XIV

210 30 50
                                    

*"ყოფნა?.. არ ყოფნა?..საკითხავი აი ეს არის.
სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა?"

"ჰარი, კამერას შეხედე" ლუიმ ძველი კოდაკის აპარატი სახესთან მიუტანა.

"ლულუ, ხელს მიშლი." ჰარიმ ოდნავ მკაცრად უთხრა და კამერა მისგან გაწია. ისევ გააგრძელა დავალების წერა.

"კარგი რაა! მხოლოდ ორი წამით შემომხედე" ლუი იქამდე არ დანებდა, სანამ ჰარიმ მობეზრებული სახით კამერას არ შეხედა, თან სიცილს ძლივს იკავებდა.

"ახლა კი რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე"

"არა! ეს უკვე აღარ" 

"ჰარიი გთხოოვ!" ლუიმ ცალი ხელით ყელი მოქაჩა.

"კარგი" კიდევ ერთხელ დანებდა ჰარი. რთული იყო ლუისთვის რამეზე უარის თქმა და შეუძლებელიც. "ოღონდ სწრაფად დაამთავრებ, გაიგე?"

ლუიმ მხოლოდ თავი დაუქნია და კამერა კარგად გაასწორა.

"ჰარი ედვარდ სტაილსს, რას აპირებ მომავალში? თქვენი გეგმები გაგვანდეთ."

"ბანალური კითხვაა" ამოიბუზღუნა ჰარიმ, მაგრამ ლუის შეჭმუხნულ წარბებს შეხედა თუ არა, ისევ კამერას მიუბრუნდა. "კარგი, ვაპირებ კოლეჯში ინგლისური ლიტერატურა ვისწავლო, წიგნი დავწერო და შემდეგ ერთი მომაბეზრებელ, ლურჯთვალება ბიჭზე ვიქორწინო, რომელიც ახლა დავალების გაკეთებას არ მაცდის"

"ბოლოს რაც თქვი" ლუიმ კამერა ძირს დაუშვა და ლოყები შესამჩნევად შეუფერადდა ვარდისფრად. "მაგას მართლა აპირებ?"

"რა თქმა უნდა" ჰარიმ მხრები აიჩეჩა, ისე თითქოს ეს ისეთი ცხადი იყო, კითხვის დასმას აღარ საჭიროებდა. ისევ დავალებას მიუბრუნდა და ლუისაც აღარ ამოუღია ხმა. ჩუმად იდგა და მის კამერას დაფიქრებული ჩაჰყურებდა.

ცოტა ხანში ჰარიმ კისერზე პატარა ხელების შემოხვევა იგრძნო. ლუი მასთან უკნიდან მისულიყო და ისე ეხუტებოდა. ლოყა ჰარის ლოყას დაადო და ძლიერად მიეკრო.

Excommunicado | L.SWhere stories live. Discover now