემი ოთახი იყო ის ადგილი,სადაც მთელ დღეს ვატარებდი.
არც მის ზარებს ვპასუხობდი. არც კარს ვუღებდი როცა მოდიოდა.
ყველაფერი იმდენადვე ცუდად წავიდა,როგორ კარგადაც დაიწყო.
YOU ARE READING
Imagines
Fanfictionაქ დაიდება იმეჯინები,(მოკლე მოთხრობები),სხვადასხვა სტილის და ჟანრის.❤💫