წინა თავს საერთოდ არ ჰქონდა აქტიურობაააა.....
ასე გაბანძდა?? 🥹^^^^^^^
-მიხარია, რომ დროულად მოხვედი. სიმართლე გითხრა ლოდინს ვერ ვიტან. - ჯინგუკმა ჯიმინს დანახვისთანავე გაუღიმა და მისასალმებლად ფეხზე წამოდგა.
-გთხოვ, თავი შეიკავე. -ჯიმინმა ხელი აღმართა მათ შორის და საშუალება არ მისცა ზედმეტად მიახლოების.
-ცუდი დღე გქონდა ძვირფასო?
-მგონია ჩემი თითოეული ნაბიჯი უკვე მოგახსენეს. -ჯიმინმა ფაქტის აღნიშვნისას უკმაყოფილება ვერ დაფარა.
-გთხოვ, ფორმალურობისგან თავი შეიკავე. გამაღიზიანებელია. ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ, არა? -ჯონგუკმა თვალი ჩაუკრა და ადგილს დაუბრუნდა.
-ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს. - ჯიმინი აშკარად გაღიზიანებული იყო. წარბები უკმაყოფილებისგან შეეკრა და ტუჩები მტკიცედ მოეკუმა.
-ეს ტყუილია. -თავი გააქნია ჯონგუკმა უარყოფის ნიშნად და ხელით ანიშნა მის წინ მაგიდასთან დაეკავებინა ადგილი.
-მას შემდეგ 7 წელი გავიდა. -ჯიმინი უხეშად დაეშვა სკამზე და ხმაურით გაახოხა მაგიდისგან მოშორებით. თითქოს პროტესტის ნიშნად ჭამაზე უარს ამბობდა.
-მაგრამ ეგ არ უარყოფს ფაქტს, რომ ერთმანეთს ყველაზე უკეთ ვიცნობთ, ჯიმინ. -ჯიმინის სიბრაზეს ჯონგუკის სიმშვიდე ცეცხლზე ნავთის დასხმასავეთ მოქმედებდა. თითქოს ჯონგუკი მის უკანასკნელ მოთმინებას ცდიდა თავისი დადგმული სპექტაკლით და მოჩვენებითი კეთილგანწყობით.
-სისულელეა. წარმოდგენაც კი არ გაქვს სინამდვილეში როგორი ვარ.
-სამაგიეროდ ვიცი რისი გამკეთებელი არ ხარ და სავსებით საკმარისია.
-მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ გაუარესდი და ყველაფერზე ხარ წამსველელი.
-ეს ბევრს ნიშნავს. -ჯონგუკს კმაყოფილებისგან ტუჩის კუთხეები აეპრიხა. -შენ იცი, რომ მე ცოტათი სასტიკი ვარ.