ხმაური ყურებში საშინლად ჩაესმის, თითქოს თავში ჩაქუჩს უკაკუნებენ. ხელს ძლიერად იჭერს შუბლზე და ნელა იწევა. გარემო ნამდვილად არ ჰგავს თავის ოთახს, არც ნამჯუნის სახლს, მაგრამ იმასაც ვერ იტყვის, რომ არ იცის ვისი საკუთრებაცაა. შუბლშეკრული იწევა საწოლიდან, პირველი, რასაც აკეთებს, ტუმბოზე შემოდებულ წამალსა და წყალს სვამს. ოხრავს, გუშინ ზედმეტიც კი დალია, ისიც არ იცის ნამჯუნი ცოცხალია თუ სასმელში ჩაიხრჩო. უნდა მოუკლოს დალევას, ასე შეიძლება ნამდვილი ლოთიც კი გახდეს.
- ოჰ, გაგიღვიძია,- ისმის ჯიმინის ხმა კარებში, იუნგი ხტება, არ ელოდა.
- ხო,- ჩუმად ლუღლუღებს, რაღაც ფრაგმენტები გონებაში გაუკრთება ხოლმე წამიერად, მაგრამ მაინც ვერ იხსენებს რა მოხდა რეალურად გუშინ.
- თავი ხომ არ გტკივა?
- ცოტათი,- თვალებში აშტერდება ჯიმინს, რომლის ლოყებსაც ვარდისფერი ფერი მიეღო.- მისმინე, გუშინ...
- გუშინ მთვრალი იყავი. არ ვიცი ჩემთან რატომ მოხვედი, მაგრამ ფაქტია აქ ხარ,- სახეშიც კი აღარ უყურებს უკვე დაბნეულს. მის მოსაცმელს საწოლზე უდებს და კარებისკენ მიდის.- მე სამზარეულოში ვიქნები, მოწესრიგდი და ჩამოდი.
- კარგი,- სიტყვის დასრულებასაც ძლივს ასწრებს იუნგი, ისე რჩება მარტო. ოხრავს, ვერაფრით იხსენებს რა მოხდა გუშინ. თმებში ხელს იცურებს და წამით გონებას ძაბავს, მაგრამ თავის ტკივილის გარდა ვერაფერს იღებს. სხვა გზა რომ აღარ რჩება, ფეხზე დგება და სამზარეულოში ჩადის, სადაც ჯიმინს ერთი ჭიქა ყავა დაედგა იუნგისთვის, მისთვის კი ჩაი.
- დალიე,- მხოლოდ ამასღა ამბობს და სხვა მხარეს უყურება.
- მისმინე, ჯიმინ,- არ იცის სათქმელს თავი როგორ მოუყაროს,- არ მახსოვს გუშინ რა მოხდა, არც ის თუ რატომ მოვედი შენთან, მაგრამ...
- ვიცი, რომ არაფერი გახსოვს,- აწყვეტინებს საუბარს,- ბევრჯერ დაგმართმია ასე და დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ არაფერი გემახსოვრებოდა.
YOU ARE READING
MY NAME
Actionიუნგის სიყვარული სჭირდებოდა. თავიდან მხოლოდ მუსიკა იყო ის, რისთვისაც წლები იბრძოდა. პაკი კი ქარიშხალივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ამოსუნთქვის საშუალებაც აღარ მისცა. გაზაფხულის პირველი დღე იყო, როდესაც ჯიმინს შეხვდა, დღე, როდესაც ბიჭი იუნგის პირადი...