⚫1⚫

667 33 8
                                    

_ნაბიჭვარო ბავშვო! როგორ ბედავ და ჩემს უკითხავად, ოთახიდან გამოდიხარ!_სახლში კაცის ღრიალი ისმის. პატარა სხეული კი შეშინებული შეჰყურებს ამ ყოველივეს._შენც დედაშენს გავხარ! პატარა ძუკნა ხარ, რომელიც არავის არ უჯერებს!_ამბობს მაღალი მამაკაცი და ნელ_ნელა, მოკუნტულ ბიჭს უახლოვდება.

_მამა გთხოვ!_ამბობს ქერათმიანი ისე, რომ ზემოთ არც კი იხედება. მისი ლამაზი თვალებიდან უკვე ცრემლებს გაუკვალავთ გზა. ნელნელა მიედინებიან: პირველ რიგში მის ლამაზ ღაწვებზე, შემდეგ ლოყებზე, გვერდს აუვლიან პატარა ლამაზ ცხვირს, დაბუშტულ მარწყვისფერ ტუჩებს, მივლენ პატარა ნიკაპამდე. იქედან კი გზას, ბიჭის თეთრი მაისურისკენ მიიკვლევენ სადაც უჩინარდებიან.

_მამა?! სერიოზულად?! მამა?! მე მამაშენი არ ვარ! მე შები ბატონი ვარ. შენ მე მეკუთვნი!_ყვირის კაცი და ქერათმიანს მთელი ძალით ურტყავს. ბიჭუნა ხმას არ იღებს. მას ეშინია! ეშინია, რომ ეს არა კაცი მას მოკლავს._დედაშენმა დაგტოვა! მან შენ დაგტოვა! თვითონ კი ჯოჯოხეთში წავიდა. მას შენ არ უყვარდი! ჯიმინ შენ არავის არ უყვარხარ_ამბობს ზიზღით და ჯიმინს ისევ ურტყავს, მთელი ძალით, მთელი ტანი დაუსისხლიანა, მისი თეთრი მაისური, ახლა უკვე სისხლისფერი გამხდარიყო. კაცი მას გამეტებით ურტყავდა. მანამ სანამ კარზე ზარის ხმა არ გაისმა. ის ბიჭს ნელა მოშორდა და გააფრთხილა!_ნაბიჭვარო ჯიმინ, ხმა არ ამოიღო, თორემ შენც დედაშენის გზას გაუყვები!

_კ...კარ...გით_ძლივს ამოილუღლუღა და ძირს, გაყინულ იატაკზე მიესვენა. კაცმა კარები გააღო. დანახულმა კი, ცოტათი ააფორიაქა და აანერვიულა. კარებში პოლიციელები იდგნენ. ერთი მაღალი, შედარებით დაკუნთული და საშიში იყო. მეორე კი შედარებით დაბალი, ნაკლებად დაკუნთული, მაგრამ არანაკლებ საშიში გამომეტყველებით.

_მოგესალმებით, მოქალაქე პარკ ჯიჰან თქვენს სახელზე საჩივარია!_თქვა მაღალმა პოლიციელმა და ბრალდებულს შეხედა. ჯიჰანი დაიძაბა, ფერი წაერთვა და ყელი გაუშრა.

შეიძლება მიყვარდე?🦋🌹Where stories live. Discover now