ჩაბნელებული მანქანის ფარდული ყვირილის ხმამ მოიცვა. კაცი განწირული ყვიროდა და შველას ითხოვდა. მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ ვერავინ გააკეთებდა ამას. მან საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა ეს განაჩენი. თვითონ მიიყვანა ამ უკიდურესიბამდე. ახლა კი ყვირილი და თხოვნა შეებრალებინათ ერთადერთი თვითგადარჩენის ინსტიქტები იყო, რომლებზეც შეეძლო მიემართა. თუმცა უკანასკნელმა დატყმამ სახის არეში, რომელმაც ორივე ყურში ხმაურიანი გატკაცუნების ფონზე ქვედა ყბის მოტეხილობა ამცნო, მისი ყვირილის ხმაც სამუდამოდ ჩაახშო და ის ახლა მხოლოდ უხმოდ ღმუილს შეძლებდა. თუმცაღა მეტისმეტი ტკივილისგან, რომელიც მისმა დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ გაუძლო გონება დააკარგინა.
ჯონგუკი მანქანიდან გადმოვიდა, პიჯაკი შეისწორა და ნაცნობ ჩაბნელებულ შენობაში აუჩქარებლად შევიდა. დაცვა შესასვლელში გაჩერდა. შენობიდან კი კიდევ ერთი დაცვა შემოეგება და წინ გაუძღვა.
-ცოცხალია? იკითხა აუღელვებლად.
-რა თქმა უნდა.. უმალვე უპასუხა. -ცოტათი შევლახეთ და დავაზიანეთ, რადგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლოს.. დაამატა დაცვის წევრმა. ჯონმა უემოციოდ თვალები დახუჭა და მცირედ თავი დაუკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაიგო და დრო იყო მოეკეტა. თანხმლებმა მაშინვე შეწყვიტა მასთან ერთად მოძრაობა და მის უკან გაჩერდა.ჯონგუკი ნაცნობ ფიგურას მიუახლოვდა, რომელიც ისე შეელახათ სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა.
-გააღვიძე.. ბრძანა მოკლედ. მის გვერდით მდგომმა შავებში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა მაშინვე თავი დაუკრა. ცივი წყლით სავსე ბოთლი აიღო და პირდაპირ სახეში შეასხა. მისგან სისხლმა და ოფლმა იწყო ჩამოღვენთა მუხლებზე. მამაკაცს სულ დაავიწყდა რომ ყბა მოტეხილი ჰქონდა. ამიტომ უცაბედმა მოქმედებამ მისი ცუდად გაღრჭიალება გამოიწვია. რის გამოც იღრიალა და ცრემლები ერთიანად წამოუვიდა.-გთხოვთ.. მტკივა.. ამოიხავლა. ჯონი შეიკურთხა და კისერი გაატკაცუნა.
-მომისმინე ნაბიჭვარო.. დაიწყო მშვიდი ყინულივით ცივი ტონით საუბარი. კაცის ყურადღება მაშინვე მასზე გადავიდა. შიშისგან ერთ ადგილას შეხტა და ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა. მისთვის კარგად ნაცნობი იყო ახლა ვინც იდგა მის წინაშე. ისიც კარგად იცოდა რა შეეძლო ჯონს და მოღალატეებს როგორ სჯიდა.