Repost

3K 127 17
                                    

დღევანდელი დღეც გუშინდელს ჰგავდა. გუშინდელი კი გუშინწინდელს. ჩემი ცხოვრება შემიძლია მხოლოდ ორ ფერში აღვწერო შავი და წითელი. შავი სიბნელე და წყვდიადია, როგორც  ჩემი ცხოვრება, წითელი კი სიცოცხლის მთავარი ელექსირი _ სისხლი. ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი დიდი ხნის წინ გახდა. თითქოს ბავშვობიდან მომსდევს ეს ორი ფერთა გამა. ჩვენ ერთად მოვედით აქამდე.

დღემდე არაერთხელ ვმჯდარვარ ასე ჩემს დიდებულ ტყავის ტახტზე და მიფიქრია აქამდე, რომ მომეღწია რისი გამოვლა მომიხდა. რომ საბოლოოდ გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ. მე დიდებული ჯონ ჯონგუკი ვარ. ჩემი სახელი ცუდსა თუ კარგ სფეროში ყველას სმენია, ზოგისთვის პატივისცემის ღირსი ვარ, ზოგსაც შიშის ზარს ვცემ. ზოგი სიამოვნებით ჩამაძაღლებდა, ზოგი ზედაც არ მომაფურთხებდა. და მაინც, ჩემი ფული და დიდება, ჩემი საქმიანობა ყველას აიძულებს პატივისცემით მომებყრონ და ფეხქვეშ გამეგონ მცირედი ყურადღების მისაქცევად.  ყველაზე სასაცილო მაინც ის ფაქტია, რომ უბრალო ჯიბის  ქურდობით დავიწყე და ახლა საკუთარი იმპერია მაქვს. უბრალო უბნის ხულიგანიდან დიდებულ ნარკობარონობამდე. ამას ასე წარმოვთქვამ თითქოს ამ ყველაფერით ვამაყობ. მომწონს საკუთარი ბედი და გადაწყვეტილება. თუმცა ეს სიმართლე არ იქნება. ეს რაღაც დამოკიდებულებასავეთაა. მასში გითრევს და გაიძულებს უფრო და უფრო ღრმად შეტოპო. სწორედ ასე აღვმოჩნდი მის ფსკერზე.

შუაღამისას ტახტზე მჯდომი   წვიმაში გახვეულ მდუმარებით მოცულ ჩაბნელებულ ქალაქს გავყურებ. ჩვენ შორის უხილავი მინაა, საიდანაც ჩემივე ანარეკლი შემომყურებს. მეღიმება როცა ვიაზრებ ასეთმა ახალგაზრდა ჯერ კიდევ წვერამოუსვლელმა ჭაბუკმა ეს ყველაფერი სრულიად მარტომ, შიშველი ხელებით როგორ შევძელი. თითქოს ამ ნიჭითა და  მოწოდებით დავიბადე.

ალბათ, იმასაც იფიქრებთ, რომ ამ ყველაფრის კეთება გამოუვალი მდგომარეობის გამო ან თუნდაც უფულობის გამო დავიწყე. მაგრამ არც ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე მდიდარი ოჯახის წარმომედგენელი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იმ ოჯახში შეცდომით ან წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო მოვხდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ჩემზე ფიზიკურად არასდროს ძალადობდნენ, მათი გამოხტომებით ნამდვილად  მინადგურებდნენ ფსიქიკას. ისინი გამუდმებით ცდილობდენენ ჩემი ცხოვრებით მანიპულირებას. ცდილობდნენ მათი მსგავსი ვყოფილიყავი, ამიტომ ჩემს საქმეში ხელების ფათურს განაგრძობდნენ მუდამ და მუდამ. მათთვის არ არსებობდა საშუალო და დაბალი წრე. ისინი მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ და ისევე იქცეოდნენ. ყველას ზემოდან დაჰყურებდნენ. არავის თვლიდნენ თავიანთ სწორად. ზედმეტად დატკეპნილი და ხელოვნური საუბრები და არისტოკრატიული ქცევის მანევრები გულს მირევდა. ყველაზე საშინელება მაინც ის იყო, რომ ამ ყველაფერის კეთებას ჩემგანაც მოითხოვდნენ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ზიზღი და სიძულვილი მაღალი წრის ხალხის მიმართ.

ბნელი და წითელი დღეებიWhere stories live. Discover now