დილით ჩვეულებრივ ავდექი, მოვემზადე თითქმის 1 საათი იყო დარჩენილი საუზმემდე, ამიტომ გადავწყვიტე დრაკოს ოთახში შევსულიყავი.
ფრთხილად დავაკაკუნე მაგრა არავინ გამცა ხმა, ამიტომ ფრთხილად შევედი მის ოთახში. მას ეძინა ისე ტკბილად ძილში ეღიმებოდა და უცოდველ კრავს გავდა.
ჰერმიონი მივიდა და იქვე ჩამოჯდა თხუთმეტი წუთის შემდეგ დრაკო ცოტათი შეირხა თვალები გაახილა თუ არა იყვირა
-ღმერთო ჩემო ჰერმიონ როგორ შემაშინე უთხრა დრაკომ
-რატომ შეგაშინე ბატონო ჩემთვის ვიჯექი ეს შენ გამიხეთქე გული დილითვე მამალივით რომ ყვირი თქვა ჰერმიონმა-დროა ადგე მძინარე მზეთუნახავო უთხრა და ოთახიდან გავიდა
დრაკო გონს ვერ მოსულიყო შემდეგ უცბად წამოხტა და მოემზადა.
ოთახიდან გამოვიდა და სავარძელში მჯდომ ჰერმიონს გადაეყარა-მოემზადე? ჰკითხა ჰერმიონმა
-კი უპასუხა დრაკომ
-კაი აბა წავიდეთ თქვა ჰერმიონმა და ხვრელში გადაძვრადრაკოც მას გაჰყვა
საერთო დარბაზში ჩავიდნენ და მათი გზები გაიყო დრაკო სლიზერინის მაგიდისკენ წავიდა ჰერმიონი კი გრიფინდორის მაგიდისკენ ორი ადგილი იყო ერთი ჰარისა და რონის შუაში მეორე კი სიმუსისა და ნევილს შორის
ჰერმიონი სიმუსისა და ნევილს შორის დაჯდა და თეფშზე გადაიტანა საჭმელი შორიდან თვალი დრაკოს მზერას მოჰკრა ჰერმიონს ჩაეღიმა და ჭამა განაგრძო. ასევე იგრძნო ორი მბურღავი მზერა რომლისთვისაც ჰერმიონს ყურადღება არ მიუქცევია წამოდგა და გაკვეთილზე წავიდა პირველი ბნელი-ძალებისგან თავდაცვის გაკვეთილი იყო გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა მაგრამ ჰარი და რონს მისთვის თვალი არ მოუშორებიათ მეორე გაკვეთილი ტრანსფიგურაცია იყო სადაც დრაკოც იყო ჰერმიონი მის გვერდით დაჯდა და წიგნები ამოიღო გაკვეთილი დაიწყო ჰერმიონისთვის ეს გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა გაკვეთილების ბოლოს კი დრაკომ ხელი მოკიდა და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და კარები ჩაკეტა.
-დრაკო რას აკეთებ უთხრა ჰერმიონმა
-უნდა ამიხსნა რა მოხდა თქვენს შორის რატომ ხარ მათგან გარიყული და რატომ აღარ ხართ ერთად შენ ჰარი და რონი რა მოხდა თქვენს შორის?
-არაფერი მომხდარა უბრალოდ ვიჩხუბეთ და მორჩა უპასუხა ჰერმიონმა
- და რაზე იჩხუბეთ? ჰკითხა დრაკომ
-სისულელეზე ვიჩხუბეთ ახლა კი გავიდეთ აქედან თქვა ჰერმიონმა
-არ მჯერა უპასუხა დრაკომ
-მატყუებ ხომ სანამ არ მეტყვი რაზე იჩხუბეთ მანამდე არ გაგიშვებ აქედან. დაამატა დრაკომ
-დრაკო ვერ გეტყვი თქვა ჰერმიონმა
-ჩემზე უთხარი ხომ? ჩემს გამო იჩხუბეთ თქვა დრაკომ და თავი დაბლა დახარა
-ვიცოდი რომ არ მიმიღებდნენ განაგრძო მან
-არა შენ იდეალური ადამიანი ხარ ისინი შენ არ გიცნობენ როგორც მე ისინი ვერ გაიგებენ ამას ამიტომ არ მინდა მათთან ყოფნა მე შენთან ვრჩები თქვა ჰერმიონმა და დრაკოს ჩაეხუტა
დრაკომაც მოხვია ხელები
-არა ჩემო პრინცესა შენ მათ ვერ ჩამოშორდები მე არ მინდა თქვენი მეგობრობის დანგრევა არ შემიძლია თქვა დრაკომ თუნდაც ჩვენი ურთიერთობის ფასად დამიჯდეს შენ მათთან ყოველთვის ბედნიერი იყავი და მე ვერ ჩამოგაშორებ მათ უთხრა დრაკომ და ცრემლები ძლივს შეიკავა
-არა მე არ შემიძლია შენს გარეშე არ ვარ ბედნიერი შენ მჭირდები შენთან მინდა ყოფნა იმიტომ რომ მიყვარხარ უთხრა ჰერმიონმა
-მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა საჭირო ჩემო კარგო დაიმახსოვრე რომ შენ ჩემს გულში უდიდესი ადგილი გიკავია თქვა დრაკომ და წასვლა დააპირა მაგრამ ჰერმიონმა შეაჩერა
- გთხოვ არ წახვიდე თქვა ჰერმიონმა და უკნიდან მიეხუტა
-ამ ჯერად ბოლოჯერ ვცდი თქვა დრაკომ და ჰერმიონს ჩაეხუტა ასე იდგნენ დაახლოებით ხუთი წუთი შემდეგ კი წავიდნენ საერთო ოთახში ორივე ბუხრის წინ ჩამოსხდნენ უცბად ბო მოვიდა და ჰერმიონს ჩაუხტა კალთაში და თავი ტკბილად დადო ჰერმიონის ფეხზე. ჰერმიონმა ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და კატას მოეფერა შემდეგ დრაკოს შეხედა
-არ გინდა სცადო? უთხრა დრაკოს
ჰერმიონმა
-არა მადლობა იყოს
თქვა დრაკომ და გვერდით გაიწია
-კაი რა რისი გეშინია მე ხომ აქ ვარ თქვა ჰერმიონმა
შემდეგ დრაკოსთან მიიწია ხელი მოკიდა და კატაზე დაადებინა ხელი კატა ცოტა უხერხულად კი იყო მაგრამ შემდეგ დრაკომ თავზე გადაუსვა ხელი რა დროსაც კატა ახტა და დრაკოს კალთაში ჩახტა
-ჰჰ... ჰჰ..ჰე რმიონ თქვა დრაკომ
-ნუ გეშინათქო უთხრა ჰერმიონმა
ბო გემრიელად იყო მოთავსებული თვალები ეხუჭებოდა შემდეგ კი ჩათვილმა ჰერმიონს გაეცინა შემდეგ კი თავის ოთახში გავიდა რამდენიმე წუთის შემდეგ დრაკოს რაღაცის დამსხვრევის ხმა მოესმა რა დროსაც სწრაფად წამოხტა კატაც დაივიწყა და ყველაფერი ბო ჰაერში მძინარე დაფრინავდა და საბოლოოდ ბოლოს დავარდა კატა გაბრაზდა და წავიდა დრაკო უცბად შევარდა ჰერმიონის ოთახში.
-კარგად ხარ?
-კი კი უპასუხა ჰერმიონმა
ლარნაკი დამივარდა შემთხვევით
-რამე ხომ არ დაიზიანე ჰკითხა დრაკომ
-არა კარგად ვარ! თქვა ჰერმიონმა და ლარნაკი გაამთელა.
მეორე დღეს ორივე ერთად ჩავიდნენ დარბაზში ყველა მათ უყურებდა ორივემ ერთმანეთს შეხედეს და თავ-თავიანთი მაგიდებისკენ წავიდნენ.
დრაკო ზაბინის გვერდით დაჯდა.
-რამე ხომ არ გაქვს მოსაყოლი მეგობარი ჰკითხა ზაბინიმ
-კი თქვა დრაკომ
-ვიცი რაც უნდა მითხრა შენ და გრეინჯერი ერთად ხართ თქვა ზაბინიმ
- და შენ საიდან იცი? ჰკითხა დრაკომ
-ყველამ იცის თქვა ზაბინიმ და სენდვიჩი ჩაკბიჩა
-კარგი ამბავიც მაქვს თქვა ზაბინიმ
-რა? ჰკითხა დრაკომ
-რა და პენსის ახალი შეყვარებული ჰყავს თქვა ზაბინიმ
-და ვინ? ჰკითხა დრაკომ
-ერთი ჰაფლეპაფელია გაჩე გავიხსენო რა ქვია რაღაცნაირი სახელი აქვს გაჩე ჯასტინ ფუჩეჩი თუ რაღაც მაგდაგვარი
საუბარში შემდეგ გოილი ჩაერია
-ფუჩეჩი არა ჩიჩილაკი იდიოტო თქვა გოილიმ.
ზაბინი დაეჯხანა და სენდვიჩის ჭამა განაგრძო
-დრაკო მაგას ჯასტინ ფინჩ-ფლეჩელი ჰქვია უთხრა გოილიმ
-სადღაც კი გამიგია ეგ სახელი თქვა დრაკომ და ჭამა განაგრძო
-გრიფინდორის მაგიდასთან სიჩუმე იყო ზოგი ჭამდა ზოგი კი უბრალოდ ჩაფიქრებულიყო ჰარი და რონი ჰერმიონს უყურებდნენ ჯინი კი დიალოგის აწყობას ცდილობდა რაც არ გამოსდიოდა.
ნადიმი დასრულდა.
ჰერმიონი მარტო წავიდა შხამ-წამლების კლასისკენ რა დროსაც მხარზე იგრძნო ორი ხელი რომელმაც სადღაც კლასში შეიყვანა სადაც სრული სიბნელე იყო.
-რა ჯანდაბაა თქვა ჰერმიონმა
-ჩვენ ვართ თქვა ნაცნობმა ხმამ.
-გამიშვით ახლავე გაკვეთილზე მაგვიანდება თქვა ჰერმიონმა
-არსადაც წახვალ თქვა ხმამ რომლის პატრონი ჰარი იყო
-რა გინდათ ჩემგან? თქვა ჰერმიონმა
-საუბარი თქვა რონმა
-და რა თემაზე?
-მალფოიზე თქვა ჰარიმ
-იციდეთ რომ რაც არ უნდა გააკეთოთ მე დრაკოს არ დავშორდები არასდროს და თუ ამის გამო ხართ აქ შეგიძლიათ ახლავე წახვიდეთ თქვა ჰერმიონმა.
-ჰერმიონ გვისმინე ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ რომ მალფოი მივიღოთ ისე როგორც მეგობარი მხოლოდ შენს გამო რადგან შენ არ დაგკარგოთ თქვა ჰარიმ
-ამ დღეების მანძილზე ძალიან გვაკლდი შენს გარეშე ჩვენ არაფერი ვართ. თქვა რონმა
-ორ სულელს შორის ერთი ჭკვიანი და მზრუნველი ხომ უნდა ერიოს არა თქვა ჰარიმ
-არასოდეს არ დამავიწყდება ის სიტყვები რომლებიც რემუს ლუპინმა გითხრა როდესაც გამოიცანი რომ მაქცია იყო მან გითხრა რომ შენი ასაკისთვის ძალიან გამჭრიახი გონება გაქვსო თქვა რონმა
-და ეს გამჭრიახი გონება გვაკლია თქვა ჰარიმ
-შენს გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ერთად ყოფნა შენს გარდა ჩვენ არაფერი ვართ თქვა რონმა
-ძალიან მოგვენატრე გვჭირდები და გვაკლიხარ თქვა ჰარიმ
-ბიჭებო თქვა ჰერმიონმა რომელსაც გული აუჩუყდა
ორივე გულში ჩაიკრა სამივემ ერთმანეთს ხელები მჭიდროდ მოხვიეს
-მიყვარხარ ჩემო დაიკო თქვა ჰარიმ
-მიყვარხარ ჩემო ჭკვიანო დაიკო თქვა რონმა
-მიყვარხართ ჩემო ძამიკოებო თქვა ჰერმიონმა და კვლავ ჩაეხუტა მათ
შემდეგ ოთახიდან გამოვიდნენ გაკვეთილი დასრულებულიყო
გაკვეთილების ბოლოს ჰერმიონმა ჯინის ყველაფერი მოუყვა ჯინი კი გახარებული იყო
-ვაიმე რა კარგია თქვა ჯინიმ და ჰერმიონს ჩაეხუტა
შემდეგ ჰერმიონი ბიბლიოთეკაში წავიდა სადაც დრაკო დახვდა
-როგორ ხარ ჩემო პრინცესა თქვა დრაკომ
-ძალიან კარგად ვარ თქვა ჰერმიონმა
-და რატომ? ჰკითხა დრაკომ
-რატომდა ჰარიმ და რონმა მითხრეს რომ მიგიღებენ ისე როგორც მეგობარს თქვა ჰერმიონმა
-ღმერთო ჩემო თქვა დრაკომ და ჰერმიონს ჩაეხუტა
შემდეგ ორივე საერთო ოთახში ავიდნენ და ორივეს დივანზე ჩაეძინათ შემდეგ კი ბო მივიდა მათ შუაში ჩახტა და გემრიელად დაიძინა.
***************************************
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ მიყვარხართ ყველა ძალიან 💖💖💖💖💖💖
![](https://img.wattpad.com/cover/277034482-288-k996048.jpg)
ESTÁS LEYENDO
სიᲫულვილიდან სიყვარულამდე (დრამიონი)
Fanfic-მომᲨორდი ბინᲫურსისხლიანო, ხელები ახლახან დავიბანე, Შენთვისვე აჯობებს მოᲨორდე აქედან!