თავი 23

521 47 24
                                    


____________________________________

რა სჭირს?- ფიქრობდა ჯონის მოქმედებით გაკვირვებული ჯიმინი

სივიწროვის გამო მათი ზურგები ერთმანეთს ეხებოდა.ბატონი ხმას არ იღებდა რაც ჯიმინს აღიზიანებდა.

არ იკითხავს როგორ ვარ? ლამის მოვკვდი!- ორი წუთის შემდეგ გაიაზრა რაც გაიფიქრა და თავი ცუდად იგრძნო,ჯონმა ხომ უკვე გააკეთა ეს თავხედო ომეგავ!

-ჯონ-ჩუმად დაუძახა ჯიმინმა ბატონს

-რაგინდა-უხეშად უპასუხა უფროსმა.აქამდე რატომ არაფერი უთხრა? ვინიცის.

-ცოტათი გული მერევა, ისევ-მორცხვად უთხრა და ბატონისკენ გადაბრუნდა.დიახ,არ მოეწონა გადაბრუნებისას ჯონის ზურგის დანახვა მისი გამოყვანილი,მკაცრი სახის მაგიერ.

ბატონმა ამაზე არაფერი უპასუხა

მაგრამ მაინც,მისი ზურგიც სექსუალურია,შესაძლოა ადამიანი მხოლოდ ზურგის დანახვითაც კი აღეგზნოს?,როგორც ჩანს კი.

-კიდევ,მუცელიც მტკივა-ისევ აგრძელებდა ჯიმინი,საშინლად სურდა მის წინ მყოფ სხეულზე შეხება,თითქოს მარტივია თუმცა,ის ხომ ჯონია

-კიდევ?-ბოხი და დაბალი ტონით იკითხა ორ წუთიანი სიჩუმის შემდეგ

-კიდევ..მეტი არაფერი-ჯონის პასუხით გახარებულმა სწრაფად უპასუხა.

არცერთი არ საუბრობდა,მხოლოდ მათი სუნთქვის ხმები ისმოდა

ჯიმინი ისევ დაჰიპნოზებულივით უყურებდა მის ზურგს

რაც იქნება იქნება.

მტევანი ასწია და ნელა შეახო მისი მინიატურული ხელი,ზურგს.
ეშინოდა,რათქმაუნდა ეშინოდა ბატონის რეაქციის,უფრო ღვივდებოდა ეს გრძნობა რადგან უფროსი ხმას არ იღებდა

ჯიმინი აპირებდა ხელი აეღო მანამ, სანამ ჯონი რეაგირებას მოახდენდა და მას თავ ბედს აწყევლიდა

თუმცა სანამ ამას გააკეთებდა უფროსი სწრაფად გადმობრუნდა და ჰაერში გაშეშებულ ხელზე საკუთარი მოუჭირა,ზურგს უკან დაუკავა და წარბებ შეჭმუხნული სახეზე მიაცქერდა

another universeWhere stories live. Discover now