ONE : First look

1.2K 97 43
                                    

გრძნობს, როგორ ეხუთება სული, მიუხედავად იმისა, რომ ცივ წყალში ბანაობს, თითქოს ფილტვებში რაღაც უჭერს, რაღაც მოსვენების საშუალებას არ აძლევს. იუნგი წყლიდან თავს ყოფს, ხელებს უხეშად ატყაპუნებს და აწითლებულ სახეზე ჩამოყრილ თმებს უკან იყრის. შორიდან კი მისი მეგობარი, შეზლონგზე წამოწოლილი პაკ ჯიმინი ადევნებს თვალს. უნდა აღიაროს, რომ იუნგი სიმპატიურია, თანაც ძალიან, მაგრამ მის გონებაში ერთადერთი ადამიანი, ვინც ტრიალებს, ეს მესამე კურსელი, ბიზნესის სკოლის მოსწავლე და ფეხბურთის კაპიტანი - ჯონ ჯონგუკია, რომელსაც ასე გაფაციცებით დასდევს უკან.

- იუნგი, გაიყინე, ამოდი უკვე,- წუწუნებს და სათვალეს შუბლზე იწევს. პირსახოცს ტანზე იფარებს, მიუხედავად მზის თბილი სხივებისა, ჯერ კიდევ მაისია და სცივა.

- შენ წადი, მე ცოტახანში მოვალ,- ჯიმინი წუწუნის დაწყებას აპირებს, ფეხზე დგება. წყალშიც კი სურს ჩასვლა, რომ ყურში ხელი ჩაავლოს და ისე წამოიყვანოს კამპუსში, მაგრამ კარებში ჯონგუკი ჩნდება, თავისი მომხიბვლელი სხეულით, პაკს სრულიად ავიწყდება ყველაფერი და დაპროგრამებულივით მისკენ მიდის.

- გამარჯობა, ჯონგუკ,- ესალმება გაბადრული სახით. ხელსაც კი უწვდის, იუნგი შორიდან, აუზის კიდეზე მიყუდებული ადევნებს თვალს და იმანჭება.

- გამარჯობა, ჯონგუკ,- აჯავრებს და წყალზე კიდევე ერთხელ ატყაპუნებს ხელს. ჯიმინის გაუჩინარებიდან სულ რამდენიმე წუთში ამოდის წყლიდან და სხეულზე მეგობრის დატოვებულ პირსახოცს იხვევს. ხელში მისივე ჩანთასა და სათვალეს იჭერს და იქაურობას ტოვებს. გასახდელში სარკის წინ მდგარი საკუთარ მოხდენილ ტანს აკვირდება, ღიპი არ აქვს, ჩვეულებრივი ნავარჯიშევი სხეულით. არც რამე უშნო, არანაირი შრამები ან რამე მსგავსი, არც სახის მოყვანილობას უჩივის, საკუთარ თავს ჩვეულებრივად უწოდებს სიმპატიურს, მაგრამ მაინც ვერ ხვდება იმას, თუ რა ვერ დაინახა პაკ ჯიმინმა მასში ისეთი, რაც ჯონგუკში ნახა და მოეწონა.

MY NAMEWhere stories live. Discover now