Prologue

308 34 23
                                    

იჩქარე, იჩქარე, იჩქარე

უკვე რამდენი საათია მირბის, ერთი? ორი? დაღლილობას ვერ გრძნობს, მაგრამ ხვდება რომ საცაა ფეხსაცმელებზე ცეცხლი წაეკიდება.

ჯერ ვერ გრძნობს როგორ დაიღალა, როგორ მოუდუნდა ყველა კუნთი. მისი სხეული ჯერ კიდევ ადრენალინითაა გაჟღენთილი.

და როგორც იქნა იმ მწვანე კარს ხედავს. ჩერდება თუ არა ფეხები ეკეცება, თავს ვერ ერევა მიწაზე ისე ეცემა. მხოლოდ ახლა ამჩნევს რომ მთლიანად ოფლში ცურავს.
თუმცა ახლა დაცემის დრო არაა. ძალა უნდა იპოვოს და ადგეს, ის კარი შეაღოს. იქ რაც არ უნდა დახვდეს, ვალდებულია ეს გააკეთოს. დრო აღარაა, თუ ის ცოცხალია... თუ ჯერ კიდევ იქაა...

ჰარი თავს აქნევს. მის ოფლიან სახეს ცრემლები უერთდება. როგორ უნდა ეს სიტყვა თუ ამოგლიჯოს, სადმე მოისროლოს.

მაგრამ მაინც, თუ ასეა, მან პირობა შეასრულოს. თუმცა შეუძლია ეს გააკეთოს? უნდა ეს გააკეთოს? საკუთარ თავს მოერიოს და დაივიწყოს, აპატიოს, შეეგუოს.

"უკვე გითხარი რომ ეს შეუძლებელია!" ჰარი ხვდება, რომ მოთმინებას დიდი ხნით ვეღარ შეინარჩუნებს.

"მაგრამ თუ ეს მე მინდა?!" ცისფერი თვალები ჯიუტად გაუსწორდა ჰარის მწვანე თვალებს. "თუ მე მომკლავს, მოგიწევს უბრალოდ დაასრულო, გესმის? ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ საკუთარ თავს გააკონტროლებ! უფლებას არ მოგცემ ესეც დაკარგო" ცისფერთვალება ჰარის გულზე ხელს ფრთხილად ადებს. ახლა უკვე მშვიდად უყურებს და მის თვალებშიც აღარ მძვინვარებენ ტალღები." ამაზე ძვირფასი არაფერი გაქვს, საკუთარ თავზე ძვირფასი არაფერი გაქვს"

ჰარი მწვანე კარს ისევ აშტერდება. ახლა უკვე დარწმუნებულია რომ ამას არ გააკეთებს.
თუ ვინმე გაბედავს, რომ იმ ლურჯ თვალებში ქარიშხალი არასოდეს ამოვარდეს, ის მოკვდება. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც დაპატიჟებს სიკვდილს მასთან.

ჰარი ნატკენ ფეხებს ძლივს იმორჩილებს, მაგრამ მწვანე კართან მაინც მიდის და ხელს ძლიერად კრავს.

"როგროც ყოველთვის, დააგვიანე" ოთახის განათების გამო გამოსახულების გარჩევა უჭირს, თუმცა შეუძლებელია ეს ხმა ვერ ამოიცნოს, შეუძლებელია ამ ხმაზე სისხლი არ გაუთბეს, შეუძლებელია ამ ხმამ თავი სახლში არ გაგრძნობინოს.

ჰარი ნელნელა ეგუება განათებას და ოთახის ბოლოში ლუის ხედავს. ბარძაყზე ნაჭერს იჭერს, თუმცა სისხლი დენას არ წყვეტს. მეორე ხელში იარაღი უჭირავს და იქვე დაგდებული გვამით ხვდება რაც მოხდა.

"ეს როგორ..."

"უბრალოდ აქედან წავიდეთ კარგი?" ლუი სიტყვას აწყვეტინებს. დაქანცულ თვალებს არიდებს. დაიღალა. დაღლა, ამ სიტყვას ახლა დიდი ძალა შინაარსი აქვს, რადგან ეს სიტყვა ლუის თვალებს ეტყობა, თითქოს მის ფერსაც ცვლის. ახლა უფრო მკრთლია და დაცლილი. შეუძლია იარაღი შუბლზე მიიდოს და დაღლა დაასრულოს, მაგრამ იქ ყოველთვის არის ერთი მაგრამ და ის ახლა მის წინ დგას, სიხარულის ცრემლები გაუაზრებლად სდის და ლუიმ იცის რომ ის არასოდეს შეეგუება.
"რამდენი საათი?"

ჰარი ჯიბიდან ტელეფონს აცურებს და ლუი თავისუფლად კითხულობს შეტყობინებას.

"Excommunicado in one hour!"

თუ ცოტა დაიბენით, შემდეგ თავში ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს გაიგებთ.

Ophelia

Excommunicado | L.SWhere stories live. Discover now