დილით ჰერმიონი ადრე ადგა მოემზადა და დიდ დარბაზში ჩავიდა. ჰარის გვერდით დაჯდა ყველას მიესალმა და ისაუზმა.შემდეგ რონთან და ჰარისთან ერთად წავიდა ჰერბიოლოგიაზე. მასწავლებელმა სამ-სამად დაჰყო მოსწავლეები და რთული დავალება მისცა მათ. რონი ჰარი და ჰერმიონი ერთად იყვნენ ჰარი და ჰერმიონი საქმეს შეუდგნენ რონი კი ბუზღუნებდა მეძინებაო ეტყობოდა რომ წინათ კარგად ვერ დაიძინა.
-რონ რა გჭირს გუშინ არ გეძინა? ჰკითხა ჰერმიონმა
-ვინ დაგაძინებს ჩემო ჰერმიონ ნევილმა ხო დაიწყო გუშინ ხვრინვა დინი ბანს აძლევდა სიმუსი ძილში ბოდავდა ჰარის კი მკვდარივით ეძინა. ბოლოს კი ვერ დავიძინე და მეძინება ახლა წაიბუზღუნა რონმა.
დავალებას შეუდგნენ მართლაც რთული იყო ბოლოს ძლივს მორჩნენ და გათავისუფლდნენ. შემდეგ მაგიის ისტორიაზე წავიდნენ იქ ჯინი დახვდათ მთელი გაკვეთილი საშინლად მოსაწყენი იყო. თითქმის ყველას სძინავდა რონი კი მთლად ხვრინავდა.პროფესორი კი ისეთი გართული იყო გაკვეთილის ახსნაში რომ არც არაფერი შეუმჩნევია. გაკვეთილების ბოლოს ჰარი რონი და ჰერმიონა ბიბლიოთეკაში წავიდნენ და შხამ-წამლების დავალება ერთად შეასრულეს ყველაფერი მოისწუმრეს და წამოვიდნენ გზაში ჰერმიონი ჯინის გადააწყდა ბიჭებს გამოემშვიდობა და ჯინისთან დაიწყო ლაპარაკი ყველაფერი მოუყვა.
-ესეიგი გაგებუტა? თქვა ჯინიმ
-ხო გამებუტა თქვა ჰერმიონმა
- რა მყავს ერთი ასეთი ბუტია საიდან მოვიდა ეს ბიჭი თუმცა მალფოია და უკეთეს რას უნდა მოელოდე თქვა ჯინიმ და ჩაიცინა.ბოლოს მეგობრები გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და წავიდნენ თავიანთ გზაზე. საერთო ოთახში ჰერმიონს დრაკო დახვდა.
ჰერმიონმა გადაწყვიტა თავის ოთახში შესვლა მაგრამ მალფოიმ შეაჩერა.
-რა გინდა მალფოი? ჰკითხა ჰერმიონმა
-ერთი კითხვა მაქვს, ყველაფერი რაც შენს თავს ხდება ყველაფერს უისლის უყვები?
იკითხა დრაკომ
-რაში გაინტერესებს? ჰკითხა ჰერმიონმა
-უბრალოდ მაინტერესებს თქვა მალფოიმ
-კაი ვუყვები მერე რა? ჰკითხა ჰერმიონმა
- რატომ უყვები? ᲙᲘᲗᲮᲕᲘᲗ უპასუხა დრაკომ
- ეს უკვე შენი საქმე არაა! ის ჩემი მეგობარია და რა თემაზეც მინდა იმაზე ვესაუბრები.როგორც შენ ზაბინის! უპასუხა ჰერმიონმა
-ზაბინი არ მიხსენო ის დაშინებულია და ეცადე მოაშორო შენი დაქალი უთხრა ჰერმიონს დრაკომ
-ეს უკვე ჩემი საქმე არაა თუნდაც მოკლას ეს მე არ მეხება უპასუხა ჰერმიონმა და თავის ოთახში შევიდა დაალაგა ოთახი კიდა ბოლოს დაწვა.ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა ჰარი და რონი ჰერმიონს არ ცილდებოდნენ სულ ერთად იყვნენ სადაც ჰერმიონი მიდიოდა ისინიც იქ მიდიოდნენ და დადგა შაბათი დილა მოსწავლეები ჰოგსმითში მიდიოდნენ ჰერმიონი მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა სადაც ისევ ჰარი და რონი დახვდათ
-აბა არ წავიდეთ? იკითხა რონმა
-კი, მაგრამ ჯინი სადაა? ჰკითხა ბიჭებს ჰერმიონმა
-დღეს არ იქნება. უთხრა ჰარიმ
-და რატომ? კვლავ იკითხა ჰერმიონმა
-გრძელი ენა რომ აქვს მაგიტომ არ იქნება უთხრა რონმა
-ვერ გავიგე
-რა არის ჰერმიონ და ტრელოუინიმ დასაჯა დამატებითი სამუშაო მისცა იმიტომ რომ პროფესორმა რაღაცა უთხრა მერე ჯინი ხომ იცი როგორიცაა სხვანაირად გაიგო და საკადრისი პასუხი გასცა. შემდეგ ტრელოუინიმ დასაჯა და სიტყვა არ დაესრულებინა ჰარის რონმა განაგრძო და არის ეხლა იქ დაბღვერილი ბაყაყივით. წმინდავს ტრელოუნის ჭუჭყიან ჩაის ჭიქებს. ჩემი აზრით უფრო უნდა დაესაჯა თქვა რონმა
-ღმერთო ჩემო რა მაგარი და-ძმობა გაქვთ თქვა ჰერმიონმა
-არ თქვა გადასარევი👌 უპასუხა ჰარიმ
-ჰერმიონს გაეცინა და ბიჭებს გაჰყვა ფილჩისკენ რომელსაც უდიდესი სია ეჭირა ხელში რომელსაც ბოლო არ უჩანდა და უჟმური სახით უცქერდა მისის ნორისი კი მის გვერდით იჯდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ბოლოს კი ჰოგსმითის გზას გაუყვნენ პირველ რიგში სამ ცოცხში შევიდნენ და გემრიელად მიირთვეს 3 ჭიქა ბურბურახი სამივენი მაგარ ხასიათზე იყვნენ შემდეგ ტკბილეულების მაღაზიაში შეცვივდნენ და გამოზიდეს ტკბილეულები რონი კი ძლივს გამოათრიეს. შემდეგ დაიყვნენ და სხვადასხვა მაღაზიებში შეცვივდნენ ჰერმიონი პირველ რიგში წიგნების მაღაზიაში შევიდა სადაც თითქმის არავინ იყო დაიარა წიგნების სექციები და ვიღაცას ისე მწარედ დაეჯახა რომ კინაღამ თავი წაძვრა და დაეცა. ვინ უნდა ყოფილიყო ის ვინც დაეჯახა რა თქმა უნდა გაუმეორებელი დრაკო ლუციუს მალფოი.
-კარგი რა გრეინჯერ მეხუმრები ყველგან შენ რატომ ხარ? თქვა დრაკომ
-მე ვარ ყველგან იქნებ გამაგებინო აქ რა გესაქმება ეს წიგნების მაღაზია და არ სხვა ამიტომ ჯობია წახვიდე ეს საშენო ადგილი არაა. უპასუხა ჰერმიონმა
-რატომ გგონია ერთი რომ მარტო შენ გაინტერესებს წიგნები? უთხრა დრაკომ
-აჰა და ჰოგვორტსისი ბიბლიოთეკაში ვერ დაეტიე? ჰკითხა ჰერმიონმა
-ჰოგვორტსისი დაპუტული წიგნების ყიდვას მირჩევნია აქ შევიძინო თქვა დრაკომ და ცხვირი აიბზუკა
- რაც გინდა ის გიქნია თქვა ჰერმიონმა და წავიდა
-ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ისე რომ არ ვიკამათოთ უთხრა თავის თავს დრაკომ
და ისეც წავიდა.
ჰერმიონმა ჰარი და რონი იპოვა და გზას გაუყვა ჰოგვორტსისკენ სადაც ჯინი ელოდა ჰერმიონი პირდაპირ გრიფინდორის საერთო ოთახში ავიდა და გოგოების ოთახისკენ გასწია ჯინი იქ დახვდა.
-რა პატივია ჩემი დედოფალი მოსულა თქვა ჯინიმ და ხელები გაშალა.
ჰერმიონი გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა
ჯინიმ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი
YOU ARE READING
სიᲫულვილიდან სიყვარულამდე (დრამიონი)
Fanfiction-მომᲨორდი ბინᲫურსისხლიანო, ხელები ახლახან დავიბანე, Შენთვისვე აჯობებს მოᲨორდე აქედან!