ჯიმინის გაღვიძება რამდენჯერმე ვცადე თუმცა ისევ არ იღვიძებდა. რაც უფრო ვუახლოვებოდი მით უფრო ვგრძნობდი მისი სხეულის მხურველებას. შუბლზე პატარა წერტილებივით გაუჩნდა ოფლის წვეთები, ხელი ლოყაზე დავადე და კისრისკენ ჩავაცურე. ერთიანად იწვოდა. შეშფოთებული წამოვდექი და ნერვიულად წინ და უკან დავიწყე სიარული.
აქედან ხელში აყვანილი, რომ გამეყვანა ყველას ყურადღებას მაშინვე მივიქცევდი. მაგრამ ის აშკარად ცუდად იყო. იწვოდა. რომც გამეღვიძებინა თავისით ვერ შეძლებდა გავლას. დაცვისთვის, რომ მებრძანა ამის გაკეთება! არა! შეიძლებოდა იმ გოლიათებს მისთვის რამე დაეშავებინათ!
ამოვიოხრე და წარბებს შორის ზოლი დავიმასაჟე. არ მჯეროდა, რომ ასეთი გიჟური იდეა მომივიდა თავში და უარესი, მის გაკეთებას ვაპირებდი. და რისთვის? იმისთვის, რომ ეს პატარა არსება სიცხისგან მეხსსნა. ო, ღმერთო! რა შარში გავყავი თავი! მამაჩემი მართალია, ეს ბიჭი მასუსტებს.
კედელს მივუახლობდი და სიგნალიზაციის ღილაკს ხელი დავაჭირე. მაშინვე მთელს შენობაში სიგნალიზაციის ყიჟინა ატყდა. კარი გადავკეტე და დაველოდე გიჟებივით როდის ჩაირბენდნენ მთელ სართულებს, რომ კომპანია დაცლილიყო. ჯიმინი ისევ ბორგავდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ კი ჩემს პირად ექიმს დავურეკე. კარი ნელა გამოვაღე და ირგვლივ მოვავლე თვალი. კომპანია უკვე სრულად დაცლილიყო. ყველანი გაკრეფილიყვნენ და სრული სიჩუმე სუფევდა.
მაგიდას მივუბრუნდი. სკამი ფრხილად მოვატრიალე ჩემკენ და ჯიმინს თავი ჩემს მკერდზე დავადებინე, მტევანი ფეხებთან შევუცერე, მეორე წელზე მოვხვიე და ხელში ავიტაცე.
მსუბუქი. პირველი რაც თავში გამიელვა ეს იყო. პირველად ავიყვანე ასე ვინმე. პატარა ბავშვივით მეჭირა და ისე მიმყავდა საკუთარი მანქანისკენ. თავი გავაქნიე. სულელივით ვიქცევი. ასე როდის დავეშვი? ჯიმინს სახე ჩემს მხარზე ედო. მისი მხურვალე სუნთქვა ყელს მიწვავდა. პატარა ხელებით კისერზე მეხვეოდა და გაუგებარ ენაზე ბუტბუტებდა. ესეც სიცხის ბრალი იყო. ბოდავდა.