ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ორი კვირა გავიდა ჯიმინ. უკვე 14 დღეა რაც არ მინახავხარ და ვიცი ნაბიჭვარივით ვიქცევი, რადგან გითვალთვალებ. შენი თითოეული ნაბიჯი საკუთარივით ვიცი და მსიამოვნებს ფაქტი, რომ შენ ამას ხვდები და არ აპროტესტებ. მომწონხარ, რადგან ცდილობ შეეგუო შენს ცხოვრებაში ჩემს არსებობას იმის მიუხედავად, რომ ეს არ გინდა. მართალია, ამას მე გაიძულებ და სხვა გზას არ გიტოვებ, მაგრამ ისიც მაკმაყოფილებს, რომ შენ მაინც კარგ ბიჭად დარჩი და ჩემი დარიგება სწორად გაიგე.
მამაჩვენის ბიზნესს რთული პერიოდი უდგას. ბევრი ჩამშვები გამოვააშკარავე, მაგრამ საქმეები რატომღაც არ უმჯობესდება. სისხლი ყელში მაწვება. ცოდვით ვარ სავსე. უკვე მერამდენე მოღალატეს სისხლით შევღებე ჩემი სხეული ვეღარ ვითვლი. ტყავის ხელთათმანები, რომელიც ყოველდღიურობაში ჩემს განუყრელ ნაწილად იქცა მუდმივაადაა დაფარული წითელი ბლანტი სითხით, რომელსაც საზიზღარი რკინის სუნი ასდის. არ მოგატყუებ, ადრე მომწონდა გადაყვრეფილ ხელებზე ნაცემი ადამიანების სისხლის სუნის შეგრძნება, ახლა კი ეს იმდენად უსიამოვნო გახდა, რომ მის შეგრძნებაზეც კი გული მერევა. უკვე გითხარი ჯიმინ, რომ საკუთარი თავის ზიზღამდე მივდივარ. არ მინდა თავი შენც ისე გაინადგურო და დაიძირო, რომ შენს თავთან მარტო დარჩენაც აღარ შეგეძლოს. შენ იცი, რომ თინეიჯერობის ასაკი ისე გამოვიარე სექსის სურვილით არასდროს დავტანჯულვარ, ახლა კი სპერმის სურნელით ამქოთებულს საკუთარი თავი მეცოდება, რადგან ახლა მხოლოდ ამით შემიძლია გავაჩერო საკუთარი ხელები მკვლელობის სურვილისგან.
საქმეებს აქედან ვეღარ ვუმკლავდები. კვირის ბოლოს შენთან ვიქნები და ვცდილობ, საკუთარი თავი ვაკონტროლო, გავაჩერო და არ მივცე შენთან მოახლოების უფლება. ერთხელ უკვე გაგიღე გემო. ამას მეორედ თუ გავიმეორებ ვეღარ შეგეშვები. მინდა ჩემს საძინებელში გამოგკეთო ეგზოტიკური ცხოველივით და საკუთარი ხელით დაგანაყრო. მაგრამ ვიცი ეს არასწორი იქნება. ასე ვერ გაგიმეტებ, რადგან ამას ვერ გაუძლებ და მალე დაჭკნები. ამისთვის მენანები, ჯიმინ.