"He sinks. He sinks in holy sadness. Like an Ophelia in tears he sinks"
და ასე.
დღეები ერთმანეთს მისდევდა, კვირები იწურებოდა. 428-ე პალატის ფანჯარაში ისევ ამოდიოდა მზე, ოთახს ათბობდა, მის მფარველობის ქვეშ მყოფ ბუნებას ეალერსებოდა და ისევ იმალებოდა.
ჰარი კი იჯდა საწოლის გვერდით, პატარა კიმფორტულ სკამზე. ხელში "ჰამლეტი" ეჭირა და მოთმენით ელოდა, ელოდა და ელოდა.
მისთვის ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა. უფერო და უსიცოცხლო.
ბიჭები მათ სანახავად ყოველდღე მოდიოდნენ. რამდენჯერმე სერგეიმაც დაურეკა, მხოლოდ ზეინი არსად ჩანდა. უკვე თვე იწურებოდა, ამ დროის მანძილზე თვალიც კი არ მოუკრავთ მისთვის.
მაგრამ ახლა ჰარის მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა, ის მის წინ იწვა და სიცოცხლისთვის იბრძოდა.
პალატის კარი მედდამ შეაღო და ჰარი მოულოდნელობისგან ოდნავ შეხტა.
"შემოწმებაზე მოვედი" კეთილად გაუღიმა შუახნის ქალმა.
ჰარიმ მხოლოდ თავის დაკვრით უპასუხა.
"ის თქვენი ძმაა?" მედდამ ლუიზე ანიშნა.
"არა...შეყვარებული"
"უპს" მედდამ ისევ ისე გაიღიმა, მაგრამ ახლა უფრო სევდიანად.
როცა ლუის წვეთოვანი შეუცვალა და საწოლიც გაუსწორა ჰარის მიუბრუნდა.
"იცით, მე არ შემიძლია მის დგომარეობაზე საუბარი. ეს ექიმი ჰილის საქმეა, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ საიმედო სიტუაციაა. ვფიქრობ გონს მალე მოვა"
ჰარი ექთანის სიტყვებმა ოდნავ დაამშვიდა. უკვე ერთი თვეა ჰილი ჩუმად იყო ან იძახდა, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესში იყო ლუის ანალიზები. ჰარიმ არ იცოდა ეს შურისძიება იყო იმ დღის გამო თუ მართლა ვერაფერს იტყოდა, ჯერ.
"მადლობა" ახლა იმის დრო დადგა ჰარის გაეღიმა.
"და უი, გარეთ შავთვალება ბიჭი იცდის, უცნაური სახელით. შემიძლია რომ გავალ ვუთხრა შემოვიდეს, მაგრამ არანაირი კამათი ან ჩხუბი" ბოლო სიტყვები მკაცრად უთხრა.