"აუცილებლად შევხვდებით ოდესმე სადმე და დამიჯერე, აღარც გაგიშვებ"-ეს იყო ბოლო სიტყვები მისგან,როდესაც არდაწყებული ურთიერთობა დავასრულე.
ხანდახან ყველაფერი იდეალურადაა და ადამიანებს სწორედ ეს გვაშინებს. შემდეგ კი გავრბივართ.
მასთან თავს იდეალურად ვგრძნობდი. შეგვეძლო საათობით გვესაუბრა ათას წვრილმანზე, თითქმის ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს,ყველა საკითხს განვიხილავდით დედამიწის ზურგზე არსებულს თითქმის ყოველ საღამოს,ოთხი თვის მანძილზე.
და მე შემეშინდა. შემეშინდა,რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, ეს ურთიერთობაც ხიბლს დაკარგავდა როგორც ადრე სხვა ურთიერთობები...თანაც ის ჩემზე გაცილებით დიდია, ვიფიქრე რომ არაფერი გამოვიდოდა.
რომ ჯობდა ყველაფერი იდეალურად დარჩენილიყო და შეხვედრაზე უარს ვაცხადებდი ჯიუტად, ბოლოს კი წერტილი დავსვი.
ახლა კი მენატრება მისი ხმა, მისი მშვიდი ტონი და ამავდროულად ბობოქარი.
ბევრი დრო არ გასულა,ერთი კვირა გავიდა რაც კონტაქტი აღარ გვაქვს და გამუდმებით ისეთი შეგრძნება მსდევს,თითქოს მაინც ჩემთანაა.ჩემს საყვარელ ბარში ვარ ტრადიციულად,როგორც თითქმის ყოველ შაბათ საღამოს. არ ვიცი მერამდენე ჭიქა მარტინის ვსვამ,მაგრამ ვგრძნობ,რომ ფეხებში ძალა მეცლება და მინდა ვინმეს დავეყრდნო.
სკამზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ.
მხარზე შეხებას ვგრძნობ...
-ლეა არ მინდა ცეკვა,უკვე დავიღალე და საერთოდაც,მალე წავიდეთ-ვწუწუნებ და უკან ვბრუნდები,მაგრამ იქ ლეა ნამდვილად არ მხვდება.
თვალებს ერთმანეთს ვაჭერ და ხელახლა ვახელ იმის იმედად,რომ ეს უბრალოდ წარმოსახვაა.
ჩემს წინ ნამდვილად ის დგას,მისი ხელი კი კვლავ ჩემს მხარზეა.
-მერაბ?
-ჰო, მე ვარ ელ.
-არა,შეუძლებელია...
-ხომ გახსოვს ჩემი ბოლო მონაწერი?
-აქ საიდან..
-არ დამვიწყებია შენი კვირის რუტინა, დღეს შაბათია და ტრადიციულად აქ ზიხარ.
ხელი მხარიდან აიღო და გამომიწოდა.
-წამოდი,ვფიქრობ სასაუბრო გვაქვს.
-მე..არ შემიძლია. ვერც კი ავდგები სულ რომ მეხვეწო.
-მაშინ..-წამებში ხელში მიტაცებს და მთლაიანდ მასზე აკრული ვარ.
-გიჟი ხარ!-სიცილს ძლივს ვიკავებ.
-ამდენი არ უნდა დაგელია პატარავ...მიუხედავად იმისა,რომ ვიცი როგორ გიყვარს დალევა.
-ნუ მიმითითებ მერაბ.
თავის მანქანაში მსვამს და თვითნაც მალევე გვერდით ჩნდება,საჭესთამ.
-ჩემთან წავიდეთ.როგორც ჩანს ასე უნდა მოვქცეულიყავი,ისე ვერ მოგიყვანე ჩემამდე.
YOU ARE READING
Imagines
Fanfictionაქ დაიდება იმეჯინები,(მოკლე მოთხრობები),სხვადასხვა სტილის და ჟანრის.❤💫