ორი დღით ადრე:
-დაიგვიანე. -უფროსი ჯონი ფეხზე წამოდგა და ჯონგუკს მის გვერდით თავისუფალ ადგილიზე ანიშნა.
-პირდაპირ შეხვედრიდან მოვდივარ. -ჯონგუკმა თავი დაუკრა უფროს პაკს და ხელი ჩამოართვა. -მოხდა, რამე? ასე სასწრაფოდ რისთვის შეიკრიბეთ?
-აქ გასართობად არ ვიკრიბებით როგორც წესი. -უფროსმა ჯონმა წარბები ნიშნის მოგებით აქაჩა. ჯონგუკს მის ამპარტავნულ ტონზე გაეღიმა და კუთვნილი ადგილი დაიკავა. -მოკლედ, პირდაპირ საქმეზე გადავალ. სანამ საქმეს გადმოგაბარებდი რამდენიმე თვით ადრე ჩემი ხალხი გავწმინდე. ეს იყო მასობროვი წმენდა. ჯგუფს ჩამოვიშორე ყველა, ვისშიც ოდნავ მაინც მეპატებოდა ეჭვი. მეგონა საქმეში ყველა პროფესიონალი და ერთგული ხალხი დავტოვე, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.
-რა მოხდა? -ჯონგუკმა წარბები შეკრა და იდაყვებით მთლიანად დააწვა შუშის მაგიდას.
-უკვე გაიგეს, რომ შავ ბიზნესს ვტოვებ და მას ახალი მფლობელი ჰყავს, შენი სახით. შენ შეიძლება ნიუ-იორკში კარგი რეპუტაციით სარგებლობ. მაგრამ ამის დამტკიცება როგორც ჩანს აქაც მოგიწევს. ისინი შენს გამოწვევას აპირებენ.
-ეს საიდან გაიგე?
-შენი აზრით? რა თქმა უნდა, მეც მყავს ყველგან საჭირო ხალხი. როგორც გაირკვა ჩვენი ძველი პარტნიორები გაერთიანდნენ შენს წინააღმდეგ, რომლებიც თავის დროზე შეცდომების გამო ჩამოვიშორეთ. მათ იციან ჩვენი საქონელის ადგილმდბარეობა და გასვლის დრო, თუმცა იმ ადგილს ისე ვიცავთ, როგორც ინგლისის ტახტს. ამიტომ ისინი იქ ვერაფერს გაბედავენ. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქონელი ადგილზე უვნებელი ჩააღწევს. ისინი თავდასხმისთვის ემზადებიან.
-და შენმა ჯაშუშებმა არ იციან სად მოხდება ეს?
-არა. ისინი უბრალო პაიკები არაინ. ასეთ მასშტაბურ პროექტს მათ არავინ გაანდობს ბოლო წამამდე.