TEN : The Sunrise Is Your Name

774 71 17
                                    

მოცმეულ სიტუაციაში ჯიმინი უფრო დარდობს კიმზე და მის დარტყმულ მეგობარზე, ვიდრე თავად ბიჭები. თავი სერიოზულად უჭირავს, ცდილობს, რამე უცნაური არ დაიტყოს. აქეთ - იქით დადის, ნერვიულად ბოლთას სცემს. ლამისაა გაგლიჯოს ორივე.

- ცოტა ზედმეტი ხომ არაა?- წარბს წევს ნამჯუნი.

- სიკვდილი გინდა?- ღრიალებს უეცრად პაკი და ორივე ადგილზე იტრუნება,- რატომ ჩააგდეთ ასეთ მდგომარეობაში?

- რატომ დაგარტყა მან?- საპასუხოდ ეკითხება იუნგი.

- ჩემი ბრალია, მე გამოვიწვიე,- ოხრავს. ადგილზე ჩერდება და იქვე დივანზე იკავებს ადგილს თავბრუდახვეული,- ამის გამო ასეთი ამბავი რა საჭირო იყო?

- რა მნიშვნელობა აქვს? ისედაც მინდოდა მეცემა,- ბურდღუნებს იუნგი.

- არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ახლა საავადმყოფოშია?- ჩქმეტს ჯიმინი და უკმაყოფილებას გამოხატავს.

- ფეხებზე მკიდია,- ახლის და ნამჯუნს აჰყურებს ქვემოდან, თითქოს უფროსი მხარს აუბამდეს.

- მე ისიც ფეხებზე მკიდია, შენ რა გკიდია ფეხებზე, ასე რომ, შემეშვი,- ეცინება ნამჯუნს და ტელეფონში ქექიალს განაგრძობს.

- ანუ, კარგი,- შუბლს იზელს იუნგი.- ამისთვის დამიბარე?

- სხვა რამეს ელოდი?- წარბებს ქაჩავს პაკი.

- ველოდი, მაგალითდ...

- გთხოვ, შენი ინტიმური ფიქრები, შენთვის შეინახე,- აწყვეტინებს ნამჯუნი.

- ნამჯუნ, რას ბოდავ? ამის თქმას არ აპირებდი, ხომ ასეა, იუნგი?- ამჯერად მინს უბრუნდება ჯიმინი.

- ხო, რა სისულელეს ამბობ, ნამჯუნ?

- ნეტა განახა ახლა რა უტრიალებს გონებაში,- ხითხითებს უფროსი.

- ამასაც დავარტყამ,- იღრინება მინი და მისკენ მიიწევს, მაგრამ ადგილზე აკავებენ.

- და მე სახეს აგახევ მერე, აბა, როგორ მოგწონს იდეა?- ხელებს ჰაერში აფრიალებს უფროსი.

MY NAMEWhere stories live. Discover now