TWO : I'm The First

530 76 32
                                    

ნამჯუნი დაეჭვებული აშტერდება ბოძზე მიყრდნობილ იუნგის, რომელიც ჯიმინს უყურებს და ელოდება, თუ როდის მორჩება ჯონგუკთან საუბარს და როდის იკადრებს მისთვის ყურადღების მიქცევას.

- დავიღალე, დავდნები მალე,- ოხრავს და ხელებს მკერდზე იჯვარედინებს.

- რას ელაპარაკება ამდენს? მერე წუწუნებს ჯონგუკს არ მოვწონვარო,- ატრიალებს თვალებს ნამჯუნი და მანქანას ეყრდნობა.

- რომ ვიცოდე აქ ვიდგებოდი ვითომ?- უღრენს იუნგი და სწორდება. უკვე გადაწყვეტილი აქ მივიდეს და ძალით წამოათრიოს, მაგრამ ჯიმინი თავს უხრის ჯონს და სცილდება. გაბადრული სახით მიდის ბიჭებთან, სადაცაა ხტუნვას დაიწყებს.

- რა გითხრა?- ეძიება ნამჯუნი,- ან ამდენს რას განიხილავდით?

- არაფერი მნიშვნელოვანი.

- არაფერი მნიშვნელოვანი?- ასწრებს კითხვას იუნგი.

- არაფერი თქვენთვის მნიშვნელოვანი,- ბუტბუტებს ხელახლა და შუბლზე ხელს ისვამს,- რას ვაპირებთ?

- ვაპირებთ არ ვიცი, მაგრამ მე და ნამჯუნი დასალევად მივდივართ,- იუნგი კიმს აშტერდება, რომელიც დაბნეულ სახეს იღებს. ხელით საკუთარ თავზე ანიშნებს წარბებშეკრული.- რა, არა? თვითონ დამპატიჟე.

- მე დაგპატიჟე?- იოცებს კვლავ ნამჯუნი. იუნგი კი ტუჩების მოძრაობით ჰპირდება, რომ აუცილებლად მოკლავს ამის გამო.- ხო, გამახსენდა, გუშინ შევთავაზე დასალევად წასვლა.

ეცინება ნამჯუნს და სიტუაციასაც ანეიტრალებს.

- შენ ალბათ საქმეები გაქ,- იუნგი ამჯერად ჯიმინს უბრუნდება, რომელიც ჯერ კიდევ დაბნეული დგას.- არა?

- თუ გინდა შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე,- და მინი მთლიანად წითლდება, წარმოსახვაში ნამჯუნს ატყავებს.- ხომ წამოხვალ?

- საქმე არ მაქ, ამიტონ შეიძლება,- ეღიმება ჯიმინს და მანქანისკენ მიდის.

MY NAMEWhere stories live. Discover now