FOUR : So What

493 67 20
                                    

იუნგის გადაწყვეტილი აქვს დღეს ისევ აუზზე წავიდეს, ამჯერად ნამჯუნთან ერთად. გუშინ საღამოს დაურეკა და ძალით დაითანხმა წასვლაზე, მისი წუწუნის მიუხედავად, მაინც ვერაფერმა გაჭრა.

- რა გინდა აუზზე?- იბღვირება პალმებიან შორტებში გამოწყობილი ნამჯუნი.

- და აბა სახლში რა ვაკეთო? დამეთხარა თვალები ტელეფონის ყურებით,- იღრინება იუნგი და პირსახოცს სახეში ესვრის.- დამელოდე, მალე მოვალ.

და სადღაც იკარგება.

- ელოდე ახლა ამას და ათრიე მისი ნივთები, მალე კისერზე შემოგაჯდება, ნამჯუნ,- ბუზღუნებს თავისთვის.

- ნამჯუნ,- ესმის ჯიმინის ხმა და უკან ბრუნდება,- გამარჯობა.

- გამარჯობა,- ცოტათი დაბნეული ძლივს სცემს პასუხს.

- იუნგი ხომ არ გინახავს? ვიცი რომ სახლში აღარ ზის,- ოხრავს პაკი და ხელს კეფაზე ისვამს,- გთხოვ, მითხარი სად არის, მასთან საუბარი მინდა.

- იცი, იუნგი...

- აქ რას აკეთებ?- ისმის იუნგის ხმა და ნამჯუნი გაღებულ პირს ხურავს. გატრუნული დგას და მათ შესცქერის.- ნამჯუნ, წავედით, გვაგვიანდება.

- იუნგი, გთხოვ, შენთან საუბარი მინდა,- აჩერებს მას და ნამჯუნს სურვილი აქვს მიწა გასკდეს და შიგ ჩაიტანოს.

- არ მინდა შენთან საუბარი, ჯონგუკთან წადი, ალბათ გელოდება, ჯიმინ.

- მე ვთქვი, რომ შენთან მინდა საუბარი,- ოდნავ მკაცრად ამბობს და ნამჯუნის ხელს ათავისუფლებს, იუნგის ავლებს მაჯაში და სადღაც პარკში მიათრევს.- ეს რას ნიშნავს?

- რაზე მეკითხები კონკრეტულად?- წარბებს წევს იუნგი.

- ყველაფერზე, რა ჯანდაბა დაგემართა? ვეღარ გცნობ,- გაცოფებული, ვერც კი ხვდება რა გააკეთოს.

- იქნებ ჯონგუკისთვის გეკითხა?- ქვედა ტუჩს აგდებს მინი და ამით კიდევ უფრო აღიზიანებს პაკს.

MY NAMEWhere stories live. Discover now