Tension

734 67 17
                                    

კარზე მოულოდნელმა კაკუნის ხმამ  ორი სხეული შეაკრთო. ერთმანეთს ელვის სისწრაფით მოშორდნენ. ოთახში კი მძიმე და უხერხული აურა შეიქმნა, როცა კარის ზღურბლზე ჯონგუკის მამა გამოჩნდა.

-თქვენ ორივეს ყველაფერი რიგზე გაქვთ? იკითხა შემპარავად. კაცს სახეზე სარკაზმი დასთამაშებდა. თითქოს ყველაფერი იცოდა, რაც მათ შორის მოხდა რამდენიმე წუთის წინ. გულ-მკერდზე არხეინად დაილაგა ხელები და აპრეხილი  ტუჩის კუთხეებით, რომლითაც ირონიულ ღიმილს ვერ მალავდა ორივეს ყურადღებით  შეისწავლიდა.

-კი.. რა მოხდა? ჯონგუკმა კეფაზე მოისვა უხერხულად ხელი და გაღიზიანებულმა გახედა დაინტერესებულ კაცს.

-უბრალოდ ორივეს სახე ისე გაქვთ გაწითლებული ვიფიქრე, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა თქვენ შორის.. კაცმა მხრები აიჩეჩა და დაჟინებით დაუპირისპირა მზერა მის წინ მდგომ ჯონს. ჯიმინმა ღრმად ამოისუნთქა, საშინლად დაძაბული იყო და სირცხვილის გრძნობა შიგნიდან ჭამდა. ხელ-ფეხი ერთიანად აუთრთოლდა და ნერვიულად მიუახლოვდა კარს.

-მე უნდა წავიდე.. ალბათ მშობლები მელოდებიან, რადგან  დიდი ხანია უკვე რაც აქ ვარ.. სიტყვები ერთმანეთს ელევის სისწრაფით მიაყარა და მაშინვე კარში გავარდა მათი თანხმობის გარეშე.

უფროსი ჯონი ამაყად და დამცინავად უყურებდა კარში გავარდნილ ჯიმინს, შემდეგ კი მზერა გაღიზიანებულ ჯონგუკზე გადაიტანა. შემოსასვლელ კედელს მხრით მიეყრდნო და ფეხები გადააჯვარედინა.

-აბა? რა გაუკეთე ამ პატარა ბიჭს ასეთი, რომ ასე დააბნიე და აქედან დარცხვენილი გააქციე?

-არაფერი გამიკეთებია.. სისულელეებს ნუ იგონებ.. ჯონგუკმა გაღიზიანებისგან შეიკურთხა და ფირფიტა თავის ადგილას დააბრუნა.

-დარწმუნებული ხარ? მაშინ ასეთი შეფაკლული რატომ გავარდა ოთახიდან? სად გაქრა მისი მანერები ასე მოულოდნელად? მოიცა! არ მითხრა, რომ ერთად ხართ! წამოიძახა აღტაცებულმა და მხრებში გასწორდა.

ბნელი და წითელი დღეებიWhere stories live. Discover now