V

220 29 47
                                    

"He lives with a broken man
A cracked polystyrene man
Who just crumbles and burns"

ლუის დიდი ხნის შემდეგ, პირველად, სასიამოვნო შეგრძნება აღვიძებს.

მის სხეულზე გრძელი, ცივი თითები დასრიალებენ და ჭრილობებს ნაზად ხაზავენ.

შეხებებზე აჟრჟოლებს, მაგრამ მთლიანობაში ძალიან თბილად და კომფორტულადაა. შიშველ სხეულზე სხვისი სხეულის და საბნის სიმხურვალეს გრძნობს.

დიდი ხნის შემდეგ პირველად დაიძინა ცრემლიანი თვალების, ან ალკოჰოლის გარეშე, ამიტომ მისი სახე და თავი დამშვიდებულია.

ჯერ არც აპირებს ფიქრებს თავის ატკივების უფლება მისცეს. ცოტა ხნით მაინც უნდა თავი მშვიდად იგრძნოს.

"ძალიან გამხდარი ხარ პატარავ."

ჰარი ამის საშუალებას არ აძლევს, რადგან ხმას იღებს და ლუის ახსენდება, რომ მისი სიმშვიდის დარღვევის მიზეზი წინ უწევს.

სხეულიდან ჰარის ხელებს იშორებს და მძიმე ამოოხვრით ზურგს აქცევს.

ჰარი მაინც არ ნებდება და ლუის ზურგზე პატარა კოცნებს ტოვებს. ჯერ მხრებთან, შემდეგ კი მის ხერხემალს მიუყვება.

ლუის ოდნავ კიდეც ეღიმება, მაგრამ სახე ბალიშში აქვს ჩარგული და ჰარის ამის დანახვა არ შეუძლია.

როცა ლუის ისევ არ აქვს რეაქცია ჰარი მკლავში უხეშად ექაჩება და ზურგზე აგდებს თვითონ კი მის ზემოთ ექცევა. ალბათ ასე ძალიანაც არ ფიქრობდა, მაგრამ ლუის სახე ტკივილისგან იმანჭება.

"ბოდიში" ჰარი მხოლოდ ამას ლუღლუღებს.

"ჰარი ჩემიდან გადადი." ლუის უნდა სიმშვიდე შეინარჩუნოს.

"მმმ გუშინ ამას არ მთხოვდი" ჰარის სახეზე ეშაკურ ღიმილს იკრავს და ლუის ყელს კბილებს უჭერს. ლუი ტკივილისგან და მოულოდნელობისგან ოდნავ კივის, თუმცა ტკივილი მაშინვე ქრება, როცა ჰარი ნაკბენ ადგილს წოვს ბოლოს კი კოცნის.

Excommunicado | L.SWhere stories live. Discover now