მას შემდეგ რაც ლუიმ გაიღვიძა უკვე ერთი კვირა გავიდა.
ეს დღეები სწრაფად და ხალისიანად ილეოდა. მზე ისევ ამოდიოდა და ისევ ათბობდა გარემოს, თუმცა ჰარისთვის ეს ახლა მეორეხარისხოვანი იყო. სევდიანად აღარ გაჰყურებდა ფანჯარას, არც ფოთლების შრიაკს უგდებდა ყურს და არც აბეზარი მწერების მოძრაობის ტრაექტორიას ხაზავდა თვალით.
მისი სამყარო ახლა ლუისთან ტრიალებდა. ახლა იმას უყურებდა ლუის როგორ უცვლიდნენ წვეთოვანს, ნემსის შეყვანისას მის ხელებს საკუთარში იქცევდა და როცა ეძინა მის სუნთქვას უგდებდა ყურს.
ლუის მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლებოდა. სახეზე ფერი დაუბრუნდა, მისმა ჭრილობებმა შეხორცება დაიწყეს. ძნელად, მაგრამ მაინც.
პირველი სამი დღე იშვიათად ლაპარაკობდა. მხოლოდ ჰარის ეხუტებოდა და ტიროდა. ხან ესეც არ უნდოდა და მას ხელებს ურტყამდა, ეჩხუბებოდა, უნდოდა მოშორებოდა და არ შეხებოდა. ეუბებოდა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი, რომ ვერ იტანდა.
თუმცა ბოლო დროს შედარებით კარგად იყო. აღარ ტიროდა, აღარც ჩხუბობდა. ლიამს პალატაში შესვლის უფლებაც კი დართო. თითქოს ერიდებოდა ბიჭების, იმის შემდეგ რაც გააკეთა.
მაგრამ ლიამმა ლოყაზე ოდნავ უჩმიტა და უთხრა, რომ ყველაზე ძლიერი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე შეხვედრია. ამის შემდეგ ლუი უფრო კარგ ხასიათზე იყო და როცა გამოწერის დღე მოვიდა არც მის პალატაში შეკრებილი ბიჭების მორიდებია.
"მადლობა, რომ მოხვედით" ლუიმ მორცხვად ამოილაპარაკა და ისევ ჰარის მკერდში ჩამალა თავი.
ყველას მოავლო თვალი და ზეინი რომ იქ ვერ დაინახა ცოტა გული დასწყდა. ჰარიმ მოუყვა, რომ ზეინმა აღმოუჩინა მას პირველადი დახმარება და მადლობის თქმა ძალიან უნდოდა.
"ახლა ლუი განოიცვლის და სახლში დავბრუნდებით" ჰარიმ ლუის თმა ყურზე გადაუწია და თავზე აკოცა.