EIGHT : No One Knows

504 77 50
                                    

ნამჯუნი სკოლის სახურავზე, მოაჯირთან ზის. ფეხებს ჰაერში აქანავებს და იუნგის ელოდება როდის ამოვა, რომ გაესაუბროს. ცოტა მოსაწყენია ასე ყოფნა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც დილით მოხდა.

- რა მოხდა?- ისმის მინის ხმაც და ნამჯუნი თითქოს წყნარდება.- რა სახე გაქვს?

- ისევ...- ოხრავს და თავს ხელებში რგავს.

- არ მითხრა რომ...- როდესაც ნამჯუნი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს, იუნგი ზემოდან ეცემა მის გვერდით.- დაიკიდე, შემდეგთან სცადე.

- მკიდია, მაინც იდიოტი იყო,- ეცინება კიმს და მართლაც რომ წამიერი უხასიათობუს შემდეგ, ხვდება, რომ ამაზე დარდი სისულელე იყო, მითუმეტეს, რომ ის გოგო მაინც არ მოსწონდა.

დილით, ჯერ კიდევ რვის ნახევარზე მოუვიდა იმ გოგოსგან მესიჯი, რომელთანაც ურიერთობა ჰქონდა და რაღაცას ცდილობდა, მან კი უთხრა, რომ აღარ უნდოდა არაფერი და საერთოდ არ მიეწერა ნამჯუნს. ცოტათი დასევდიანდა, ეწყინა, მაგრამ აანალიზებდა იმასაც, რომ მასთან მაინც არ აპირებდა სერიოზულს არაფერს.

- არ ფიქრობ, რომ ხანდახან ზედმეტად დრამატული ხარ?- წარბს წევს იუნგი.

- არა, რატომ?- წარბებშეკრული აჩერდება მეგობარს,- ხო, კარგი, ცოტათი ვარ.

- ცოტათი? კარგი იყოს ასე,- ბუზღუნებს მინი.

- ჯიმინი არ გამოჩენილა?

- უკვე სამი დღეა არსად მინახავს,- თმებში ხელს იცურებს იუნგი,- არც კი ვიცი ისევ დაველოდო თუ თავად მივაკითხო.

- იცი, მგონი ჯერ კიდევ დრო სჭირდება. სადაც ამდენ ხანს ითმინე, ცოტაც აცადე,- ეჭრება ნამჯუნი.

- არა, პრობლემა ლიდინი არ არის. უბრალოდ არ ვიცი ის რა მდგომარეობაშია და ცოტა არ იყოს, ეს მაშინებს.

- სრულიად მესმის შენი შიშები, მაგრამ მაინც, გირჩევ, რომ დაიცადო. მოვა, თქვენს მეგობრობას თუ აფასებს და პატივს სცემს, ელემენტარული უპასუხოდ მაინც არ დაგტოვებს,- მხრებს იჩეჩავს ნამჯუნი.

MY NAMEWhere stories live. Discover now