დილით ჰერმიონმა ადრე გაიღვიძა მოემზადა და საერთო ოთახში გავიდა სადაც დრაკო დახვდა რომელიც ოთახიდან გამოდიოდა ჰერმიონს არც შეუხედავს ისე წავიდა დრაკო უკან გაჰყვა.
დარბაზში ჩავიდა და რონისა და ჯინის შორია დაჯდა ჯინი დაინტერესებული აკვირდებოდა და თვალებით ანიშნებდა რა მოხდაო ჰერმიონმა ისაუზმა და გაკვეთილზე წავიდა. ჯინის გაყოლა უნდოდა მაგრამ ჰარიმ გააჩერა რაღაც უნდა გითხრაო. ჰერმიონი გაკვეთილზე წავიდა და ცარიელ ადგილას დაჯდა გაკვეთილი დაიწყო და ვიღაცამ ლამის კარი შემოანგრია მალფოი იყო ჰერმიონისკენ მოდიოდა და მის გვერდით დაჯდა პროფესორმა საყვედური უთხრა მაგრამ მალფოის არც გაუხედავს. გაკვეთილი გაგრძელდა ძალიან დიდ ხანს ჰერმიონი კი გრძნობდა რომ მალფოი თვალს არ აშორებდა.
-რას მომაშტერდა მალფოი? ჰკითხა ჰერმიონმა
-რა?
-რა და რაც გაიგე უპასუხა
-სულაც არ გიყურებდი მოჩვენებები დაგეწყო?უპასუხა მალფოიმ და ურცხვად გაიცინა
-მოჩვენებები რომ გამჩენოდა გუშინ ტყუილ-უბრალოდ არ ავიდოდი ასტრონომიის კოშკში და თურმე მომჩვენებია რომ გუშინ ავედი თუ არა ვიღაცა კისრის-ტეხით რომ ჩარბოდა ქვემოთ უპასუხა ჰერმიონმა
-მალფოი გაწითლდა და უპასუხოდ გადაჯდა და ზაბინის მიუჯდა.
გაკვეთილი დასრულდა თუ არა ჰერმიონი ეგრევე გავიდა გარეთ და ჯინისთან წავიდა ყველაფერი მოუყვა ჯინი კი ჰერმიონზე უფრო გაბრაზდა და ძლივს შეიკავა ჰერმიონმა მალფოისკენ რომ არ წასულიყო და არ ეთერია თმებით.
ჰერმიონი გაკვეთილზე წავიდა ჯინი კი ბიბლიოთეკაში სადაც ზაბინის გადააწყდა ჯერ ზაბინის მოუწყო ერთი ამბავი დრაკოს გამო ორივე ისე ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს რომ მოკლეს ერთმანეთი და ბიბლიოთეკიდან გააგდეს
-შენს დამპალ მეგობარს გადაეცი მეორეჯერ ჩემი ჰერმიონი არ აწყენინა თორემ გეფიცები ყველას ერთად გადაგწვავთ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები უყვიროდა ჯინი
ზაბინი კი მირბოდა არ გამომეკიდოსო და არ მომკლასო.
ჯინი კი თავის გზას გაუყვა და მისნობის გაკვეთილზე წავიდა.გაკვეთილების ბოლოს ჰერმიონი პირდაპირ ბიბლიოთეკაში წავიდა დავალებები მოისწუმრა ყველაფერი დაწერა და ისწავლა. ამ დროის მანძილზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც მალულად უთვალთვალებდა მაგრამ არაფერი უთქვამს ისე წავიდა საერთო ოთახში გაზში კი მალფოი დაეწია ჰერმიონს არაფერი უთქვამს ისე აუყვა კიბეს ბოლოს კი აიარა ბოლო საფეხური და ხვრელში გაიარა მალფოიც უკან მოყვებოდა.
-რატომ დამყვები კუდში? ჰკითხა ჰერმიონმა და ცალი წარბი ასწია
-სულაც არა. საიდან მოგაქვს ეს სისულელეები უპასუხა დრაკომ
-კარგი ამჯერად ასე იყოს მაგრამ მეორე ჯერზე გამოგხედავ ბიბლიოთეკაში და შეგახსენებ რომ თვალები არ ამოგივარდეს. თქვა ჰერმიონმა და დრაკო დაჩაგრული ბავშვივით დატოვა
-ჯანდაბა რა იდიოტი ვარ ღმერთო ჩემო როდის მომემატება ეს ჭკუა! რა სულელი ვარ! და ესეც რა მიკროსკოპი მყავს!არ ვიცი და ვითომ მუდის ხომ არ აახია თვალი? ვაიმე ეს ხომ გრეინჯერია ყოველთვის ყველაფრისმცოდნე ჭკუისკოლოფი ეს გოგო მე გადამრევს! უკვე გადამრია თითქმის.როდის იყო ჩემს თავს რომ ველაპარაკებოდი? ვაიმე მეც რა იდიოტი ვარ მიშველეთ ვინმემ! თქვა მალფოიმ და წავიდა თავის ოთახში და დაწვა მაგრამ ვერ დაიძინა როგორც ყოველთვის ბოლოს კი ჩაეძინა.
***********
დილით ჰერმიონს ადრე გაეღვიძა და როგორც ყოველთვის მოემზადა და ჩავიდა სასაუზმოდ ჯინის კი ჰერმიონისთვის მის გვერდით ჰქონდა ადგილი შენახული და არავის აჯენდა ამის გამო ხომ კინაღამ მიასიკვდილა თავისი ძმა. ჰერმიონი ჯინის მიერ შენახულ ადგილას მოკალათდა და ისაუზმა შემდეგ კი ჯინისთან ერთად წავიდა შხამ-წამლებზე გაკვეთილზე ლამის ორივეს ჩაეძინა და სლაგჰორნი მაგის აზრზეც არ იყო. ვიღაც გრიფინდორელი უყვებოდა თუ როგორ დაამარცხა მისმა დიდმა ბაბუის ბაბუამ უზარმაზარი ორი დრაკონი ერთდროულად პროფესორი კი განცდებში იყო. მთელი გაკვეთილი მაგაზე საუბრობდნენ, მერე ვიღაცა სლიზერინელმა დაიწყო მოყოლა თუ როგორ შემთხვევით გადაარჩინა მან თავისი ვირთხა კატისგან და ამდენ ჭორაობაში გაკვეთილიც დასრულდა.შემდეგ ჰერმიონი ტრანსფიგურაციაზე წავიდა გაკვეთილია როგორც ყოველთვის იდეალურად ჩაიარა იმის ჩათვლით რომ ყველაზე კარგად დავალება ჰერმიონს ჰქონდა შესრულებული და მაკგონაგელისაგან შექებაც დაიმსახურა, ამან ცოტა ხასიათი გამოუკეთა შემდეგ გაკვეთილების ბოლოს ასტრონომიის კოშკში ასვლა გადაწყვიტა. მაგრამ უკვე იქ ვიღაც იყო ნაცნობი სილუეტი. ჰერმიონი მიხვდა ვინც იყო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ დარჩენა სთხოვეს.
-რა გინდა მალფოი აქ? უთხრა ჰერმიონმა
-მე ყოველთვის ვარ აქ? უპასუხა დრაკომ
-და რატომ? რა გესაქმება აქ? თქვა ჰერმიონმა
-ვიღაცას ველოდები? თქვა მალფოიმ
-ააა და მე გიშლი ხელს ხომ? უთხრა ჰერმიონმა
-არა სულაც არ მიშლი ხელს, შეგიძლია დარჩე!
-არა, მადლობა არაა საჭირო დარჩენა მე წავალ შენნაირი უსაქმური არ გეგონო უპასუხა ჰერმიონმა
-ააა უსაქმური ვარ მე? გაიკვირვა მალფოიმ
-ისე მეუბნები არ იცოდე? შეეპასუხა ჰერმიონი და ცხვირი აიბზუკა
- კაი, კაი ახლა აქ იმისთვის არ ვარ რომ გეკამათო და მაგისი თავიც არ მაქვს! უთხრა მალფოიმ
-აბა რა გინდა? ჰკითხა მშვიდად ჰერმიონმა.
-იცი მე ბევრი რამ მინდა და განსაკუთრებით ის რომ მაპატიო! უთხრა დრაკომჰერმიონი ლამის გადაირია.
- რა თქვი? რაღაც ვერ გავიგე? რა უნდა გაპატიო? მითხარი რამდენჯერ უნდა გაპატიო მალფოი ან საერთოდ რატომ უნდა გაპატიო? რადგან ვიცი რომ ისევ დაუშვებ შეცდომას გამაგებინე რას მიკეთებ მალფოი რა ჯანდაბა გინდოდა იქნებ ახლა მაინც მითხრა?
-უბრალოდ მოიცადე და სულ მალე გაიგებ რისი თქმაც მსურდა ამ დროის განმავლობაში ახლა კი გთხოვ უბრალოდ მაპატიე და გეფიცები ეს აწი არ მოხდება გთხოვ ჩემო ჰერმიონ🥺❣️თავი შეისაწყლა მალფოიმ
-კარგი ეს ბოლო შანსია მაგრამ მეორედ გეფიცები რაც არ უნდა ქნა რომც მოვკვდე მაინც არ გაპატიებ უპასუხა ჰერმიონმა.
-კარგი კარგი ოღონდ შენ მაპატიე და გეფიცები არასდროს გაწყენინებ.
ჰერმიონი თავის ოთახში წავიდა მალფოი კი სიხარულისგან ზაბინი ჩაეხუტა
-ძმაო მაპატია მაპატია გაიძახდა დრაკო
-რა?ვინ?სად?როდის? ვისზე ამბობ საერთოდ? იკითხა გამოჩლუნგებულმა ზაბინიმ.
-რა და... დაიწყო მალფოიმ და ყველაფერი მოუყვა
ახლა ზაბინიც დახტოდა სიხარულისგან იმის გამო რომ ჯინისაც მოულბებოდა გული და არ გამოეკიდებოდა მოსაკლავად.
მეორე დღეს ჰერმიონმა ჯინის ყველაფერი მოუყვა ჯინის ძლივს მოულბა გული.ჰარი და რონი კი არაფრის აზრზე არ იყვნენ ჰერმიონი ხვდებოდა რომ ამ ბოლო დროს სულ არ რჩებოდა დრო თავისი ძმებისთვის ამიტომ გადაწყვიტა რომ ეპოვა თავისი ძმაკაცები და ესაუბრა მათთან.
ESTÁS LEYENDO
სიᲫულვილიდან სიყვარულამდე (დრამიონი)
Fanfic-მომᲨორდი ბინᲫურსისხლიანო, ხელები ახლახან დავიბანე, Შენთვისვე აჯობებს მოᲨორდე აქედან!