"And the memories of all we have loved stay and come back to us in the evening of our life. They are not dead but sleep, and it is well to gather a treasure of them."Vincent van Gogh
გარეთ უკვე ძალიან ბნელოდა, როცა ნათანიელმა ლუი ჰარის სახთან დატოვა. სანაყინის გარდა კიდევ რამდენიმე მისი საყვარელი ადგილი ანახა. ლუის ხასიათის გამოკეთებაში ნამდვილად დაეხმარა, მაგრამ საკუთარ ფიქრებს ვერაფერი უშველა.
ფსიქოლოგიის მეორე კურსზე იყო, ჯერ მხოლოდ, ამიტომ ლუის სამეცნიერო დასკვნას ვერ დაუდებდა, მაგრამ კარგად ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი ჰარიზე ფსიქოლოგიურად იყო მიჯაჭვული. და ეს ძალიან არაჯანსაღი იყო. საზიანო, მით უფრო რომ ჰარი ამას თავის სასარგებლოდ იყენებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ხვდებოდა ამას თუ არა.
"მასთან ლაპარაკი მინდა. ასე ვერ ვიჯდები არა?" მანქანის სარკეში თავის თავს შეეკითხა. და ძალიანაც რომ სდომოდა ასე ვერ იჯდებოდა. კი, ხშირად ეუბნებოდნე, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უყვარდა, მაგრამ ეს არასოდეს ანაღვლებდა. ისედაც ვერ გაძლებდა ის არ გაეკეთებინა, რასაც სწორად თვლიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარი თავის დაჭერა დიდად არ ეხერხებოდა.
მანქანა ისევ დაძრა და გეზი მანჰეტენის მეოთხე ქუჩისკენ აიღო.
"ბიძია ნათანი მოვიდა, მამა. ბიძია ნათანი, ბიძია ნათანი." მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მისი პატარა ბიძაშვილის ხმა გაიგო. მალევე პატარა სხეული მას დაეჯახა და მის სხეულზე აცოცება სცადა.
"გარეთ ძალიან ბნელა, პატარავ. აქ რატომ ხარ?" ნათანიელმა გოგონას წელზე ხელი მოჰხვია და ჰაერში აიტაცა. ღიმილით დაუკოცნა ვარდისფერი ლოყები.
"მე და ლუკასი გარეთ დამალობანას ვთამაშობთ. ლუკასი სულელია, ვერასოდეს მპოულობს. ბიძია ნათან დარჩები ვახშამზე ჩვენთან? ის შეიძლება ძალიან დამწვარი იყოს, მაგრამ არ შეიმჩნიო. მე და ლუკასიც არ ვიმჩნევთ ხოლმე." ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ყველაფერი, თან ნათნიელის ლოყებს სხვადასხვა მხარეს წელავდა.