სინანულის გრძნობა

83 8 22
                                    

დილით ჰერმიონმა ადრე გაიღვიძა მოემზადა და დიდ დარბაზში ჩავიდა ისაუზმა ჯინისთან ერთად და წავიდა გაკვეთილზე. ყოველი დღე ერთნაირი იყო მოწყენილობა სუფევდა ჰერმიონს კი არ უნდოდა იმის აღიარება რომ ვიღაცა აკლდა. დღეებს სულ ბიბლიოთეკაში ატარებდა. მადამ პომფრიც ჩამოვიდა დრაკო ძალიან მალე გამოწერეს ჰერმიონს არ სურდა საერთო ოთახში ასვლა იცოდა რომ დრაკო ელოდა. ჰერმიონი ბიბლიოთეკაში დარჩა ყველაფერი დაწერა და ისწავლა შემდეგ კი წავიდა კოშკში იცოდა ვინც ელოდა. საერთო ოთახში შევიდა მაგრამ არავინ დახვდა ძალიან გაუხარდა თავის ოთახში შევიდა უცბად და კარები ჩაკეტა წიგნები მაგიდაზე დაალაგა და კარადისკენ წავიდა კარადის კარი გააღო და სურპრიზი მიაყვირა ვიღაცამ და ჰერმიონს მოახტა. ჰერმიონი მოულოდნელობისგან ქვემოთ გაიშხლართა და თავზე მალფოი დაეცა. ცოტა ხნით გაშეშებული იყო მაგრამ უცბად მოვიდა აზრზე და დრაკო მოიშორა.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ რა გინდა ამ საღამოს ჩემს კარადაში? როგორ გაბედე აქ შემოსვლა მალფოი?
-პირველ რიგში ვიცი რომ ცოტა ნორმალური არა ვარ მეორე მშვენივრად შემოვედი შენს ოთახში და მესამე სურპრიზი მოგიწყვე არ გიხარია ჩემი გამოწერა?თქვა დრაკომ და გაიკრიჭა.
-სულაც არა შენა გარეშეც მშვენივრად ვიყავი და ზედმეტიც ხარ აქ გაიგე მეორეჯერ არ გაბედო ჩემს ოთახში შემოსვლა და რაც გინდა ის გიქნია უბრალოდ შემეშვი მალფოი ნერვებზე მიზიხარ და ძალიან მაწუხებ უპასუხა ჰერმიონმა
დრაკოს კი ნამდვილად ეწყინა მისი სიტყვები გულის სიღრმეში რაღაცა ჩაწყდა მაგრამ არაფერი შეუმჩნევია და გაიღიმა.
-დიდი მადლობა ასეთი დაუვიწყარი სიტყვებისთვის თქვა გულდამწყდარმა დრაკომ
-შენ მე გამაგიჟებ რა გეგონა იმ დღის შემდეგ როდესაც შენ მე გამომაგდე იქიდან ამას დაგივიწყდები და თავზე ხელს გადაგისვამდი თუ ასე გეგონა ძალიანაც შემცდარხარ უთხრა ჰერმიონმა
-ვიცი გრეინჯერ მეც მახსოვს ყველაფერი იმ დღიდან როდესაც გაგიცანი. იცი იმ დროს ძალიან მომეწონე მაგრამ შენი სისხლის სტატუსი რომ გავიგე ჩემი მშობლებისგან მათ შემაძულეს ყველა მაგლი ყველა და მათ შორის შენც ჰერმიონ. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმისი იმედი რომ ოდესმე შენს გვერდით ვიქნებოდი. მაგრამ ამაოდ იმის შემდეგ გამიქრა ეს იმედები და ერთგვარი ოცნება როდესაც სიკვდილის მხვრელად შემრაცხეს და ამ დამპალი ნიშნით დამასაჩუქრეს თქვა დრაკომ და პერანგი აიწია ყოველ დღე მაწუხებს ეს ნიშანი არ შემიძლია ამისი გაძლება ამ ნიშნის გამო ყოველთვის მძულდება საკუთარი თავი.მე ვნანობ ჩემს სიტყვებს მე ვცდილობ რომ გამოვსწორდე მაგრამ არ გამომდის ვიცი რომ იმ დღეს გული გატკინე ვიცი რომ არ მაპატიებ იმიტომ რომ მართალი ხარ არ გამტყუვნებ მე არაფერს ვიმსახურებ და ბოდიში რომ გაგიმწარე ეს 7წელი დაასრულა დრაკომ და ოთახიდან გავიდა.ჰერმიონს ცრემლები წამოუვიდა ერთგვარად შეეცოდა მაგრამ ჰერმიონსაც უყვარდა დრაკო ძალიან.
დილით ადრე გაიღვიძა და დიდ დარბაზში ჩავიდა სასაუზმოდ ჰერმიონი ჰარის გვერდით დაჯდა სანამ მივიდოდა კი რონსა და ჯინის დაეხოცათ ერთმანეთი
ჰარი კი მათ ჩხუბს გაფაციცებული უსმენდა. ჰერმიონმა ჰკითხა ჰარის
-რა მოხდა??
-რა და დახოცეს ერთმანეთი მე კი ყურებიდან სისხლი მომდის ამათი ჩხუბის მოსმენაში უპასუხა ჰარიმ
-რა? უთხრა ჰერმიონმა
-რა და ჯინი და ლევენდერი რაღაცაზე წაჩხუბდნენ მეც არ ვიცი ნორმალურად ჯინიმ თმები დააწიწკნა ლევენდერს. ლევენდერმა კი ვერაფერი დააკლო და რონს მოუყვა ყველაფერი. რონი კი ვითომ გმირი თავის შეყვარებულს იცავს. თავის დასთან თავისი ჭკუით ვითომ ლევენდერს აფარებს ხელს. და რავიცი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თქვა ჰარიმ და ჭამა განაგრძო.
ჰერმიონმა ისაუზმა ჯინი და რონი კი ისევ ხოცავდნენ ერთმანეთს.
ჰარი და ჰერმიონი კი ტრანსფიგურაციის გაკვეთილზე წავიდნენ ერთად დაჯდნენ მათ გვერდით კი ზაბინი და დრაკო იჯდნენ. ჰერმიონს გაკვეთილზე პირი არ გაუჩერებია მასწავლებელზე მეტს საუბრობდა შემდეგ უცბად რაღაც პატარა წერილი მოფრინდა დრაკოსგან იყო
გრეინჯერ ამ საღამოს 20:00საათზე ასტრონომიის კოშკში გელოდები რაღაცაზე უნდა გესაუბრო. დ.მ
ჰერმიონმა წერილი ჩანთაში ჰარისგან მალულად შეინახა. გაკვეთილები მორჩა თუ არა ჰერმიონი ბიბლიოთეკაში წავიდა.იქ ჯინი ნახა ჯინიმ ყველაფერი უამბო თუ რა რაღაც სისულელეზეც წაჩხუბდნენ. ჰერმიონმა ჯინის ყველაფერი მოუყვა ჯინისაც მოულბა ცოტა გული დრაკოს მიმართ.
და ჰერმიონს უთხრა.
-არვიცი ჰერმ მე ნუ მომისმენ შენს გულს მიენდე და თუ გინდა წადი და თუ არა არ წახვიდე ვხვდები რომ შენც გაგაჩნია მის მიმართ გრძნობები. უთხრა ჯინიმ და გაუღიმა.
-ჰერმიონი კარგა ხნით ჩაფიქრდა მაგრამ ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა.მაგრამ დიდი დრო იყო 20:00 სთ-მდე დარჩენილი. პირველ რიგში ბიბლიოთეკაში წავიდა და ძალიან მალე მოისწუმრა გაკვეთილები და დავალებები მალევე დაწერა მის გვერდით ერთი მეორე კურსელი მოსწავლე იჯდა და რაღაცაზე ტვინს იჭყლეტდა წიგნებს ეძებდა მაგრამ დავალება ვერ დაეწერა მასთან ჰერმიონი მივიდა და გულდასმით გადაიკითხა მისი დავალება ჰერმიონს ეს მასალა დიდი ხნის წინ ესწავლა მაგრამ ყველაფერი ნათლად ახსოვდა. და პატარა გოგონას დაეხმარა და მალევე მორჩა მის დავალებას გოგონას ისე გაუხარდა რომ ჰერმიონს ჩაეხუტა და დიდი მადლობა გადაუხადა ჰერმიონს კი ისეთი შეგრძნება გაუჩნდა რომ თითქოს ვიღაცა თვალს არ აშორებდა უკან მიტრიალდა მაგრამ მათ გარდა არავინ იყო შემდეგ კი იფიქრა მომეჩვენაო დაავლო ნივთებს ხელი და წავიდა არ იცოდა სად წასულიყო გადაწყვიტა ნივთები ზემოთ აეტანა და შემდეგ გარეთ ტბასთან გაესეირნა. წავიდა კოშკში საერთო ოთახში დრაკო დახვდა მაგრამ მისკენ არც გაუხედავს თავის ოთახში შევიდა ნივთები დაალაგა მაგრამ ნახა რომ მის ოთახს დალაგება სჭირდებოდა გადაიფიქრა გარეთ გასვლა და ოთახის დალაგებას შეუდგა არა ჯოხით არამედ თავისი ხელებით ყველა მაისური და პერანგი კარადიდან გადმოყარა და ლამაზად დაკეცა მტვერი გადაწმინდა თმა დავარცხნა და მაღლა აიწია თავისი ოთახი ლამაზად დაალაგა საათს დახედა და მართლაც დიდი დრო გასულიყო არ 19:00 საათი იყო არ იცოდა რა ექნა ამიტომაც თავის ოთახში დარჩა. გაიგონა თუ როგორ გავიდა დრაკო საერთო ოთახიდან. ჰერმიონმა წიგნს დაავლო ხელი და კითხვა გადაწყვიტა წიგნის კითხვას ისე შეჰყვა რომ დრო გამოეპარა 20:40 უცბად წამოხტა მოემზადა და ასტრონომიის კოშკისკენ წავიდა კიბეებს აუყვა და თან ძალიან დაიღალა მაგრამ ასტრონომიის კოშკში არავინ დახვდა დაიარა მაგრამ მის გარდა არავინ იყო უცბად კი სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა უკნიდან და ვიღაცამ კიბეზე ჩაირბინა სწრაფად ჰერმიონმა ვერ მოასწრო თვალის შევლება 21:00 საათამდე ასტრონომიის კოშკში იყო მერე კი წავიდა ძალიან გულდამწყდარი.ავიდა კოშკში და თავის ოთახში შევიდა საერთო ოთახში არავინ იყო ჰერმიონმა გამოიცვალა და პირდაპირ დაწვა დიდი ხანი არ დაეძინა ნანობდა რომ მივიდა საერთოდ ასტრონომიის კოშკში და ამაზე ფიქრებში ჩაეძინა.
**************************************************
დრაკო ღამის 00:00 საათზე ავიდა საერთო ოთახში და თავისი ოთახისკენ გასწია და პირდაპირ დაწვა მან ვერ გაბედა იმისი თქმა რაც ასე ძლიერ აწუხებდა მას ის უყვარდა ძალიან და ნანობდა კიდეც რომ ტყუილად დაიბარა და აწყენინა ჰერმიონს მაგრამ ის ფიქრები ჰკლავდა რომ შესაძლებელი იყო რომ ჰერმიონს არ უყვარდა ამ ფიქრებში კი მასაც ჩაეძინა.

სიᲫულვილიდან სიყვარულამდე (დრამიონი)Where stories live. Discover now